კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-2(472)


ჰამო და ლუდა ორი დღის განმავლობაში დარაჯობდნენ გათიშულ ქილერს, რომელიც დღისით უფრო ცუდად იყო, ვიდრე ღამით. როცა ტემპერატურა უკლებდა და მშვიდდებოდა, ჰამოს ლუდა მიათრევდა საწოლში... ამგვარად, თითქმის 60-საათიანი, ბობოქარი პერიოდის მერე, როდესაც ქალ-ვაჟს ერთმანეთზე გადაფსკვნილებს ეძინათ, ქილერმა თვალები გაახილა და ამოიკვნესა:

– წყალი, წყალი მინდა...

პირველი ჰამო წამოხტა და ქილერს წყალი მიუტანა, დაალევინა და ჰკითხა:

– როგორ ხართ?

ქილერმა ჰამოს შეხედა.

– თქვენ ვინ ხართ?

– ექიმი, – მიუგო ჰამომ და ქილერს ოფლი მოწმინდა.

– სად ვარ?

– ზვიოზდნაიაში.

ქილერი აფორიაქდა, წამოდგომა სცადა და თქვა:

– ვინ ხართ?

– დამშვიდდით, დამშვიდდით, ექიმი ვარ და თქვენთვის მღელვარება არ შეიძლება.

ოთახში ტრუსების ამარა, თითქმის დედიშობილა ლუდა შევიდა და ჰკითხა:

– აზრზე მოხვედი, ბიძაჩემო? როგორ ხარ? გინდა, ლოგინში ჩაგიგორდე?

– ჩაიცვი, ლუდა! – უთხრა ჰამომ მედვედევას. შემდეგ ქილერს მიუბრუნდა და გაუღიმა, – ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ჩვენი ექთანია და ხუმრობს.

ქილერმა საჭმელი მოითხოვა და მადიანად ისაუზმა. შემდეგ ჰამომ ნემსები გაუკეთა და დაიძინა. როდესაც გაიღვიძა, დღის 3 საათი სრულდებოდა და აშკარად ეტყობოდა, ბევრად უკეთ იყო. ქილერი წამოიწია და საწოლზე წამოჯდა. მიმოიხედა ვერავინ დაინახა, ნელ-ნელა წამოდგა და კარადასთან მივიდა.

– ამას ხომ არ ეძებთ? – ჰკითხა ქილერს ჰამომ, რომელიც კართან იდგა და ქილერის მაყუჩიანი პისტოლეტი ეჭირა ხელში, – საწოლში დაბრუნდით, თქვენთვის ჯერ წამოდგომა არ შეიძლება.

ქილერი ჰამოს დახმარებით საწოლს მიუბრუნდა, ფორთოხლის წვენი დალია და ჰამოს უთხრა:

– სად ვარ, ვინ ხართ და ეგ იარაღი საიდან გაქვთ?

– ზვიოზდნაიაში ვართ და პისტოლეტი თქვენ დაგივარდათ, მე კი ავიღე.

– ვინ ხართ?

– ექიმი.

– მართლა ვინ ხართ?

– თქვენი თანამესუფრე. ნუთუ ვერ მიცანით?

– სკლეროზი კი არ მაქვს?

– მაშინ, რატომ მეკითხებით?

– შემსრულებელი ხართ?

– ვერ გავიგე?

– რა ვერ გაიგეთ, ჩემს „დასაბრედად“ გამოგაგზავნეს?

– თქვენ, ჩემო მეგობარო, ჯერჯერობით ისევ ცუდად ხართ და ჯობია, დაიძინოთ, გამოკეთდეთ და მერე მესაუბროთ, თორემ ბოდავთ.

– სულაც არა. მიპასუხეთ – ჩემზე მოგამაგრეს?

ჰამომ ხელი ჩაიქნია და ქილერს უთხრა:

– ახლა წამლებს გაგიკეთებთ, გაყუჩდებით და გამოკეთდებით. კიდევ ორი-სამი დღე და...

– კიდევ ორი-სამი დღე და... – ქილერმა სიტყვა გააწყვეტინა ჰამოს, – ალბათ, შუბლსაც გამიხვრეტთ, ხომ?

ოთახში ლუდა შემოვიდა, რომელიც უკვე ჩაცმული იყო და ჰამოს უთხრა:

– მე მგონი, ბიძაჩვენი ვერაა, ხომ?

– ასე ამბობს, უნდა დამბრიდოთო, – უთხრა ჰამომ ლუდას.

– ბიძაჩემო, – გაეცინა ლუდას, – შიფერი დაგიცურდა თავში თუ ტვინის მართვის სადავეები გაგექცა? შენი დაბრედვა რომ გვდომოდა, აქამდე გაცოცხლებდით? სისულელეებს მოეშვი, ნემსი გაიკეთე და წაუკიმარე.

ჰამომ ქილერს მორიგი ნემსი გაუკეთა და საღამომდე დააძინა. შემდეგ ავახშმეს და ისევ წამლები გაუკეთეს. დილით კი ქილერი საგრძნობლად გამომჯობინდა არც სიცხე ჰქონდა და გონებაც უკეთესად უჭრიდა. ამიტომ ქალ-ვაჟს გაუღიმა და უთხრა:

– მადლობელი ვარ, რომ სიკვდილს გადამარჩინეთ.

– აი, ყოჩაღ, ბიძაჩემო! – თქვა ლუდამ, – ესე იგი, ჩვენს ოთხდღიან ჩალიჩს ტყუილად არ ჩაუვლია და შენი მადლობა დავიმსახურეთ. როგორ ხარ?

– კარგად. მხოლოდ მხარი მტკივა.

– ეგ არაფერი, – თავი გააქნია ჰამომ, – მთავარია, ტყვია არც ძვალს შეხებია და არც მძიმე ჭრილობაა. დანარჩენს კი მოევლება.

– მართლა ექიმები ხართ?

– გარკვეულწილად კი, – უთხრა ჰამომ, – ისე კი – ახლად დაქორწინებული წყვილი.

ქილერს გაეღიმა. ლუდას შეხედა და თქვა:

– ამას მე რესტორანშივე მივხვდი.

– რესტორანს ნუ გამახსენებ, – ხელები ასწია ლუდამ, – ის საცოდავი „ჩორნი ანზორა“ ისე დაბრიდეთ, უკეთესს ვერ ინატრებდა კაცი. მაინც რას ერჩოდით, თუ, რა თქმა უნდა, საიდუმლო არაა.

ქილერმა ამოიხვნეშა და გოგონას უთხრა:

– ჯობს, რომ არ იცოდეთ.

– ნება თქვენია, – მხრები აიჩეჩა მედვედევამ, – როგორც გენებოთ. თუმცა, ჩვენ უკვე იმდენი ვიცით, რომ ძაღლები თუ სხვები და სხვები თქვენთან ერთად გაგვასაღებენ.

– თქვენ რა იცით, რომ ჩემი გასაღება უნდათ? – კოპები შეკრა ქილერმა.

– ბიძაჩემო იზმენები ნუ გემართება! ამას რა ცოდნა უნდა? თქვენს დასაჭერად 300 კილომეტრის რადიუსში ყველა გზაა შეკრული და აქედან ჩანს, თუ რა ვაჟნი ტიპი იყო ის „ჩორნი ანზორა“. ხოლო ასეთი ტიპის გამგორებელს აცოცხლებს ვინმე? – უთხრა ლუდამ ქილერს.

– მართალს ამბობთ, – თავი დააქნია ქილერმა. მე იური ლუკოვი ვარ, ყოფილი სპეცი. ჩემი პაძელნიკი კი ვოვა მარკოვი იყო. ისიც სპეცი. ანზორას მკვლელობა კი ოლქის გუბერნატორმა შეგვიკვეთა. როგორც ნახეთ, ყველაფერი ხუთიანზე შევასრულეთ. მაგრამ იმ ნაბოზარმა მაინც გვაჭამა და კონსპირაციულ ბინაზე ქილერები მოგვიგზავნა. ვოვა ეგრევე „დაბრიდეს“. მე დამჭრეს, თუმცა გაქცევა მაინც მოვახერხე და სამივე მოგზავნილი გავაფაიზაღე.

– ეს ბაითი შენია? – ჰკითხა ჰამომ ქილერს.

– კი. ყოველი შემთხვევისთვის შევიძინე და აი, როგორ გამოგვადგა.

– კი, გამოგადგათ, მაგრამ აქ დიდხანს გაჩერება არ შეიძლება. ცოტა ხანიც რომ გავჩერდეთ აქ, ძაღლებიც მოგვაგნებენ და ქილერებიც. თუ თავს ძალიან ცუდად არ გრძნობთ, ჯობია, აქედან ავახვიოთ, – უთხრა ჰამომ იური ლუკოვს.

– მართალს ამბობთ. უმჯობესია, წავიდეთ, მაგრამ თუკი 300 კილომეტრის რადიუსით გზებია შეკრული, აქედან როგორ გავაღწევთ?

– აი, ამით, – ლუდამ „ეფესბეს“ წიგნაკი დაანახვა ქილერს.

– ჩეკისტები ხართ?

– ისევე, როგორც ექიმები და ახალდაქორწინებულები, – თქვა ჰამომ.

– აბა, ვინ ხართ?

– თქვენი მფარველი ანგელოზები, – უთხრა ქილერს ლუდამ, – მართალი არაა?

– სრული სიმართლეა. რა მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ ხართ. მოდით, რაც შეიძლება, მალე წავიდეთ აქედან. გული მიგრძნობს, სულ მალე მოგვაკითხავენ, თქვა ქილერმა.

– სწორია, სწორი, – თავი დააქნია ჰამომ და ლუდას მანქანაში ნაგვის ჩალაგება უბრძანა. შემდეგ, ქილერი „ბეემვეს“ უკანა სავარძელზე დააწვინა და მანქანა ეზოდან გაიყვანა.

მთაწმინდელმა ნელი სვლით გაიარა სოფელი ზვიოზდნაია და გზატკეცილზე გავიდა. მანქანა ერთ-ერთ თხრილთან შეაჩერა და ლუდამ ნაგავი გადაყარა. „ჯიპი“ კვლავ დაიძრა, ჰამომ სისწრაფეს უმატა. ათიოდე კილომეტრი რომ გაიარეს, ჰამომ მილიციის მანქანებით გადაკეტილი გზა შენიშნა და თქვა:

– ლუდა, მოემზადე, წინ „ძაღლების“ პოსტია და რომ მივუახლოვდებით, „ეფესბეს“ „პონტი ააგდე“...

ჰამომ „ჯიპი“ მილიციის პოსტთან შეაჩერა და ფანჯარა ამოსწია. ლუდა კი „ბეემვედან“ გადავიდა და მილიციის მაიორს უთხრა:

– რა გაგვიტრაკეთ, მაიორო, ყოველ სამ კილომეტრში გვაჩერებენ და გვშმონავენ. ჩვენ კი გვაგვიანდება და დრო არ გვაქვს.

– დრო ფულია, – ფილოსოფიურად დაასკვნა მილიციის მაიორმა და კოპებშეკრულმა დაამატა, – ხოლო რაც შეეხება გატრაკებას, ეს უკვე თავხედობაა. აბა, სწრაფად, საბუთები და სალონი უნდა გავშმონოთ.

ლუდამ თვითკმაყოფილ მილიციის მაიორს „ეფესბეს“ წიგნაკი გაუშალა, თვალები დაუბრიალა და უყვირა:

– შენ ჩვენ ვინ გგონივართ, კრეტინო? გეტყობა, რომ პირუტყვულ მოქცევას ხარ ჩვეული და მათრახი თუ არ გადაგიჭირეს, ადამიანური სიტყვა არ გესმის!

– დამნაშავე ვარ, კაპიტანო, – სხაპასხუპით უთხრა მილიციის მაიორმა ლუდას, – შეგიძლიათ, წაბრძანდეთ!

საჭირო ეფექტი მიღწეული იყო. ლუდა „ჯიპში“ ჩაჯდა და, სანამ ადგილიდან დაიძრებოდა, მაიორს უბრძანა:

– თქვენს კოლეგებს გადაეცით, რომ გზაში აღარ გაგვაჩერონ და ყოველმა პოსტმა ეს ინფორმაცია შემდგომ პოსტს გადასცეს!

– არის, გადავცე! – გამოეჯგიმა მაიორი ლუდას და მხედრული სალმით გააცილა.

ჰამომ ლარივით გაჭიმულ ტრასაზე „ბეემვე“ დიდი სისწრაფით გააქანა, ლუდას გაუღიმა და უთხრა:

– როგორც ყოველთვის, შეუდარებელი ხარ!

– აბა, როგორ?! – თავი დააქნია მედვედევამ, – ახლა უკვე აღარ შეგვაწუხებენ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე აღარ გაგვაჩერებენ და მოსკოვში სულ გრიალ-გრიალით ჩავალთ.

– მე რას მიპირებთ? – იკითხა უკანა სავარძელზე გაწოლილმა იური ლუკოვმა და ნაჭრილობევი მხრის ტკივილისგან სახე დაეღრიჯა.

– რასაც ინებებთ, – უთხრა ლუდამ, – გნებავთ, მოსკოვში ჩაგიყვანთ, გნებავთ, სადმე დაგტოვებთ.

– ვორონეჟთან ახლოს ყოფნას, მოსკოვში ჩასვლა მირჩევნია. თუმცა, დიდი ხნით არც ეგ მიშველის, რუსეთში ყველგან მომაგნებენ. ისეთ შარში ვარ გახვეული, რომ ჩემი მოკვლით ძალიან გავლენიანი ხალხია დაინტერესებული და აქ მათ ვერსად დავემალები.

– მაშინ, უცხოეთში უნდა გაიქცეთ. თქვენი პროფესიის ადამიანს სამუშაოს შოვნა იქ არ გაუჭირდება.

– იქამდე თუ ჩამაღწევინეს, კი. მაგრამ ახლა ყველა მე მეძებს: ქურდები – ცალკე, „ძაღლები“ – ცალკე და, თანაც, დაჭრილი და უკაპიკოდ ვარ დარჩენილი. რომ არა თქვენ, ახლა უკვე სადმე ტბის ფსკერზე ვეგდებოდი ფეხებზე ბორკილდადებული და გირებშემოხვეული.

– დასამალი არსად გაქვთ?

– პრინციპში, არსად.

ლუდამ მთაწმინდელს შეხედა და ჰკითხა:

– რა ვქნათ, ჰამო?

ჰამომ მხრები აიჩეჩა:

– არ ვიცი. ჩვენი მეგობარი მართალს ამბობს. დაჭრილი და უფულო ვერსად წავა. ჯერ უნდა გამოჯანმრთელდეს, ამას კი საიმედო თავშესაფარი სჭირდება.

– მე რომ შევიფარო და მივხედო? – თქვა ლუდამ.

– ესე იგი, მართლა ეფესბეშნიკები ხართ და ეგ ქსივა ნაღდია? – თქვა ლუკოვმა.

– ქსივა ვადაგასულია, მაგრამ მაინც ჭრის, – თქვა ლუდამ და გაიღიმა, – ჩვენ კი, კეთილი ეფესბეშნიკები ვართ და ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ.

– გამიმართლა, ნამდვილად გამიმართლა, – თავი დააქნია ქილერმა.

ამასობაში, დიდი სისწრაფით მიმავალი „ჯიპი“ მილიციის პოსტს უახლოვდებოდა. მილიციელმა ისარივით მქროლავი „ბეემვე“ რომ შენიშნა, შორიდანვე სცადა მისი გაჩერება და ჯოხი ასწია, მაგრამ როდესაც ნომერი დაინახა, მხედრული სალამი მისცა ჰამოს და გაუღიმა.

– აი, რას ნიშნავს ქსივა, – სიცილით თქვა ჰამომ, – ჩვენ შესახებ უკვე იციან „ძაღლებმა“ და დაბრკოლებას აღარ გვიქმნიან.

***

ჰამო და კამპანია ღამის 10 საათზე ჩავიდნენ მოსკოვში. წრიულ ავტომაგისტრალს რომ მიადგნენ, ლუდამ ჰამოს უთხრა:

– ორმოცდამეერთე გზატკეცილისკენ წადი, კალუგის შოსეთი, რომ სამხრეთ-დასავლეთ რაიონში მოვხვდეთ. პროფკავშირების ქუჩაზე ახალთახალი ბაითი შევიძინე და ბიძაჩვენი იქ დავაბინაოთ.

– ბიძაჩვენს ნუ მიწოდებ. უბრალოდ, იური დამიძახე, – უთხრა ქილერმა ლუდას და გაუღიმა, – გამიგონია, რომ მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთი რაიონი დედაქალაქის პრესტიჟული უბანია და ბინებიც საკმაოდ ძვირი ღირს.

– მით უმეტეს, ჩემი, – თქვა ლუდამ, – 200 კვადრატული ფართი მილიონ-ნახევარი დაჯდა. ასე რომ, ბიძაჩემო...

ქილერმა თავი გააქნია და მედვედევას სიტყვა გააწყვეტინა:

– მე ხომ გთხოვე, ლუდაჩკა?!

– ბოდიში, ბოდიში, იურა, – გაეცინა ლუდას, – ასე დაგიძახო ხომ?

– ჰო, მასე, – თავი დააქნია ლუკოვმა.

– ასე რომ, იურა, აპარტამენტებში იცხოვრებ, ჩიტის რძე არ მოგაკლდება და, რაც მთავარია, არც „ძაღლები“ შეგაწუხებენ და არც ქურდები. ჯერ ფეხზე დადექი, გამოჯანმრთელდი და მერე სხვა რამეზე ვილაპარაკოთ, – თქვა ლუდამ, მთაწმინდელს შეხედა, – სიმართლე გითხრა, ეს ბაითი ჩვენთვის მქონდა საგანგებოდ შემონახული და, თბილისში წამოსვლის წინ, იქ წინასწარ მოვამზადე ყველაფერი. ვიფიქრე, ერთი კვირა ვიჟიმავებთ და, გარეთ გამოსვლა არ დაგვჭირდება-მეთქი, მაგრამ, არა უშავს, ჩვენ, ძველ არბატზეც კარგ დროს გავატარებთ. ხომ გახსოვს, ჰამო ჩემი ბაითი?

– მახსოვს, – თავი დააქნია ჰამომ და პროფკავშირების ქუჩაზე გადაუხვია.

– აი, იმ ოცდაათსართულიან სახლთან გააჩერე, – უთხრა ლუდამ მთაწმინდელს და მწვანე შუშით მოპირკეთებული მრავალსართულიანი შენობისკენ გაიშვირა ხელი, რომელიც მთვარის შუქზე ზღაპრულად ბრწყინავდა, – ჩემი ბაითი ოცდამეათე სართულზეა და მთელი მოსკოვი ხელისგულივით ჩანს.

ჰამომ „ჯიპი“ გააჩერა. ლუდა და ლუკოვი მანქანიდან გადავიდნენ და შენობაში გაუჩინარდნენ, თუმცა მედვედევა ათიოდე წუთში უკან დაბრუნდა, ჰამოს გვერდით მოკალათდა და უთხრა:

– ახლა, მედვედკოვოსკენ დააწექი და მათეს ვეწვიოთ. ის, ალბათ, მოუთმენლად გველის და გიჟს ჰგავს.

– მედვედკოვო სადღაა?

– ქალაქის მეორე ბოლოში. ისევ წრიულ გზატკეცილზე დაბრუნდი და იქიდან უფრო მალე და უსაფრთხოდ მივალთ.

ჰამო წრიულ გზატკეცილზე დაბრუნდა და მედვედკოვოსკენ აიღო გეზი, მაგრამ ბენზინის მაჩვენებელმა წითელი აუნთო და ლუდას უთხრა:

– ბენზინი გვინთებს. თუ არ შევავსეთ, მაშინდელივით შუა ტრასაზე გავიჭედებით.

– არ გავიჭედებით, მოსკოვი სოჭი არაა. აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბენზინგასამართი სადგურია. აი, – ლუდამ მარჯვნივ გაიშვირა ხელი, – იქ მიდი და ჩავასხათ.

ჰამო ტყის პირას მდებარე ბენზინგასამართ სადგურამდე მიგორდა, მანქანა გააჩერა და ოპერატორს უთხრა:

– ბოლომდე გაავსე!

ოპერატორი ავზის გავსებას შეუდგა. ლუდამ კი გაჩახჩახებულ მარკეტს გახედა, მანქანის კარი გააღო და ჰამოს უთხრა:

– გადავალ და სიგარეტს ვიყიდი. შენ რა წამოგიღო?

– ფორთოხლის წვენი, – უთხრა ჰამომ.

ლუდა მედვედევა მარკეტში შევიდა. ამასობაში „ბეემვეს“ ავზი საწვავით აივსო, ჰამომ ფული გადაიხადა, „ჯიპი“ თხუთმეტიოდე მეტრით წინ მისწია და ლუდას დაუწყო ლოდინი.

უცებ ბენზინგასამართ სადგურზე „ნისან-პატრულის ჯიპი“ შემოვარდა. იქიდან ექვსი ნიღბიანი, სხვადასხვა იარაღით აღჭურვილი ადამიანები გადმოხტნენ, ორი მათგანი ბენზინგასამართი სადგურის სალაროს მიადგა, ოთხი კი მარკეტში შეიჭრა.

– ესღა გვაკლდა, – ჩაილაპარაკა ჰამომ და მარკეტს მიაპყრო მზერა, საიდანაც რამდენიმე გასროლის ხმა მოისმა. შემდეგ იქიდან ოთხი მძარცველი გამოვარდა, რომლებიც ჯერ „ნისან-პატრულისკენ“ გაიქცნენ, მაგრამ ბენზინგასამართი სადგურის დაცვამ მათ ცეცხლი გაუხსნა. ამიტომ ისინი იძულებულები გახდნენ, გეზი შეეცვალათ და „ბეემვესკენ“ გამოიქცნენ.

ჰამომ მანქანიდან გადმოსვლა დააპირა, მაგრამ მას ორი შეიარაღებული უნიღბო მძარცველი მიადგა, თოფი და პისტოლეტი მიუშვირეს და მანქანიდან გადმოსვლა უბრძანეს.

„რა კრეტინი ვარ, როგორ ვერ მოვასწარი ფულის „მოტეხვა“, – გუნებაში გაიფიქრა ჰამომ და „ჯიპიდან“ გადმოვიდა. შეიარაღებული მძარცველები კი „ბეემვეს“ ჯიპში ჩასხდნენ და მანქანა ადგილიდან მოწყვიტეს.

ამასობაში ჰამოსთან ლუდამ მიირბინა და უთხრა:

– მანქანა გაიტაცეს?

– ჰო.

– ფულიც?

– ჰო, ფულიც, – კბილებში გამოსცრა ჰამომ. შემდეგ „ნისან-პატრულისკენ“ გაქანდა, მანქანაში ჩახტა და „ბეემვეს ჯიპს“ დაედევნა, რომლის უკანა საბარგულშიც 20 მილიონი ევროთი სავსე კეისი იყო მოთავსებული.

ექვსი მძარცველიდან სამი, ბენზინგასამართი სადგურის დაცვამ მარკეტში და სალაროსთან დახოცა. ერთიც მარკეტში მძიმედ დაჭრა, სწორედ ის ორი გადარჩენილი მძარცველი გარბოდა „ბეემვეს ჯიპით“ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა ფანტასტიკური თანხით იყო გატენილი მათ მიერ გატაცებული მანქანა.

„კრეტინი ვარ, კრეტინი!“ – საკუთარ თავზე ბრაზობდა ჰამო და მთელი ძალით მიაქროლებდა „ნისან-პატრულს“, რომელიც სიძველის გამო ურემივით ჭრიალებდა. „ბეემვემ“ რაკეტასავით ჩაუქროლა ავტოინსპექციის საგუშაგოს და ორი ავტოინსპექტორი მოტოციკლეტებით დაედევნა.

„ესღა მაკლდა“, – გუნებაში თქვა ჰამომ და ავტოინსპექტორებს გააყოლა თვალი, რომლებმაც მას აქეთ-იქით ჩაუქროლეს. შემდეგ „ბეემვეს“ ამოუდგნენ გვერდებიდან და ანიშნეს, რომ გაჩერებულიყო. მაგრამ, მათთვის მოულოდნელად, „ბეემვედან“ ცეცხლი გახსნეს და მარჯვნივ მოძრავი ავტოინსპექტორის მოტოციკლეტი ჯერ დაბზრიალდა, შემდეგ მილიციელი გაფრინდა წინ, ბეტონის გზატკეცილზე დაეცა, ზემოდან მოტოციკლეტი დაენარცხა და ადგილზე მოკლა. მარცხნივ მოძრავი ავტოინსპექტორი უფრო მოხერხებული, გამოცდილი და ეშმაკი აღმოჩნდა. მან მოხდენილი მანევრი გააკეთა: ჯერ უკან მოექცა „ჯიპს“ და ტაბელური პისტოლეტიდან ბორბლები გაუხვრიტა, შემდეგ წინიდან შემოუარა და უკვე საჭეარეულ მძღოლს მთელი მჭიდი დააცალა... მძღოლი ადგილზევე მოკვდა. ლუდა მედვედევას „ბეემვეს ჯიპი“ კი ჯერ ექვსჯერ გადაყირავდა, შემდეგ გზიდან გადავარდა, ჰაერში აიჭრა, ნაძვნარის პირას დავარდა და აფეთქდა...

ჰამომ „ნისან-პატრული“ ოციოდე მეტრში გააჩერა. შემდეგ სასწრაფოდ მიიჭრა მანქანასთან, ცეცხლწაკიდებულ „ჯიპში“ შეძვრა, გახურებული კეისი გამოიღო და რაც შეიძლება შორს მოისროლა, მერე კვლავ მანქანაში შეძვრა და იქიდან სისხლში ამოსვრილი, ავტომატით შეიარაღებული გოგონა გადმოათრია, გზატკეცილისკენ აიხედა და იქ შეკრებილ ადამიანებს უღრიალა:

– რას დგახართ, ჩქარა, სასწრაფოს დაურეკეთ!

მხოლოდ ამის მერე მიეშველნენ ჰამოს და გოგონა გზის პირას აიყვანეს. ჰამომ კი კეისი მოძებნა, აიღო და დანარჩენებს შეუერთდა, რომლებიც სულთმობრძავ გოგონას დასტრიალებდნენ თავს. მთაწმინდელს ავტოინსპექტორი მიუახლოვდა და უთხრა:

– კაპიტანი ზახაროვი ვარ. გთხოვთ, წამომყვეთ და საქმის ვითარება გავარკვიოთ.

– ყველაფერი გარკვეულია, კაპიტანო. ერთი გამტაცებელი ჩემს მანქანაში იწვის, მეორე კი კვდება. კიდევ რა გაინტერესებთ?

– ეს თქვენია?

– გახლავს.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა და მომაკვდავი მძარცველი გოგონა საავადმყოფოში წაიყვანეს. კეისჩაბღუჯული ჰამო კი „ნისან-პატრულთან“ მივიდა და კარი გამოაღო. მაგრამ მას კაპიტანი ზახაროვი გადაუდგა და უთხრა:

– საით?

– საიდანაც მოვედი.

– ეს „ჯიპი“ ვისია?

– მძარცველების.

– ვერსად გაგიშვებთ. საგამოძიებო მოქმედებები მაქვს ჩასატარებელი და უნდა დაგკითხოთ.

– სხვა დროს იყოს, კაპიტანო, ახლა კი ძალიან მეჩქარება და უნდა წავიდე.

– მოითმინეთ, კეისში რა დევს?

– ფულითაა გატენილი.

– გახსენით და მანახვეთ.

– გვერდზე გადექით, კაპიტანო, ხუმრობის დრო არ მაქვს, – უთხრა ჰამომ კაპიტანს, კეისი სავარძელზე დადო და მანქანაში ჩაჯდომა დააპირა. მაგრამ ზახაროვმა მას პისტოლეტი მიუშვირა და კბილებში გამოსცრა:

– არ გაინძრე, თორემ გესვრი!

ჰამოს ჩაეცინა და თავი გააქნია. შემდეგ ისეთი სახე მიიღო, თითქოს მილიციელს ემორჩილებოდა, მაგრამ უცებ „ნისანის“ კარი მიარტყა კაპიტანს და ძირს დააგდო. თავად კი „ჯიპში“ ჩახტა, დაქოქა და ადგილიდან მოწყვიტა.

კაპიტანი ზახაროვი მძიმედ წამოდგა და თავი დააქნია. შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა ღამის ჰაერი, მოტოციკლს მოახტა, დაქოქა და თითქმის დაცარიელებულ წრიულ გზატკეცილზე მქროლავ „ნისან-პატრულს“ დაედევნა.

მილიციელი ოსტატურად მართავდა მოტოციკლს, ჰამოს მალე დაეწია, მარჯვნიდან ამოუდგა, პისტოლეტი მიუშვირა და უღრიალა:

– გააჩერე მანქანა, თორემ გესვრი და მოგკლავ!

– მომშორდი, კაპიტანო, რას გადამეკიდე? ხომ ხედავ, რომ შეუიარაღებელი ვარ და ჩემს გზაზე მივდივარ! – გამოსძახა ჰამომ და წინ გაიჭრა.

ზახაროვმა სისწრაფეს უმატა, ჰამოს კვლავ დაეწია, პისტოლეტი უფრო ახლოს მიუტანა და გაუმეორა:

– გააჩერე, თორემ გესვრი, იცოდე, აღარ გავიმეორებ!

ჰამო მიხვდა, რომ მილიციის კაპიტანი აუცილებლად შეასრულებდა თავის სიტყვას და კვლავ წინ გაიჭრა.

ზახაროვმა შეიგინა, სისწრაფეს უმატა და „ნისან-პატრულს“ დაედევნა, თან პისტოლეტს უმიზნებდა, რომ ბორბლებში ესროლა და შეეჩერებინა, მაგრამ ჰამო ზიგზაგურად მოძრაობდა და საშუალებას არ აძლევდა ზახაროვს, რომ თავისი განზრახვა სისრულეში მოეყვანა. ჰამომ და კაპიტანმა ასეთი რბოლით გაიარეს ექვსიოდე კილომეტრი, მაგრამ „ნისან-პატრულმა“ ჯერ სისწრაფეს უკლო, შემდეგ კი გაჩერდა, რადგან მანქანას ბენზინი გამოელია.

კაპიტანი ზახაროვი გაჩერებულ მანქანასთან მიგრიალდა, ჰამოს პისტოლეტი მიუშვირა და უთხრა:

– ნელა გადმოდი მანქანიდან! ხელები „კაპოტზე“ დააწყვე, ფეხები გაშალე და არ გაინძრე, თორემ, იცოდე, გაუფრთხილებლად გესვრი!

– რა ამერიკელი „ძაღლივით“ მელაპარაკები. ბოევიკები გევასება, კაპიტანო? – დამცინავად უთხრა ჰამომ ზახაროვს.

– მეტს აღარ გაგიმეორებ. ნელა გადმოდი მანქანიდან და გააკეთე, რასაც გეუბნები, თორემ გესვრი!

– გემორჩილები, კაპიტანო, – თქვა ჰამომ. ხელები ასწია და მანქანიდან გადავიდა. შემდეგ „კაპოტისკენ“ გადადგა ნაბიჯი, მაგრამ მოულოდნელად მკვეთრად შეტრიალდა ზახაროვისკენ და კაპიტანს ჯერ პისტოლეტი აართვა, შემდეგ ქუსლი სთხლიშა ყბაში და ასფალტზე დააგდო, თუმცა არ გაუთიშავს. მერე პისტოლეტის მჭიდი ამოაცალა, მოისროლა და იარაღი კაპიტანს დაუგდო, თავად კი ფულით სავსე კეისი აიღო, მილიციელის მოტოციკლზე დაჯდა და ბენზინგასამართი სადგურისკენ გაემართა, რომელიც სულ რაღაც 800 მეტრში მდებარეობდა.

მთაწმინდელი ბენზინგასამართ სადგურზე რომ მივიდა, იქაურობა უკვე მილიციელებითა და სასწრაფო დახმარების მანქანებით იყო სავსე. ლუდა ერთ-ერთ მილიციელს ელაპარაკებოდა, მაგრამ, ჰამო რომ დაინახა, მასთან მიიჭრა, ჩაეხუტა და უთხრა:

– როგორ ხარ, ჰამო?

– რა მიჭირს, რაც მთავარია, მაყუთია ჩვენთან.

– მანქანა რა იქნა?

– აფეთქდა და დაიწვა. ეს მოტოციკლი კი ერთ აბეზარ გაიშნიკს ვეთხოვე, რომელიც ჯიუტად ცდილობდა ჩემს მოკვლას, – უთხრა ჰამომ ლუდას და მილიციის მანქანიდან გადმოსულ ზახაროვს რომ მოჰკრა თვალი, მედვედევას ღიმილით უთხრა, – აი, ის აბეზარიც.

ზახაროვი ოთხ მილიციელთან ერთად გადმოხტა მანქანიდან, რომლებიც გზატკეცილზე გააჩერა. შემდეგ ჰამო მოძებნა და პისტოლეტმომარჯვებული გაქანდა მისკენ... მილიციელებმა წრე შემოარტყეს წყვილს, პისტოლეტები მიუშვირეს და ზახაროვმა კბილებში გამოსცრა:

– ხელები მაღლა, მიწაზე დაწექით და არ გაინძრეთ, თორემ დაგხოცავთ!

– მიწაზე რომ გავწვები, ბარემ გვეჟიმავა. ჰა, რას იტყვი, კაპიტანო? – დამცინავად უთხრა ლუდამ ზახაროვს.

– ჩუმად, შე ძუკნავ, თორემ გაუფრთხილებლად გესვრი, – ჩაისისინა ზახაროვმა.

– შე თვითონ ძუკნავ, – შეუღრინა ლუდამ ავტოინსპექციის კაპიტანს, – ეს რკინა გასწი, თორემ უკანალში შეგთხრი!

– რაო, რა თქვი? – არ დაუთმო ზახაროვმა და ლუდასკენ გაიწია, მაგრამ „ეფესბეს“ გაშლილ წიგნაკს რომ შეხედა, ლუდას სურათი დაინახა და წოდება ამოიკითხა, ადგილზე გაშეშდა და ყბის კანკალით თქვა: – მაპატიეთ, ამხანაგო კაპიტანო! არ ვიცოდი, დამნაშავე ვარ!

ლუდამ წიგნაკი შეინახა და კაპიტანს დამცინავად უთხრა:

– შენ კი გაჟიმვას მიპირებდი, კოლეგავ!

– რას ბრძანებთ, კაპიტანო, მე, მე... ეს არც კი მიფიქრია.

– არ გიფიქრია? – გაოცებული სახით თქვა ლუდამ, – კი მაგრამ, რატომ? რა, ტანი არ მივარგა, სახე თუ ცუდი გასაჟიმი ვარ?

– არა, რას ბრძანებთ, – ენის ბორძიკით უპასუხა ზახაროვმა, – კარგი გასაჟიმი ხართ, კარგი...

– რა თქვი? – ჰკითხა ლუდამ.

– არაფერი, არაფერი! წამომცდა, კაპიტანო, მაპატიეთ! – უფრო მეტად დაიბნა ზახაროვი.

– რა გაპატიო, შენ არ თქვი, კარგი გასაჟიმი ხარო? გადაიფიქრე თუ მატყუებდი?

– არა, მართლა კარგი გასაჟ... – კაპიტანმა ენა მოიკვნიტა და გაჩუმდა. ლუდამ კი გადაიკისკისა და ზახაროვს უთხრა:

– კი ჩაგიგორდებოდი ლოგინში, კაპიტანო, მაგრამ, დარწმუნებული არ ვარ, რომ დამაკმაყოფილებ. თანაც, ისეთი აღელვებული და შეშინებული ხარ, რომ მთელი ღამე შენს დამშვიდებაში უნდა გავატარო. ყველაზე მთავარი კი ისაა, – ლუდამ ჰამოს მხარზე დაარტყა ხელი, – რომ გვერდით მყავს დედამიწაზე საუკეთესო „მჟიმავი“ და, დარწმუნებული ვარ, ახლოს ვერ მიხვალ მასთან.

დაბნეულმა ზახაროვმა რატომღაც მხედრული სალამი მისცა ლუდას, გამოეჯგიმა და სხაპასხუპით თქვა:

– სწორედაც რომ მასეა. მე ახლოსაც კი ვერ მივალ თქვენს „მჟიმავთან“!

ლუდამ ისევ გადაიკისკისა, ხელი ჩაიქნია, გზის პირისკენ გაემართა ჰამოსთან ერთად და მთაწმინდელს უთხრა:

– მათესთან ტაქსით ჩავიდეთ. „ჯიპი“ ჭირსაც წაუღია. გარაჟში ახალთახალი „ჯიელი“ მიყენია და „მერსედესით“ ვიმოძრაოთ.

***

ჰამო და ლუდა მედვედკოვოში რომ მივიდნენ, ღამის 2 საათი სრულდებოდა. მედვედევამ ტაქსი ყრუ-მუნჯთა ინტერნატთან გააჩერებინა და ფული გადაიხადა. ტაქსი რომ წავიდა, მთაწმინდელს უთხრა:

– ეს შენობა ყრუ-მუნჯთა ინტერნატია. მათეს ბაითი კი აქედან სულ რაღაც 800 მეტრში მდებარეობს, პირდაპირ ტყეში.

– ცოტა ახლოს ვერ მივედით?

– არა, – თავი გააქნია ლუდამ, – მე ყოველთვის ასე მოვდივარ ხოლმე აქ. რა იცი, რა ხდება. თანაც, არაფერი გვიჭირს, 800 მეტრს ფეხით გავივლით და სუფთა ჰაერს ჩავყლაპავთ.

– ჩვენ თუ სუფთა ჰაერზე წანწალი და ნერვების შლა გვაკლია, არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა ჰამომ.

– ჰოდა, ნერვებს ძალიან უხდება ღამის სუფთა ჰაერი.

ჰამომ არაფერი უპასუხა ლუდას და მორჩილად გაჰყვა გვერდით, თან მარცხენა ხელში მაგრად ჰქონდა ჩაბღუჯული ფულით გატენილი კეისი. წყვილს სულ რაღაც ასიოდე მეტრი ჰქონდა გავლილი, რომ ლუდამ ვიწრო შესახვევში შეუხვია, სადაც აგარაკები თითქმის ერთმანეთზე იყო მიდგმული და მხოლოდ ვიწრო გასასვლელები იყო მათ შორის დატოვებული.

– ამ მონაკვეთს რომ გავივლით, პატარა ტბასთან მარჯვნივ შევუხვევთ, კიდევ 200 მეტრიც და მათეს ბაითსაც მივადგებით, – უთხრა მედვედევამ ჰამოს. მაგრამ მოულოდნელად მათ წინაშე ორი ადამიანი აღიმართა, რომლებიც დანითა და პისტოლეტით იყვნენ შეიარაღებული.

– დასტოპტით! – უბრძანა პისტოლეტმომარჯვებულმა ახალგაზრდამ წყვილს და ლუდას იარაღი მიადო მუცელზე, თან მეწყვილეს უთხრა:

– მიდი, სიომკა, ეს ლოხი გაშმონე და, თუ რამე ღირებული აქვს, „აახიე“!

დანიანი ახალგაზრდა, რომელსაც სიომკა ერქვა, ჰამოს მიუახლოვდა, იარაღი ცხვირთან მიუტანა და უთხრა:

– შმონვის დროს არ იცქმუტო, თორემ ცხვირს მოგაჭრი! რაც უფრო მშვიდად იქნები, მით უფრო ადრე დაგშმონავთ და ჩვენ ჩვენს გზაზე წავალთ, თქვენ კი – თქვენსაზე.

ჰამოს ჩაეცინა და სიომკას უთხრა:

– არ იცი, ყმაწვილო, რომ ძარცვა-ყაჩაღობა კანონით ისჯება, თანაც, ძალიან მკაცრად?

– ჩვენ ამით ვცხოვრობთ, ძმაო, – ნაძალადევი დარდიმანდული ტონით წარმოთქვა სიომკამ, – პრესტუპნიკებისთვის ციხე მშობლიური სახლია და არ გვეშინია. შენ კი, ლოხო, გირჩევნია, არ გაინძრე, თორემ ცხვირს შეელევი!

ჰამომ ვითომ ვერ გაიგო სიომკას მუქარა, მას უთხრა:

– ცოდოები არ ხართ ციხისთვის? თქვენ ხომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები ხართ და ყველაფერი წინ გაქვთ. ციხეში გატარებულ წლებს კი ვეღარ აინაზღაურებთ.

– ყველაფერი წინ აქვთ, თორემ, ესენიც რასპუტინები არ მყავდნენ, – ლაპარაკში ლუდა ჩაერთო და ირონიული ტონით გააგრძელა: – რა პატარებიც არიან, ისეთი პატარები ექნებათ...

– რაო, რა თქვი, შე ძუკნავ? – ჰკითხა ლუდას პისტოლეტიანმა და პისტოლეტი მაგრად მიაჭირა მუცელზე, – ხომ არ გინდა, რომ გაგხვრიტო?

– გასახვრეტი ადგილი ოდნავ დაბლაა, ბიჭუნი, თანაც, არა მაგ დრანდულეტი პისტოლეტით და, თუ ტრაკი გაქვს, მოდი, მიჩვენე, რა შეგიძლია, – უთხრა ლუდამ პისტოლეტიანს. შემდეგ მისი წამიერი დაბნეულობით ისარგებლა და ჯერ პისტოლეტი გამოსტაცა, შემდეგ წიხლი ამოსცხო ფეხებშუა და მოკეცა, ბოლოს კი იდაყვი ჩაარტყა კისერში, მიწაზე დააგდო და დააყოლა: – სირთავა, ქალს პისტოლეტით გახვრეტით მემუქრებოდა, იმის მაგივრად, რომ გავეჟიმე...



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3