კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა წერილი 700 წლით „დაძველდა“


ისრაელის ხაიფის უნივერსიტეტის პროფესორი გერშონ გალილი ივრითზე უძველესი წარწერის შესწავლის პროცესში სენსაციურ დასკვნამდე მივიდა. როგორც აღმოჩნდა, წერილობითი წყარო, რომელიც თავისი შინაარსით ბიბლიასთან ახლოსაა, ლეგენდარული მეფის, დავითის დროის უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში წმიდა წერილი 7 საუკუნით ადრე დაწერილა, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ.

სამეცნიერო აღმოჩენის ავტორმა, ისტორიკოსმა და ლინგვისტმა გერშონ გალილმა, რომელიც ივრითისა და წმიდა წერილის სპეციალისტად მიიჩნევა, შეძლო გაეშიფრა წარწერა თიხის ფირფიტაზე, რომელიც წლინახევრის წინ იპოვეს გათხრების დროს კიაფაში – იუდეის სამეფოს პროვინციულ ქალაქში. აქამდე მკვლევრები კამათობდნენ, რომელ ენაზეა შედგენილი წარწერა თიხის გამომწვარი ფირფიტის ნატეხზე – ზომებით 1,5X16,5 სანტიმეტრი. პროტოქანაანური დამწერლობით გაკეთებული წარწერა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეათე საუკუნეში, დაახლოებით, მეფე დავითის მმართველობის ხანაშია შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ პროტოქანაანური დამწერლობით ახლო აღმოსავლეთის ხალხი სარგებლობდა, პროფესორმა გალილმა დაამტკიცა, რომ წარწერა შედგენილია ძველ ივრითზე. არგუმენტად, რომელიც ჰიპოთეზას ამტკიცებს, სწავლულმა მიუთითა ცალკეული სიტყვების ფუძეები, რომლებიც დამახასიათებელია სახელდობრ, ივრითისა და ებრაული კულტურისთვის და თითქმის არ გვხვდება რეგიონის სხვა ენებში.

ამგვარად, კიაფის გათხრებისას აღმოჩენილი წარწერა უძველესი ტექსტია ივრითზე, მნიშვნელოვნად უფრო ძველი, ვიდრე ცნობილი კუმრანის გრაგნილები. ეს, თავის მხრივ იმას მოწმობს, რომ წმიდა წერილის პირველი წიგნები დაწერილია 700 წლით ადრე, ვიდრე ეს აქამდე მიაჩნდათ.

წარწერა ფირფიტაზე, რომელიც გაკეთებულია საღებავიანი ფუნჯით, ამტკიცებს, რომ იმ დროს ებრაელებს იგივე პრობლემები აწუხებდათ, რაც დღევანდელ დღეს. ავტორი ტექსტისა, რომელიც თავისი შინაარსით ძალიან ახლოსაა, მაგრამ არ არის ძველი აღთქმის ცალკეული ფრაგმენტების იდენტური, მოუწოდებს ხელისუფლებას, დაეხმაროს ქვრივებს, ობლებს და გერებს (არაებრაელებს, რომლებმაც იუდაიზმი მიიღეს). ნაპოვნი ნაწყვეტის თანახმად, სახელმწიფო მფარველობს აღნიშნულ კატეგორიებს.

მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო წრეებში წმიდა წერილის დათარიღების შესახებ ჯერ კიდევ განსხვავებული შეხედულებაა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა იჩქარეს სენსაციური დასკვნების გამოქვეყნება, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს უდიდესი სამეცნიერო აღმოჩენაა.


скачать dle 11.3