კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სკანდალი ნარკომანების დასახმარებელი ინსტრუქციის გამო


ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნარკომანებისთვის გამოცემული ბროშურის გამო სერიოზული სკანდალი ატყდა. ინსტრუქცია „ათი რჩევა ნარკოტიკის უსაფრთხო მოხმარებისთვის“ 16 გვერდზეა განთავსებული და 70 ათას ეგზემპლარად გამოიცა ნიუ-იორკში. მასზე ქალაქის ბიუჯეტიდან 32 ათასი დოლარი დაიხარჯა.

ბროშურის ავტორები, ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, აცხადებენ, რომ მათი ამოცანა იყო, დახმარებოდნენ ნარკომანებს, რომლებიც ნარკოტიკებს ინტრავენურად მოიხმარენ. ბროშურაში არის თავები, სადაც მოცემულია რჩევები, როგორ უნდა აიცილონ ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზით მიღება, შპრიცით ინფიცირება, როგორ მოამზადონ ნარკოტიკები საინიექციოდ და ვის მიმართონ დახმარებისთვის ამ მძიმე სენისგან განსაკურნებლად. „ბროშურას შეუძლია, ადამიანი სიკვდილისგან იხსნას, მით უფრო, რომ ნიუ-იორკში ნარკოტიკის დოზის გადაჭარბებით სიკვდილიანობა მეოთხე ადგილზეა“.

მიუხედავად იმისა, რომ ბროშურა 2007 წელს გამოიცა, ჟურნალისტებისა და ქალაქის ხელისუფლების ყურადღება მან, რატომღაც, მხოლოდ ახლა მიიქცია. „ჰეროინის მოხმარება ნიუ-იორკში ეპიდემიის დონეზეა და, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ნარკომანიის წინააღმდეგ იბრძოლოს, ფულს ხარჯავს და ახალბედებს ნარკოტიკის ჩხვლეტას ასწავლის. ნარკომანებმა ისედაც იციან, როგორ „გაიჩხირონ“. ეს „საგანმანათლებლო ინიციატივა“ კი მოზარდებსა და ბავშვებს მიიზიდავს“, – განაცხადა ნიუ-იორკის მერიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პიტერ ვალონე უმცროსმა. მან ჯანდაცვის დეპარტამენტს ბროშურის აკრძალვის თხოვნით მიმართა.

პასუხად ჯანდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბროშურა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბური კომპანიის ნაწილია, ამის დასტურად კი ციფრები მოიყვანა: ნარკოტიკის დოზის გადამეტებით სიკვდილიანობა მხოლოდ ერთ წელიწადში მეოთხედით შემცირდა, ამ გზით შიდსით დაავადებულების შემთხვევებმა კი 80 პროცენტით იკლო, რაც ამ ბროშურის დამსახურებაც არისო.


скачать dle 11.3