კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოზიტიური და ნეგატიური დღეები

ორშაბათი

მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობას. მთლიანობაში რთული დღეა, უმჯობესია, მეტი დრო გაატაროთ სახლში. აკონტროლეთ აზრები და ემოციურად ნუ გადაიტვირთებით. ამ დღეს ნუ გადაწყვეტთ სერიოზულ საკითხებს. მეტად დაეყრდენით ინტუიციას. ატარეთ ლურჯი, ღია იისფერი, ვერცხლისფერი, თეთრი ან შავი ტანსაცმელი; ქვებიდან კი – მწვანე ნეფრიტი, სარდონიქსი, ამაზონიტი, ლალი, ამეთვისტო ან გიშერი. არ ვარგა საიდუმლო მოქმედება და სასიყვარულო ურთიერთობები. სუსტდება ფეხის ტერფები, ლიმფური სისტემა, კანი, ნერვული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის.

ნეგატიური დღეა: მერწყულებისთვის.

სამშაბათი

თქვენს გეგმებში შეიტანეთ ცვლილებები. ამ დღეს შეძლებთ მთავარი საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის პირადი პრობლემებისაც. მეტი დრო დაუთმეთ გარეგნობის მოწესრიგებას და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას. დაეყრდენით ინტუიციას. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, მოერიდეთ შემთხვევით ნაცნობობას. ატარეთ ზღვის ტალღისფერი, ფირუზისფერი, ლურჯი, მწვანე, ვერცხლისფერი, შავი ან თეთრი სამოსი; ქვებიდან კი – ფირუზი, ქარვა, ვარდისფერი, ქალცედონი, ამეთვისტო ან მარჯანი. კარგია მოგზაურობა, იურისტებთან კონტაქტი, კაპიტალდაბანდება, შემოქმედებითი მუშაობა, სუსტდება კანი, ფეხის ტერფები, ნერვული და ლიმფური სისტემები.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, სასწორებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის.

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის.

ოთხშაბათი

ეს არის სიყვარულისა და სიხარულის დღე. მძაფრდება ინტუიცია, შესაძლებელია ფარული მონაცემების გამოვლენა. დაეხმარეთ სხვებს, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, მეგობრებს. არ გადაიღალოთ. შესაძლოა სამსახურებრივი პრობლემების გადაწყვეტა, სამეცნიერო კვლევა, საზოგადოებრივი მოღვაწეობა. დაიცავით წესები, გამოავლინეთ თავდაჭერა. ნუ აჰყვებით ვნებას, მოერიდეთ აზარტულ თამაშებს. ატარეთ თეთრი, მწვანე, იისფერი, ლურჯი, შავი ან ვერცხლისფერი სამოსი; ქვებიდან კი – გიაცინტი, ციტრონი, თეთრი ნეფრიტი, ლალი ან ამეთვისტო. არ ვარგა საიდუმლო მოლაპარაკებები, სასიყვარულო კავშირები. მაღალია მოტყუების ალბათობა, სუსტდება ნერვული სისტემა, ფეხის ტერფები, კანი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, თევზებისთვის.

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, სასწორებისთვის, თხის რქებისთვის.

ხუთშაბათი

ენერგიით აღსავსე დღეა. დღეს დაწყებული საქმეები კარგად წარიმართება. კარგია ხელმძღვანელებთან ურთიერთობები, მოგზაურობა. არ ვარგა სასიყვარულო კონტაქტი, ფინანსური ოპერაციები, კაპიტალდაბანდება, ხელშეკრულების დადება. ატარეთ წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ცისფერი, თეთრი ან შავი სამოსი; ქვებიდან კი – მარჯანი, ჰელიოტროპი, ფირუზი, საფირონი ან სარდიონი. იკრძალება ტყუილის თქმა. მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტეთ დამოუკიდებლად. ნუ იკამათებთ, აკონტროლეთ ეჭვიანობა. სუსტდება თავი, ყურები, მხედველობა.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის.

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, სასწორებისთვის, თხის რქებისთვის.

პარასკევი

კარგი დღეა მონანიებისა და პატიებისთვის. ინტუიცია დაგეხმარებათ გადაწყვეტილებების მიღებაში. კარგია ახალი საქმის დაწყება, კარიერული, შემოქმედებითი პრობლემების გადაწყვეტა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი, თეთრი ან შავი სამოსი; ქვებიდან კი – აქატი, მორიონი, ქრიზოლითი, ბრილიანტი ან ლაზურიტი. არ ვარგა სასიყვარულო კავშირები, ფინანსური ოპერაციები, კაპიტალდაბანდება, ხელშეკრულებების დადება. კარგია ხელმძღვანელებთან კონტაქტი, მოგზაურობა. სუსტდება თავი, თვალები, ყურები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის.

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის.

შაბათი

მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ემოციური იმპულსების ფონზე. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას. კარგია კონტაქტები; არ ვარგა სარისკო მოქმედებები. ატარეთ ყავისფერი, ცისფერი, ყვითელი, მწვანე ან ლურჯი სამოსი; ქვებიდან კი – ალექსანდრიტი, შავი მარგალიტი, რუხი ტოპაზი, ძოწი ან აქატი. კარგია სასიყვარულო ურთიერთობები, ახალი ნაცნობობა, გართობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ვაჭრობა. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის.

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მორიელებისთვის, მერწყულებისთვის.

კვირა

დღეს დაწყებული საქმე კარგად წარიმართება. კარგია, ასევე, საოჯახო საქმიანობა, ახალი ცოდნის მიღება, პირადი პრობლემების გადაწყვეტა. დაეყრდენით ინტუიციას. აკონტროლეთ ეჭვიანობა, წყენა, შური. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, ცისფერი, მწვანე, ლურჯი, თეთრი ან შავი სამოსი; ქვებიდან კი – ფირუზი, სარდონიქსი, ქარვა, აქვამარინი ან ქრიზოლითი. კარგია უძრავი ქონების, სამშენებლო მასალების ყიდვა, სასიყვარულო ურთიერთობა, ახალი ნაცნობობა, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სწრაფ გადაწყვეტილებებს. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი, ყურები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის.

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მორიელებისთვის, მერწყულებისთვის.


скачать dle 11.3