კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1993 წლის 23 თებერვალს, დილის 5 საათზე. მაინტერესებს, რომელი სპეციალობა უნდა აირჩიოს, შემდგომში წარმატებას რომ მიაღწიოს და რომელ სფეროში ურჩევთ დასაქმებას?

პასუხი: მისი კოსმოსური მისია უკავშირდება უცხოეთს, ამიტომ, რაც მეტად ექნება კავშირი უცხოეთთან, მით მეტი წარმატების შანსი მიეცემა. პროფესიებიდან მისთვის კარგია პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, კოსმეტიკური საქმიანობა, სადალაქო საქმე, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, სპორტი.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2005 წლის 7 თებერვალს. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია და რომელ პროფესიებში მიაღწევს ის წარმატებებს?

პასუხი: ის დაბადებულია „მერწყულის“ ზოდიაქოს ნიშნით. მის კარმულ-კოსმიურ მისიას წარმოადგენს ის, რომ წარმოაჩინოს სულიერი თვისებები, იყოს აქტიური, ინიციატივიანი, პრაქტიკული, ენერგიული. უნდა შესძლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ლიდერული თვისებების გამოვლენა, ასევე, სადაც საჭიროა, უშიშარი უნდა იყოს და მებრძოლის თვისებები გამოავლინოს. სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე, ჰარმონია და არა დეპრესია და აგრესია. მეტად დაეყრდნოს ოპტიმიზმს და კეთილშობილებას. იყოს კანონმორჩილი, სამართლიანი, დიპლომატიური. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატებების მომტანი: სპორტი, მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი ან დიზაინი, პოლიტიკა, სამეცნიერო-საკვლევი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, სახანძრო, სამაშველო სამსახური, სამართალდამცავი და სადაზღვევო ორგანოები, იურისპრუდენცია, დიზაინი, სამოდელო საქმე, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა; სადალაქო, საკონდიტრო საქმიანობა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება.

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 11 მაისს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან მელის სასურველი ქორწინება?

პასუხი: უპირველესად კარგია ქორწინება კუროსთან, თევზებთან, ტყუპებთან, კირჩხიბთან, ცოტა ფრთხილად იყავით თხის რქასთან ლომთან, მერწყულთან. დანარჩენ ნიშნებთან ურთიერთობა საშუალოა. კარმულ მისიას წარმოადგენს ის, რომ იყოთ დისციპლინირებული, ორგანიზებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი. იყავით ფრთხილი და წინდახედული. მაქსიმალურად სტაბილური გახადეთ თქვენი ცხოვრება. ურთიერთობებში დაეყრდენით ინტუიციას, დიპლომატიურობას. ეს არის თქვენი კოსმიური მისია და წარმატებების ფაქტორი.

კითხვა: დავიბადე 1966 წლის 22 სექტემბერს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო წარმატების მისაღწევად?

პასუხი: უპირველესად, უნდა ემსახუროთ სამშობლოს, იყოთ პატრიოტი. კარგად ერკვეოდეთ ადათ-წესებში, ისტორიაში, ტრადიციებში. უნდა შექმნათ სტაბილური საოჯახო, პარტნიორული ურთიერთობები. უფრო მეტად დაეყრდენით ინტუიციას და ისწავლეთ საკუთარი საიდუმლოს დაცვა. უნდა იყოთ ფრთხილი და წინდახედული, ასევე, უნდა იყოთ ორგანიზებული და ერთგული. ირგვლივ ერთგული ადამიანები უნდა შემოიკრიბოთ. გახდით ნებისყოფიანი, მომთმენი, შრომისუნარიანი, ბრძოლისუნარიანი. ხარჯეთ ფული ყაირათიანად. ეს გამარჯვებების მომტანი ფაქტორებია და ასევე, თქვენი კოსმიური მისიაც.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1992 წლის 15 აგვისტოს, დილის 5 საათზე. მაინტერესებს, რომელ პროფესიებში გაუმართლებს?

პასუხი: მისთვის მისაღები და წარმატების მომტანია შემდეგი პროფესიები: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, პედაგოგიური მოღვაწეობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრიის ფართო სპექტრი, პოლიტიკა, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოების, საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, სპორტი, ფილოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია. სხვათა შორის, ამ ადამიანის კოსმიური მისია უცხოეთს უკავშირდება, ამიტომ რაც მეტად ექნება მას ურთიერთობა უცხოეთთან, მით მეტად შეასრულებს ის კოსმიურ მისიას და მეტად მიაღწევს წარმატებებს.

კითხვა: დავიბადე 1978 წლის 27 სექტემბერს. რა ფერის საფულე უნდა ვატარო და რომელია მთვარის სატანური დღეები?

პასუხი: თქვენ სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული. თქვენთვის კარგია და მისაღები ისეთი ფერები, როგორიცაა: ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი, მწვანე. ამიტომ, ძირითადი პრიორიტეტი ამ ფერებს მიანიჭეთ, თუნდაც საფულის არჩევის დროს. ასევე, კარგია და სასიკეთო ვერცხლისფერი. სატანური კი ახალი მთვარის შემდეგ1973 წლის მაისში მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეცხრამეტე და ოცდამეცხრე დღეებია, ანუ მაცდუნებელი დღეები. ეს დღეები ახალი მთვარიდან უნდა ათვალოთ.


скачать dle 11.3