კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შემომტანი და მფლანგველი


ფული – ბინძური მატერია, განხეთქილების, შურის და ბოროტების მიზეზია. ფულით მანიპულირება ნებისმიერ სფეროში ხდება და გამონაკლისი არც ოჯახია, მაგრამ ბედნიერ, ჰარმონიულ ოჯახში ბიუჯეტი იშვიათად ხდება უსიამოვნების მიზეზი. არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, ვის შემოაქვს ოჯახში მეტი ფული. მეუღლეები თავიდანვე უნდა შეთანხმდნენ იმაზე, რომ არსებობს მხოლოდ საერთო ფული, რომელიც ოჯახის წევრების საჭიროების მიხედვით უნდა დაიხარჯოს. თუ სულ იმაზე იქნება კამათი, ვინ შემომტანია და ვინ მფლანგველი, უთანხმოება გარდაუვალია. შეიძლება, ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ „ის“ ძალიან ბევრს ხარჯავს, მაგრამ თუ თქვენი ურთიერთობა რამედ გიღირთ, მაშინვე ჩხუბზე ნუ გადახვალთ. ქალი რომ ორ ფრონტზე იბრძვის, სახლშიც აკეთებს ქალის საკეთებელს და ფულიც შემოაქვს ოჯახში, დღეს ეს არავის უკვირს. ამიტომ, ნუ გაუმეორებთ ქმარს დღეში რამდენჯერმე, რომ ერთი თქვენ აღმოჩნდით ასეთი. ნუ მოსთხოვთ, ქება შეგასხათ და დიდების კვარცხლბეკზე აგიყვანოთ. ამით არაფერი შეგემატებათ. საქმე კი, მით უმეტეს, არ მოგაკლდებათ. ნუ შესწირავთ ოჯახურ იდილიას სულელურ პატივმოყვარეობას. თუ ისიც შრომობს, საერთოდ არ გაქვთ უკმაყოფილების მიზეზი. გაცილებით რთული შემთხვევაა, როცა ქმარი მარტო ფლანგავს ოჯახის ბიუჯეტს, შევსებაზე კი არც ფიქრობს. ამ შემთხვევაში, უკმაყოფილებისთვის მიზეზი ნამდვილად არის. მამაკაცს, რომელიც ცოლის ხარჯზე ცხოვრობს და ეს ნორმალურ, ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია, პარტნიორად იშვიათად ისურვებს რომელიმე ქალი. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს არშემდგარ პიროვნებასთან, რომელთანაც, უბრალოდ, არ უნდა იცხოვროთ.


скачать dle 11.3