კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დასახელდა საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყანა


მსოფლიოს ექსპერტებმა ზედიზედ მეხუთეჯერ აღიარეს საფრანგეთი საუკეთესო ქვეყნად. ინგლისური ჟურნალის „ინთერნეიშენალ ლივინგის“ რეიტინგში, რომელიც ყოველწლიურად ადგენს ცხოვრების ხარისხის ინდექსს, მან საპატიო პირველი ადგილი დაიკავა. საფრანგეთმა წინ გაუსწრო თავის კონკურენტებს ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა მომსახურებისა და საქონლის ღირებულება, გართობა, უშიშროების დონე და ეკოლოგიის საერთო მდგომარეობა.

კვლევების თანახმად, ფრანგებს შეუძლიათ, თავს უფლება მისცენ ალპებში თხილამურებით ისრიალონ და დაისვენონ რივიერას პლაჟებზე. ამას გარდა, კვლევების ავტორების მტკიცებით, საფრანგეთში ჯანდაცვის საუკეთესო სისტემაა, ორსაათიანი შესვენება სადილობისას და მსოფლიოში საუკეთესო ღვინო.

ცხოვრებისთვის ყველაზე საუკეთესო ქვეყნების ხუთეულში მოხვდნენ, აგრეთვე, ახალი ზელანდია, შვეიცარია, გერმანია და ავსტრალია. დიდმა ბრიტანეთმა რეიტინგში მხოლოდ 25-ე ადგილი დაიკავა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებლები ძალზე ბევრს მუშაობენ და მუდმივად გადაღლილები არიან. ამას გარდა, თავის სამხრეთელ მეზობლებთან შედარებით, ნაკლები დასვენების დღეებიც აქვთ.

ამერიკის შეერთებული შტატები მესამე ადგილიდან მეშვიდე ადგილზე ჩამოქვეითდა. კვლევების ავტორებმა განმარტეს, რომ ამერიკული ოცნების განხორციელება სულ უფრო მეტ ამერიკელს ეცლება ხელიდან და ის ნაკლებად მიმზიდველ ქვეყნად ჩათვალეს. რეიტინგის მერვე ადგილი დაიკავა ბელგიამ, მეცხრე ადგილზეა კანადა, მეათეზე – იტალია.

გავიხსენოთ, რომ გასული წლის ოქტომბერში ექსპერტებმა გამოაქვეყნეს იმ ევროპული ქვეყნების რეიტინგი, რომლებსაც ყველაზე დაბალი ცხოვრების ხარისხი ჰქონდათ. ლიდერის პოზიცია მასში დიდმა ბრიტანეთმა დაიკავა. ქვეყნის მინუსებად დასახელდა დაბალი სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი, მაღალი ფასები საწვავზე, საკვებზე, ალკოჰოლზე და სიგარეტებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში საშუალოდ ოჯახს ყველაზე დიდი შემოსავალი, აქვს, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებში, ამ თანხის უდიდესი ნაწილი მიმდინარე დანახარჯებზე მოდის. სხვა სიტყვებით, ყველა შემოსავალს ცხოვრების მაღალი საფასური „ნთქავს“.


скачать dle 11.3