კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის სადარბაზოში უპირებს დაბმას თამარ ღლონტს „შუა ქალაქის“ ვახოს შვილი


მართალია, „შუა ქალაქის“ ვახოს, ანუ კახა ჯოხაძეს, უკრაინაში „იდუმალი შვილის“ ყოლას აბრალებენ, მაგრამ სინამდვილეში მას ორი შვილი ჰყავს. უფროსი, ლევანი, 4 წლის არის, უმცროსი – ანა კი – ორის. ისინი ძალიან საყვარელი ბავშვები არიან. ანა პატარაა და რესპონდენტის ამპლუას ჯერ ვერ გაართვა თავი, ლევანი კი თავის გატაცებებზეც გვესაუბრა, საბავშვო ბაღზეც, მამაზეც და, არც თამარ ღლონტის „საქებრად“ დაიშურა სიტყვები. ლევანი თამარს ძალიან ემუქრება, საყვარელ მამას კი, „დედას ბუშტთან“ ერთად შეთქმულების მოწყობას ურჩევს...



– მე ვარ ლევან ჯოხაძე, ოთხი წლის ვარ და დავდივარ საბავშვო ბაღში. ჩემი ბაღი ძალიან მაგარია. იქ ძალიან მაგრად ვჭამ საჭმელებს, თან, ჩემი სკამი მაქვს და ბევრი მეგობარი მყავს. ჩემს ბაღში სულ ბიჭები დადიან, მარტო ერთი გოგო გვყავს, ამიტომ ყველას ის გვიყვარს. ლიზი დაჩაგრული გვეყოლება, ოთხ ბიჭს რომ გვიყვარს.

– ლიზის რომელი უყვარხართ?

– მე არ ვიცი, დედამ იცის. ამხელა ბიჭი ვარ და მე სიყვარულის გამოცნობა არ შემიძლია, ლიზი მეც მეთამაშება და სხვებსაც, აბა, როგორ უნდა მივხვდე, ვინ ვუყვარვართ? თავისი სკამები ჩემს მეგობრებსაც კი აქვთ, ისინიც ლამაზები არიან, არ ვიცი, ვის აარჩევს ლიზი.

– ყველაზე მეტად რა თამაშები გიყვარს?

– ყველაფერი: სახლობანა, დამალობანა, წვიმობანა. მე და მამიკოც ბევრ თამაშებს ვიგონებთ, წვიმობანა ჩვენც გვიყვარს – ცაში გავუშვებთ ხოლმე ზარს მობილურიდან და მაშინვე წვიმა მოდის. მერე, წვიმამ რომ არ დაგვასველოს, მაგიდის ქვეშ ვძვრებით. როცა წვიმა გადაიღებს, გამოვდივართ. კიდე „წიწილების ჭამას“ ვთამაშობთ, უცებ მგელი გამოჩნდება ხოლმე და დედა წიწილთან გავრბივართ.

– ბაღის მერე სად უნდა იარო?

– სკოლაში უნდა წავიდე და ბებო უნდა ვიპოვო. სკოლაში მუშაობს და სახლში არ არის ხოლმე.

– სკოლაში არ უნდა ისწავლო?

– არ ვიცი, ბებოს საპოვნელად უნდა ვიაროოო... სკოლაში რათ მინდა სწავლა, ბებო სახლშიც მასწავლის.

– ახალ წელს თოვლის ბაბუა იყო თქვენთან?

– იყო, აბა, არ იქნებოდა?! ღამე მოვიდა ყვითელი ავტობუსით, თან, ისეთი მდიდარი და ფულიანი თოვლის ბაბუა მყავდა, რომ ზუსტად ის მატარებელი და ტრანსფორმერი მომიტანა, რომელიც მინდოდა. ჩემს მატარებელს, რომ დაქოქავ, გორამდე მიდის.

– შენ რა იცი, რომ ყვითელი ავტობუსით მოვიდა?

– დილით ფანჯრიდან რომ გავიხედე, ავტობუსი ისევ ქუჩაში იდგა. თვითონ დასაძინებლად იყო წასული, ეჩქარებოდა. თოვლის ბაბუამ ჩემს დაიკოსაც მოუტანა საჩუქარი, დედაჩემს, ნინოს კი ნამდვილი სარეცხის მანქანა მოუტანა, მარტო მამიკო დატოვა უსაჩუქროდ.

– ნეტა, რატომ?

– ეტყობა, მამაზე გაბრაზებულია. სახლში რომ არ მოდის ხოლმე, მაგიტომ იქნება გაბრაზებული. შეიძლება, იმ ქოფაკმა თამარმა უთხრა, რომ მამიკოსთვის საჩუქრები არ მოეტანა. მამამ მითხრა, სამსახურში მოვიდა მფრინავი თოვლის ბაბუაო, „რუსთავი 2-ში“ ფანჯრიდან შეპარულა, მაგრამ მამიკოსთვის არც იქ არ დაუტოვებია არაფერი. „რუსთავი 2-ის“ თოვლის ბაბუა არც ჩემი ბაბუასავით მდიდარი ყოფილა და არც წითელი ტანსაცმელი სცმია, მარტო ფრთები ეკეთა.

– შენ ყოფილხარ მამიკოს სამსახურში?

– „რუსთავი 2-ში“ არა, „იმედში“ – კი. „იმედი“ ძალიან მომეწონა, იქ ხელფასებს არიგებენ, ფულს რა!... თუ დიდი და მსუქანი ხარ, ბევრ ხელფასს აიღებ, თუ არ ხარ მსუქანი – ცოტა ფულს მოგცემენ. ხელფასს კაცებიც აიღებენ ხოლმე და ქალებიც, შვილებსაც კაცებიც აჩენენ და ქალებიც.

– მამიკო ბევრ ფულს იღებს თუ ცოტას?

– ისე რა, ძალიან ბევრს არა. „შუა ქალაქში“ ყველაზე ბევრი ფული ირაკლი ექიმს ექნება, იმიტომ, რომ ის ყველაზე მსუქანია. კიდევ ბევრი ხელფასი აქვს ერთ კაცს, ტელევიზორში რომ გამოდის ხოლმე, რაღაც პოლიტიკოსივითაა (გულისხმობს კახა ბენდუქიძეს, – ავტორი) იმიტომ, რომ იმაზე მსუქანი კაცი არავინაა. როცა გავიზრდები, მეც დიდი უნდა ვიყო, რომ ბევრი ფული მომცენ. თბილისის პრეზიდენტი როა, მიშა, მაგასაც, მაღალი როა, კარგ ხელფასს უხდიან.

– ლევან, „შუა ქალაქი“ მოგწონს?

– მომწონს, მაგრამ ის არ მომწონს, თამარ ღლონტი რომ მამიკოს იბრიყვებს. გაბუტული ვარ ვახოზეო, რომ იძახის, ახალ წელს ჩვენს სახლში მოვიდა. თამარს რომ ჩაეხუტა მამიკო, არც ეგ არ მომეწონა. თამარს ვუთხარი, მამიკოს რატომ შემოულაწუნე-მეთქი. ძალიან ავი ქალია, მაგრამ ჩვენთან რომ იყო, კარგად იქცეოდა, აქ არ ეჩხუბებოდა მამიკოს, თან თავისი ნამდვილი ქმარიც ჰყავდა მოყვანილი, ირაკლიც იყო ჩვენთან. ირაკლი და დედას ბუშტი ყველაზე მეტად მომწონს.

– თამარს ნამდვილი ქმარი თუ ჰყავს, მამიკოსგან რა უნდა?

– არ ვიცი, მამიკოსაც ხომ ჰყავს ნამდვილი ცოლი – დედიკო, მეორე ცოლი რათ უნდა ჰყავდეს? თან, დედაჩემი თამარივით ქოფაკი არაა, ნინო სულაც არ ჩხუბობს. თამარმა მამიკოს კიდევ რომ გაარტყას, გავპუტავ და თმებს დავაგლიჯავ. სულ არ მინდა, რომ მამიკომ ეგ ცოლად მოიყვანოს, მერე უფრო მაგრად სცემს ხოლმე. მე თამარს აქ არ შემოვუშვებ, ნინო მიყვარს.

– რა უნდა ქნას ვახომ, რომ თამარმა არ სცემოს?

– დედას ბუშტთან ერთად უნდა იყოს და ორივე ერთად თამარს აჯობებენ. დედას ბუშტი ბევრს რომ არ ჩხუბობს, იმიტომ უბედავს თამარი ყველაფერს. თუ კიდევ შემოარტყამს თამარი მამას, მაშინვე პატრულში ვუჩივლებ.

– კიევში რომ ძმა გყავს, იმას იცნობ?

– არ ვიცნობ, არა, არც ჩემი ნამდვილი დედიკო არ იცნობს. მე მგონი, ეგ თამარმა მოიგონა, რომ მამიკო გაებრაზებინა. თუ ჩამოვიდა ის ბიჭი, ჩვენს სახლში რატომ არ მოვიდა?

– ეგ არ ვიცი. მამიკოსთან ერთად სად დადიხარ?

– თუ დედაც არ მოგვყვება, არსადაც არ მივყვები. ზაფხულში ვიყავით რაჭაში, სოფელი მომეწონა, ძალიან ბევრი ქათმები, გოჭუნები და ინდაურები იყო, მაგრამ, ერთი ინდაური, ყველაზე ძაან რომ მომწონდა, დაკლეს და ჩვენ გამოგვიგზავნეს. ამაზე გავბრაზდი, მაგრამ ბარკალი მაინც ვჭამე, იმიტომ რომ, ბარკალი მიყვარს.

– როცა გაიზრდები, ვინ უნდა გამოხვიდე?

– ბაღის მასწავლებელი უნდა გამოვიდე და ბავშვებს უნდა ვეთამაშო ახალი თამაშები, კიდევ ვახო უნდა გამოვიდე და ტელევიზორში გამოვჩნდე, ოღონდ, მე სხვანაირი ვახო ვიქნები, თამარს სადარბაზოში ისეთი ჯაჭვებით დავაბამ, რომ ვერ აიწყვიტოს.

– შენს სადარბაზოში უნდა დააბა?

– არა, მერე მამა სამსახურში რომ წავა ხოლმე, მაინც ეჩხუბება. მეც რომ წავალ ბაღში, დამიწყებს ამიშვი, ამიშვიო. მამაჩემი ღამით დადის სამსახურში, მერე სულ სძინავს. როგორც კი გავაღვიძებ, ჩხუბს იწყებს და მეც კარატეს ვუტარებ ხოლმე. თამარი რომ ჩვენს სადარბაზოში იყოს, კარგი იქნება. შემოვიყვან ხოლმე და მამას ჩემთან ჩხუბის გამო მოსცხებს...

– ცოდო არაა მამა, სახლში შენ ეჩხუბები, სამსახურში – თამარი?

– ცოდოა, მაგრამ ნინო ხომ არ ეჩხუბება? იმიტომ რომ ნინო კარგი გოგოა, მეც მასეთი ცოლი უნდა მოვიყვანო, თამარისნაირს სახლში არ შემოვუშვებ.


скачать dle 11.3