კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იყო ნოდიკო ტატიშვილი მზრუნველი ქმარი და რატომ „დატანჯა“ ის საყვარელმა ადამიანმა შვიდი წლის განმავლობაში


ნოდიკო ტატიშვილი ახალი ქართული ვარსკვლავია, რომელიც „ჯეოსტარმა“ შექმნა და პოპულარობის მწვერვალზე აიყვანა. გამარჯვებიდან რამდენიმე დღეშიც კი უჭირდა იმის დაჯერება, რომ რამდენიმე გზის აუტსაიდერი საბოლოოდ „ჯეოსტარის“ ვარსკვლავის მფლობელი გახდა. ამ ყველაფერთან ერთად, მის ცხოვრებაში ახალი მეგობრები, ახალი გოგონები და ახალი სიმპათიები გაჩნდნენ.


ნოდიკო ტატიშვილი: ალბათ ყველაზე მაგარი ახალი წელი მქონდა და ის ჩემთვის საღამოს 9 საათზე დაიწყო. საოცრებები დამემართა: მეგონა, ორგანიზმში სისხლი გაჩერდა; მეგონა, ვეღარ ვმოძრაობდი. ასეთი სიხარულის ცრემლი ნეტავ ყველას ჰქონდეს ახალ წელს და სულ. დიდი ხნის განმავლობაში ვერც მივხვდი, რა მოხდა.

– არის ის ერთი ადამიანი შენს ცხოვრებაში ვის გამოც ეს გამარჯება ყველაზე მეტად გაგიხარდა და ვინ გაიზიარა ეს სიხარული? არ ვგულისხმობ ოჯახის წევრებს.

– შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ეს სიხარული ძალიან ბევრმა გაიზიარა ჩემთან ერთად, მათ შორის ისეთმა ადამიანმაც როგორსაც მეკითხები. მართალია, შეყვარებული არ მყავს, მაგრამ, გაიზიარა...

სხვათა შორის, სულ პატარა ვიყავი, როდესაც ეს სასიყვარულო ამბები დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. 3 წლის ასაკში საბავშვო ბაღში საოცრად მომეწონა გოგო, რომელიც, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, არ იყო ქერა და ცისფერთვალება. პუტკუნა გოგო იყო, მზიკო ერქვა. თეთრი, ქათქათა, ძალიან საყვარელი. შემიყვარდა და გადავირიე. მანამდე თუ ბაღში წასვლაზე საშინლად ვტიროდი, მზიკოს გამო ყველაზე ადრე ვდგებოდი და ბაღში გავრბოდი. სულ დედაშვილობანას ვთამაშობდით და მე ყოველთვის მისი ქმარი ვიყავი, ჩვენი ბაღელები კი, ჩვენი შვილები. გვერდიდან არც ერთი წუთით არ ვშორდებოდი, სულ ერთად დავდიოდით. ბაღში თუ ვერ მოიყვანდნენ, იმ დღეს ტრაგედია მქონდა.

– როგორი ქმარი იყავი?

– (იცინის) ძალიან მზრუნველი. ტუალეტშიც კი ვაცილებდი. წარმოიდგინე, ტუალეტში რომ უნდოდა შესვლა, იქამდე მიმყავდა და კართან ველოდებოდი. საოცარი თაყვანისმცემელი გამოვდექი. მახსოვს, რამდენჯერმე სახლიდან დაუკითხავადაც კი ავიღე რაღაცეები, რომ მზიკოსთვის მეჩუქებინა. ბაბუაჩემი ნოდარი მანებივრებდა ძალიან. სულ მეუბნებოდა, 16 წლის რომ გახდები, ცოლად უნდა მოგაყვანინო, ფაეტონში ჩაგსვამთ შენ და მზიკოს და მთელი თბილისი უნდა შემოგატაროთო. მზიკოსთვის საქორწინო ფატაც კი მომიტანეს, ანუ, ამ ამბავზე მთელი ჩემი ოჯახი „ღადაობდა“. ამ ფატით ეზოში დავრბოდი – ხალხო, მზიკო ჩემი ცოლი უნდა გახდეს-მეთქი. სკოლაში რომ მივედი, ახალი სამიზნე გამოჩნდა (იცინის).

– მზიკო ასე მარტივად დაივიწყე?

– ასე გამოდის. პირველ კლასში მომეწონა ჩემი მეზობელი გოგო. ისეთი ხუთოსანი ბავშვი ვიყავი, რომ მესამე თუ მეოთხე კლასში იმ გოგომ „ოთხიანი“ მიიღო და ამის გამო გადავიყვარე. ოთხოსანი გოგო რად მინდოდა?! (იცინის) ამის შემდეგ უკვე მეექვსე კლასში დამემართა სასწაული: ყურებამდე, უგზო-უკვლოდ და უნორმოდ შეყვარებული ვიყავი და ის გოგო მთელი შვიდი წელიწადი მიყვარდა, პირველი კურსის ჩათვლით.

– როგორ ფიქრობ, კაცებს უფრო ღრმა და მგრძნობიარე სიყვარული შეუძლიათ, ვიდრე ქალებს?

– ვფიქრობ, ასეა და ამაში არა მხოლოდ ჩემი, არამედ ძალიან ბევრი ადამიანის მაგალითით დავრწმუნდი. შეიძლება, გარეგნულად მისი სიყვარული უფრო თავბრუდამხვევი ჩანს, მეტს გამოხატავს, ემოციურია, მაგრამ, შეყვარებული კაცი შიგნიდან უფრო მეტს განიცდის, საოცრად ერთგული და ღრმაა. ისე მიყვარდა, ერთი წამი არ ყოფილა იმ შვიდ წელიწადში ისეთი, რომ ის ჩემს გულში, ჩემს გონებაში არ ყოფილიყო, მასზე არ მეფიქრა.

– მისი მხრიდან?

– მისი მხრიდან თითქოს სულ ვგრძნობდი მოწონებას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ მხოლოდ როგორც მეგობარი, ისე ვყვარებივარ. მახსოვს, ჩემს მეგობარს მასთან წერილი რომ დავაწერინე – (კარგი კალიგრაფია ჰქონდა და მე ვკარნახობდი), იქ ვწერდი, რომ დაგინახე რაღაცეები დამემართა... მერე კონვერტში გამხმარი ვარდის ფურცლები ჩავყარე და კლასთან მივუტანე. ვერც კი მიხვდა, რა მოხდა. ვუთხარი, ეს წერილი წაიკითხე და საღამოს დაგირეკავ-მეთქი. სულ მის სადარბაზოსთან ვიდექი, ჩემი მოძებნა თუ უნდოდათ, იქ მოდიოდნენ და მნახულობდნენ.

– ამ ზედმეტმა სიყვარულმა ხომ არ გაათამამა?

– მივხვდი, რომ ამბიციურ გოგოსთან შენც ძალიან ამბიციური უნდა იყო და თამაშის წესებს მიჰყვე. მასთან ძალიან თავმდაბალი და რბილი ვიყავი, ისეთი, როგორიც საერთოდ ვარ, ახლა მივხვდი, რომ ისეთ გოგოსთან არც ღირს არაფერი, ვისთანაც თამაში დაგჭირდება. როდესაც მიყვარს, ორმაგად თბილი, ორმაგად ლმობიერი და ადამიანური ვარ. საბოლოოდ, მთელი ეს ისტორია დამთავრდა. ახლა, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ყოველთვის მიხარია. ამას წინათ ვკითხე კიდეც, რატომ არ გიყვარდი, როგორ გამწირე-მეთქი. ისე მაგრად მიყვარდა, რომ მთელი ჩემი ოჯახი ხვდებოდა. ისე ნერვიულობდნენ ამ ყველაფერზე, ვერ აგიწერ. ჩემი და იყო ჩემი მესაიდუმლე, ყველაფერს ვუყვებოდი, მერე კი აღმოჩნდა, რომ ის ჩემებს უყვებოდა. დედაჩემი გადარეული იყო – რა სჭირს ამ ბავშვს, ამიხსენითო. ბევრჯერ მის გამო ცრემლიც წამომსვლია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორია წარსულშია, დარწმუნებული ვარ, ასე აღარავინ შემიყვარდება.

– გჯერა, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ნამდვილი სიყვარული არსებობს?

– იცი, რისი მჯერა? რომ არასდროს არ უნდა ეძებო სიყვარული. დღეს იქნება თუ ხვალ, ღმერთი გამოგიგზავნის იმ ადამიანს, რომელიც შენს ცხოვრებას შეავსებს. ადამიანი მიდრეკილი ხარ იმისკენ, რომ მარტო არ იყო და ქვეცნობიერად თუ აშკარად, სულ ძიებაში ხარ. მაგრამ, მივხვდი, ამ ძიებას აზრი არ აქვს, რადგან ნამდვილი სიყვარული ყოველთვის თავისით მოდის.

– რა არის ნამდვილი სიყვარული?

– ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ, გეტყვით, რომ ამ დროს ორმაგი ცხოვრება გაქვს, მასთან სხვანაირი ხარ, მისთვის ხარ, მისთვის ცხოვრობ. ამ სიყვარულმა მაინც დატოვა ცუდი კვალი ჩემში – მეგონა, არასდროს აღარავინ შემიყვარდებოდა, მაგრამ ახლა ველოდები, იმედია, მოვა მალე, ან, არცთუ ისე მალე ადამიანი, რომელიც შემიყვარდება.

– როგორ მოახერხე მისი დავიწყება?

– ძალიან რთულად. ბოლოს გვქონდა ერთი საუბარი, რის შემდეგაც მივხვდი, რომ ამ ყველაფერს აზრი აღარ ჰქონდა. ვაიძულე საკუთარი თავი, რომ აღარ მეფიქრა, აღარ მივსულიყავი, აღარ მენახა. ძალიან განვიცადე, ვინერვიულე, საშინლად ვდარდობდი, მაგრამ დამთავრდა, სხვანაირად არ შეიძლება. დიდი ხანია, გადავლახე ეს ყველაფერი და რატომ მახსენებ?

– მისი დანახვისას არ გაქვს ხოლმე ისეთი შეგრძნება, თითქოს ცივი წყალი გადაგასხესო?

– კი, მქონდა ასეთი შეგრძნებები. როდესაც შემთხვევით ვხვდებოდი ხოლმე, რაღაცეები მემართებოდა. ახლა აღარ, ჩვეულებრივად ვახერხებ მის ნახვას და შიგნითაც აღარაფერი ხდება. ორივეს გვიხარია ერთმანეთის წარმატებები და ასე...

– შეიძლება, რომ თქვენ შორის გრძნობები აღდგეს?

– არ ვიცი, მართლა. საერთოდ, ცხოვრებაში არაფრის გამორიცხვა არ მიყვარს, ამიტომ ვერაფერს გეტყვით. მაშინ ისეთ დღეში ვიყავი, რომ გარშემო ვერაფერს ვხედავდი. სხვათა შორის, ძალიან ბევრ საჩუქარს ვჩუქნიდი, მაგრამ ეს მაინც ჩემი რომანტიზმის გამოხატულება უფრო იყო, ვიდრე ის, რომ მისი გულის მოგება მინდოდა. რომ უხაროდა და მის სახეზე ღიმილს ვხედავდი, როგორი ბედნიერი ვიყავი, იცი?! დავფრინავდი!

– კოცნა ვერ მოახერხე?

– ვერა სხვათა შორის, ვაპირებდი, რომ მივსულიყავი და ძალით მეკოცნა. ბიჭებს როგორი მომენტი აქვთ, იცი?! მყარ გადაწყვეტილებას იღებენ, რომ, აი, დღეს მივალ და ვაკოცებ, ამას როგორ ვერ მოვახერხებ... მაგრამ, მიხვალ და მთელი გეგმა წყალში გეყრება. ძალიან მინდოდა კოცნა, მინდოდა კი არა, ვდებილდებოდი მის შეხებაზე. უბრალოდ, ქუჩაში რომ ვხვდებოდი და გადავკოცნიდი, ის დღე უბედნიერესი იყო. ისე, რომ ვფიქრობ, ვხვდები, თვითონაც ძალიან მეკეკლუცებოდა და მეპრანჭებოდა. ახლა კი ისეთი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში, რომ მოვიდეს და მაკოცოს, მეც ვაკოცებ, რა პრობლემაა. ამის შემდეგ მქონდა ერთი გატაცება, მაგრამ, მივხვდი, რომ ისევ ის მიყვარდა და გამოდიოდა, რომ ცუდად ვიქცეოდი. ამ გატაცებამაც ვერ მიშველა. თუ გოგო მეტყვის, შეყვარებული მყავს და, მოდი, ვიმეგობროთო, ამ დროს ყოველთვის უკან ვიხევ.

– ასაკმა და გარკვეულმა წარმატებებმა საქმეში, სასიყვარულო ამბებში არ გაგამყარა?

– კი, რა თქმა უნდა. ურთიერთობაში უფრო მეტად თავდაჯერებული და პირდაპირი ვარ. თავიდანვე ვცდილობ, რომ ეგრევე ყველაფერი გავარკვიო – ვინც მომწონს, ვუთხრა ამის შესახებ და მისი დამოკიდებულებაც მაშინვე გავიგო. თუმცა, არ მინდა, ისე გაიგოთ, რომ ჩემმა წარმატებამ და სიმღერით მოპოვებულმა პოპულარობამ გამათამამა. პირიქით, უფრო მეტად მადლიერი გავხდი, უფრო მეტად ვაფასებ ჩემდამი მათ დამოკიდებულებასა და სითბოს. ამიტომაც, მინდა, ისეთი რაღაცეები ვაკეთო, რომ მათი სიყვარული და სითბო გავამართლო და გავაორმაგო.

– ყოფილა შემთხვევა, როდესაც სხვას ჰყვარებიხარ, შენ კი მის მიმართ არაფერს გრძნობდი? ანუ სხვისი იმედგაცრუების მიზეზი თუ ყოფილხარ?

– დიახ, ვყოფილვარ და, სულ იმას ვამბობ, რომ, მირჩევნია, მე მიყვარდეს ცალმხრივად, ვიდრე სხვას ვუყვარდე. ისეთი დაძაბული ვარ და ისე განვიცდი, რომ მასზე ცუდად მე ვგრძნობ თავს. ამ დროს სულ ვცდილობ, ავუხსნა, რომ სხვანაირად არის ყველაფერი; თან, ისე ავუხსნა, რომ გული კიდევ უფრო მეტად არ ვატკინო. შესაძლოა, ის გოგო არ მიყვარდეს, მაგრამ მომწონდეს. ამ დროსაც არ ვიტყუები და არ ვეუბნები, მიყვარხარ-მეთქი. ჩემ გვერდით მყოფმა გოგონამ ყოველთვის იცის ჩემი ნამდვილი დამოკიდებულება მის მიმართ.


скачать dle 11.3