კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაუცვალა 24 წლის ქართველმა მზვერავმა სეულის ციხის უფროსს მის შვილში საკუთარი პატიმარი მამა


მამა-შვილის, პეტრე და ნოდარ ქავთარაძეების დრამატული ისტორია 40 წლის განმავლობაში საბჭოთა უშიშროების მიერ იყო გასაიდუმლოებული და ამ ამბავმა მხოლოდ გასული საუკუნის მიწურულს იხილა დღის სინათლე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მამა-შვილმა ქავთარაძეებმა გამოსცეს წიგნი „მთელი ცხოვრება“, რომელშიც ისინი თავიანთი ცხოვრების ისტორიას ჰყვებიან, გთავაზობთ ფრაგმენტს ამ წიგნიდან.

კორეული გესტაპო

(მოგვითხრობს პეტრე ქავთარაძე)

კორეის ნახევარკუნძულზე გაჩაღებულ სისხლისმღვრელ ომში თავდადებით იბრძოდნენ საბჭოთა მეომრები და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ორად გაყოფილი კორეის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი კომუნისტურ კორეას ერგო...

1953 წლის 5 მარტს, სწორედ იმ დღეს, როდესაც სტალინი გარდაიცვალა, მე სეულის მახლობლად მდებარე ფიჭვნარში გადამისროლეს, რომ იქ ჩარჩენილი საბჭოთა დივერსიული ჯგუფი გამომეყვანა. მაშინ 23 წლის ვიყავი და, თუ შეიძლება ითქვას, ნორჩი ასაკის მიუხედავად, კაპიტნის წოდება, ორი ორდენი და სპეცოპერაციებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება მქონდა. ამასთანავე, მყავდა საყვარელი მეუღლე და 3 წლის ვაჟი, ნოდარი... სეულის ფიჭვნარში მე უძრავო, სპორტული თვითმფრინავით დავეშვი. იქიდან ექვსი დივერსანტი შეუმჩნევლად უნდა წამომეყვანა, ამიტომ თვითმფრინავის მართვა შემასწავლეს და ყირიმის მთებში მავარჯიშებდნენ, რადგან ყირიმისა და სეულის ფიჭვნარები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს... ყველაზე რთული ამ სპეცოპერაციის შესრულებისას შეუმჩნეველი ფრენა იყო. ამიტომ ჩვენმა სეისმოლოგიურმა სამსახურმა სპეციალურად შეარჩია ნისლიანი ამინდი და ფიჭვნარში მშვიდობიანად ჩავფრინდი, მაგრამ, დივერსანტები რომ თვითმფრინავში ჩავისვი და უზარმაზარი კლდიდან ავფრინდით, ნისლმა ძალიან სწრაფად გადაიარა, ფაქტობრივად, ასპროცენტიანი თვალთახედვის არეში მოვექეცით და შედეგმაც არ დააყოვნა... კორეელების პოსტიდან გახსნილი ცეცხლი (ისინი ტყვიამფრქვევებიდან, კლდეების მხრიდან გვესროდნენ) მიზანს მისწვდა – მე მომხვდა და ღია კაბინიდან გადმოვეშვი... 80 მეტრი დაჭრილმა ვიფრინე ჰაერში, უზარმაზარ ფიჭვზე დავეცი და ტოტებში გავიჩხირე... (როგორც ათწლეულების მერე გავიგე, პლანერმა მშვიდობიანად ჩააღწია კომუნისტურ კორეაში და ყველა დივერსანტი უვნებლად გადარჩა).

მხარში ვიყავი დაჭრილი, დამტვრეული მქონდა ლავიწის ძვალი, ორივე ხელი და მარჯვენა ფეხი, ამას ტვინის უმძიმესი შერყევაც დაემატა და, ამიტომ, ჩემი გადარჩენის მხოლოდ მცირე შანსი არსებობდა. თუმცა, ახალგაზრდულმა ასაკმა, წრთობამ, მებრძოლმა სულმა და, რაც მთავარია, ცოლ-შვილის ნახვის დაუოკებელმა სურვილმა, თავისი გაიტანა – ცოცხალი გადავრჩი და სეულის ციხის ჯურღმულში გატარებული ოცდაერთი წლის განმავლობაში არც ერთი წამით არ დამიკარგავს იმედი. არადა, სეულის ჯურღმული კორეული „გესტაპო“ იყო, სადაც ყველა პირობა იყო შექმნილი საიმისოდ, რომ ადამიანი ყველანაირად განადგურებულიყო...

თვითნებური სპეცოპერაცია

(მოგვითხრობს ნოდარ ქავთარაძე)

მამა რომ ტყვედ ჩავარდა, 3 წლის ვიყავი და რა თქმა უნდა, მისი სახე მახსოვდა. სიმართლე მის შესახებ მოგვიანებით შევიტყვე, თუმცა, არ ვიცოდი, მკვდარი იყო თუ ცოცხალი. 16 წლის ასაკში „კაგებეს“ სკოლაში მიმიღეს და 19 წლისამ დავამთავრე. შემდეგ, კიდევ ორწლიანი საფუძვლიანი წვრთნა გავიარე და ლეიტენანტის წოდება მომანიჭეს. ამის მერე კიდევ ორი წელი ურთულეს სპეცოპერაციებში ვმონაწილეობდი და 23 წლის ასაკში, მამასავით კაპიტანი ვიყავი. თუმცა, მისგან განსხვავებით, უშიშროებაში მეტი გავლენა მქონდა და მეტ ინფორმაციაზე მიმიწვდებოდა ხელი. სწორედ ამის წყალობით 1973 წლის მაისში შევიტყვე, რომ მამაჩემი სეულის „გესტაპოს“ ჯურღმულში იყო გამომწყვდეული. იმ დღიდან მამის გათავისუფლების იდეამ შემიპყრო, ერთი წელი ვემზადებოდი საამისოდ და, ჩემი ხელმძღვანელობისგან დაფარულად, ვამზადებდი ისეთ სპეცოპერაციას, რომლის დამგეგმავიც, დამფინანსებელიც და შემსრულებელიც თვითონ ვიქნებოდი. საამისოდ უდიდესი სამუშაო გავწიე, ყველაფერი მოვამზადე და, რაც მთავარია, სეულის „გესტაპოს“ ტერიტორიის დაწვრილებითი გეგმა ჩავიგდე ხელთ. ამიტომ, 1974 წლის 11 აპრილს, დასავლეთ ბერლინში მყოფი, სადაც სპეცდავალებას ვასრულებდი, გერმანელი ინჟინრის, კურტ ლერნერის საბუთებით, სეულში გავემართე თვითმფრინავით (მოგვიანებით შევიტყვე, რომ ჩემს უფროსობას ჰგონებია, „ცეერუში“ გაიქცაო. მხოლოდ ჩემს აღმზრდელს, მამაჩემის მეგობარს, გენერალ ანტონ გერასიმოვს არ დაუჯერებია ეს მოსაზრება).

სეულში მშვიდობიანად ჩავფრინდი, დავბინავდი და დეტალურად მოფიქრებული სპეცოპერაციის განხორციელებას შევუდექი. პრინციპი ძალიან მარტივი იყო: მე სეულის ციხის უფროსის, გენერალ ნციუნ ჟოვკის ერთადერთი ვაჟი – ნაუნი მოვიტაცე და მამაჩემის თავის შვილში გაცვლა შევთავაზე. ყველაფერი წარმატებით დასრულდა. 1974 წლის 17 მაისს მე, მამა და მამა-შვილი ჟოვკები სეულიდან კომუნისტურ კორეაში გადავედით... ჩვენთან ერთად წამოსვლა გენერლის სურვილი იყო, რადგან მას არაკომუნისტურ კორეაში უკვე აღარ დაედგომებოდა.

თვითნებურობისთვის „კაგებეში“ საყვედური გამომიცხადეს, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა...


скачать dle 11.3