კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი გამოჩენა უყვარს ლიკა კვარაცხელიას და რით „კერავს“ ის ბიჭებს


18 წლის ლიკა კვარაცხელია სამოდელო სააგენტო „ლიკა ყაზბეგის“ მოდელია, რომელიც მონაწილეობდა კუნკურსში „მის ბიკინი“. ლიკა წელს აბიტურიენტია და, ალბათ, სექტემბერში სტუდენტიც გახდება.

ლიკა: სამოდელო სფეროში მოღვაწეობა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა საქართველოში ეს უფრო ჰობის დონეზეა, ამიტომ ძალიან კარგად ვერთობით და სიამოვნებასაც ვიღებთ.

– მოდი, საკუთარი თავი დაახასიათე.

– არ ვარ პუნქტუალური და, მგონი, ეს არც მოგვეთხოვება ქალებს. თუმცა, მინდა, რომ პუნქტუალური ვიყო. ძალიან მხიარული ვარ, მაგრამ, თუ გავბრაზდები, საშინელი ვხდები. ყველაფერს „ვიგროვებ“, მერე კი ერთიანად ამოხეთქავს და უკვე არავის ვინდობ. ამ დროს ჩემთვის ყველანაირი ხერხი მისაღებია. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით „მორიელი“ ვარ, შესაბამისად, ძალიან გესლიანი ვარ, საშინლად ვიგესლები ხოლმე.

– როგორც ყველა გოგონას, შენც გეყოლება თაყვანისმცემლები.

– ყველანაირი კატეგორიის თაყვანისმცემელი მყავს: წყნარები, ძალიან საყვარლები, საშინლები და თავის მომაბეზრებლები. ჩემ გამო ბევრი სისულელეც გაუკეთებიათ. ერთხელ ერთმა ბიჭმა ჩემი სახელი და გვარი სამართებლით ამოიჭრა, მერე დაუჩირქდა და საშინელებები მოხდა. ასეთ რაღაცეებს ვერ ვიტან და კიდევ, აბეზარ ბიჭებს. მათი მოშორება არ არის იოლი, ალბათ, სრული „იგნორი“ უნდა გაუკეთო, მაგრამ მე ეს არ გამომდის, ვერანაირად ვერ ვიშორებ. საერთოდ, რაც უფრო ეწინააღმდეგები მამაკაცს, ეუბნები, რომ ვერ იტან, მით უფრო იზიდავ და უჩნდება შენ მიმართ ლტოლვა. ალბათ, ამის ბრალია, რომ ვეღარ ვიშორებ ვერავის. ახლა ყურადღებას აღარ ვაქცევ, მათაც ბეზრდებათ ჩემთან ურთიერთობა და თავს მანებებენ.

– როგორ ფიქრობ, მამაკაცმა ქალის გულის დასაპყრობად ბოლომდე არ უნდა იბრძოლოს?

– როდესაც ბიჭს უარს ვეტყვი და ის სხვასთან გარბის, უფრო მიჩნდება იმის სურვილი, რომ ჩემთან მოვიდეს. მაგრამ, როდესაც ბიჭი ძალიან მეხვეწება, ჩემ მიმართ სითბოს გამოხატავს, მერე მისკენ აღარ მინდა გახედვა. ანუ, მამაკაცმა ცოტა უნდა მაეჭვიანოს. როდესაც ის ყოველდღე გეუბნება, რომ უყვარხარ, გიჟდება შენზე, ეს მოსაბეზრებელი ხდება. მაგრამ, ერთ დღეს რომ უყვარხარ, მეორე დღეს – ეჭვიანობ, მესამე დღეს – ჩხუბობთ, ეს უკვე საინტერესოა. საერთოდ, ქალზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, რადგან მამაკაცებს არ მოსწონთ ერთფეროვნება. ამიტომ გოგონები ყველანაირად უნდა ეცადონ, რომ ბიჭებთნ ურთიერთობისას მრავალფეროვნები იყვნენ.

– როგორი მამაკაცები მოგწონს?

– ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მამაკაცის გარეგნობას, თუ ვიზუალურად არ მომეწონება, მისი სულიერი მხარე აღარ დამაინტერესებს. საშინლად არ მომწონს ქერა და ცისფერთვალება ბიჭები, მომწონს შავგვრემანები, მაღლები, სასურველია, მწვანე თვალებით; არ უნდა იყოს ძალიან გამხდარი, სპორტული აღნაგობა უნდა ჰქონდეს. ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მამაკაცის სამეგობრო წრეს, რადგან, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში მეგობრებს ძალიან ცუდი როლი უთამაშიათ. სასურველია, მის მეგობრებსაც ვიცნობდე, ვიცოდე ვინ როგორია. რაც მთავარია, არ უნდა იყოს ნარკომანი, ნასამართლევი. ამაზე „წიკები“ მაქვს, და, კიდევ, „ძველი ბიჭი“. მირჩევნია, იყოს კარგად აღზრდილი, სასიამოვნოდ მოსაუბრე, ვიდრე იყოს „ბლატნოი“, დღე და ღამე იგინებოდეს და ლუდის ბოთლი ეჭიროს ხელში.

– რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ მისი საყვარელი მამაკაცი სხვა ქალთან არ წავიდეს?

– ქალს ისე უნდა ეჭიროს თავი, რომ მამაკაცი თავისთან ბოლომდე არ უნდა მიუშვას, რათა მას სულ აინტერესებდეს. როცა კაცთან ბოლომდე არ ხარ გახსნილი, ბოლომდე არ ეკუთვნი მას, ის სულ ინტერესდება შენით და ცდილობს, შენთან ურთიერთობა გააღრმავოს, მაგრამ, როცა მე არ ვწევარ კაცთან, ჩემს შეყვარებულთან, ის კაცია და მოუნდება, რომ სხვა ქალთან წავიდეს. ჩემი აზრით, ერთი ღამის ურთიერთობები არაფერია, მთავარია, ერთ ქალთან ორჯერ არ წავიდეს. რა თქმა უნდა, ეს მე არ უნდა გავიგო, მაგრამ, თუ გავიგებ, ჩვეულებრივი რეაქცია მექნება.

– დავუშვათ, მოგეწონა მამაკაცი, მან კი ვერ შეგნიშნა, რას გააკეთებდი მის მოსახიბლავად?

– ქალი ყველანაირად უნდა შეეცადოს, რომ მამაკაცმა ის შეამჩნიოს, თუმცა, თავიც ძალიან უნდა დაიფასოს. კაცის გამო არაფერი გამიკეთებია და არც გავაკეთებ. კაცს რაც უფრო მეტად გადაჰყვები, სითბოსა და სიყვარულს დაანახვებ, უფრო მეტად აუვარდება თავში. თავს რომ დაიფასებ, მერე თვითონაც უფრო დაგაფასებს. თანაც, მამაკაცს ყოველთვის უნდა ეშინოდეს ქალის დაკარგვის, სწორედ ამიტომ ვაეჭვინებთ და ვაინტრიგებთ კაცებს.

– როგორ ფიქრობ, ქალმა უნდა გამოაჩინოს ის, რაც ლამაზი აქვს?

– რაც კარგი გვაქვს გოგონებს, რატომ არ უნდა გამოვაჩინოთ? სწორედ ამ კარგი რაღაცეებით „ვკერავთ“ ხოლმე ბიჭებს.


скачать dle 11.3