კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს ვანის რაიონიდან ტიუმენში თავის ბიოლოგიურ მშობლებს და რისი იმედი აქვს 23 წლის გაშვილებულ ბიჭს


23 წლის ალექსანდრე შოთას ძე გეგიძე ეძებს, მამას: ბორის ალექსანდრეს ძე (მამის სახელი სავარაუდოა) ზვენცოვს; დედას – ზუმფია აბდულაბარის ასულ ზვენცოვას.

ისტორია: ვეძებ ჩემს მშობლებს, ბორის, სავარაუდოდ, ალექსანდრეს ძე ზვენცოვს და ზუმფია აბდულაბარის ასულ ზვენცოვას. მათი ზუსტი ასაკი ჩემთვის ცნობილი არაა. ძალიან მინდა, მათ პოვნაში დამეხმაროთ. რამდენიმე წელია, რაც ბიოლოგიურ მშობლებს უშედეგოდ ვეძებ და ვერაფერს გავხდი. იმედია, თქვენ მაინც დამეხმარებით მათ მოძებნაში.

– გვიამბე მშობლებთან დაშორების ისტორია. როგორ და ვისგან გაიგე, რომ ნაშვილები ხარ?

– ჩემმა გამზრდელმა მამამ ნოვგოროდის ბავშვთა სახლიდან წამომიყვანა, მაშინ მე უკვე ოთხი წლის ვიყავი. ტიუმენის ოლქის ქალაქ ტიუმენში დავბადებულვარ. იქიდან კი ნოვგოროდის ბავშვთა სახლში მოვხვდი. ჩემი აღმზრდელი მშობლები ყოველთვის ძალიან კარგად მექცეოდნენ. არც კი მქონია, იმის ეჭვი, რომ ნაშვილები ვარ, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ალბათ, ჩემზე უკეთ თქვენ გეცოდინებათ, ასეთი სახის საიდუმლო დიდხანს არ ინახება. დაახლოებით, 18-19 წლის ვიყავი, სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, როდესაც მე და ჩემს ბიძაშვილს შორის პატარა შეკამათება მოხდა და მან წამომაძახა, რომ ჩემი მშობლების ნამდვილი შვილი არ ვარ და მათ მე ამიყვანეს.

პირველი ჩემი რეაქცია, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ შემდგომ შევეგუე ამ აზრს. გამზრდელ მშობლებს ვკითხე და მათ დამიდასტურეს და ისიც დამიზუსტეს, რომ ამიყვანეს ნოვგოროდის ბავშვთა სახლიდან ოთხი წლის ასაკში, სწორედ მათგან შევიტყვე ჩემი ბიოლოგიური მშობლების სახელი და გვარიც. ძალიან მინდა, მათ პოვნაში დამეხმაროთ.

– შენ გამზრდელმა მშობლებმა ნოვგოროდის ბავშვთა სახლიდან საქართველოში წამოგიყვანეს, კიდევ რა იცი შენი ბიოლოგიური მშობლების შესახებ, და ან ძმა თუ გყავს?

– რამდენადაც ვიცი, დედაჩემი პროფესიით პედაგოგი ყოფილა, მამა კი – სამხედრო პირი. სავარაუდოდ, უნდა მყავდეს ძმა, რომელიც ასაკით ჩემზე უფროსია. სამწუხაროდ, ძმის სახელი არ ვიცი. გვარად კი ჩემი ძმა, იმ შემთხვევაში, თუკი ისიც ჩემსავით არ გააშვილეს, ზვენცოვი უნდა იყოს. მშობლების შესახებ ვიცი, რომ ისინი ქალაქ ტიუმენიდან იყვნენ. არ არის გამორიცხული, დღესაც იქ ცხოვრობდნენ. ძალიან მინდა, მათი პოვნა.

– შენმა აღმზრდელმა მშობლებმა თუ იციან, დედ-მამას რომ ეძებ და რა რეაქცია აქვთ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით?

– ჩემმა აღმზრდელებმა იციან, რომ მე მშობლების პოვნა და ნახვა მინდა. მე მართლაც გამიმართლა და ძალიან კარგი აღმზრდელი მშობლები შემხვდნენ, მაგრამ ბიოლოგიური მშობლების ნახვა მაინც ძალიან მინდა, წარმოუდგენლად რთულია იმის განცდა, როდესაც არ იცი, რა მიზეზით გაგაშვილეს. რა თქმა უნდა, მაინტერესებს, რატომ დამტოვეს ბავშვთა სახლში. გვარი დედაჩემს და მამაჩემს ერთნაირი აქვთ, რაც ადასტურებს, რომ ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ. შეიძლება, მათ გარკვეული მიზეზი ჰქონდათ საიმისოდ, რომ მე ბავშვთა სახლში დავეტოვებინე. ძალიან მინდა მათი პოვნა და ყველაფრის გარკვევა. ჩემი აღმზრდელი მშობლები ყველანაირად მეხმარებიან და მხარში მიდგანან. მათ თვითონაც არ აქვთ მეტი ინფორმაცია ჩემს ბიოლოგიურ მშობლებზე, თორემ მეტად დამეხმარებოდნენ.

– როგორ ფიქრობ, ნამდვილი მშობლების პოვნის შემთხვევაში, აპატიებ მათ შენს მიტოვებას? შენი ცხოვრება ხომ შეიძლება, სრულიად სხვაგვარად წარმართულიყო.

– მე მართლაც არ მესმის, რატომ დამტოვეს ნოვგოროდის ბავშვთა სახლში, მაშინ, როდესაც ტიუმენში დავიბადე, ან რამდენი წლის ვიყავი, როდესაც ბავშვთა სახლს მიმაბარეს. ფაქტია, რომ აღმზრდელმა მამამ 4 წლის ასაკში მიშვილა და ჩამომიყვანა საქართველოში, ამჟამად ვანის რაიონის სოფელ ტობანიერში ვცხოვრობ. ვფიქრობ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მათ ყველაფერს ვაპატიებ. მთავარია, ვიპოვო ისინი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ღვთის ხელშია.

– თუ იპოვი მშობლებს, თქვენი შეხვედრა როგორ წარმოგიდგენია?

– ჩემთვის მათი პოვნა წარმოუდგენლად ძნელია, თუკი ეს სასწაული მოხდა, ძალიან მოხარული ვიქნები. რა თქმა უნდა, მათ ასევე უნდა მოინდომონ ჩემი ნახვა და ჩემთან შეხვედრა. მათი მხრიდანაც თუკი იქნება ამის სურვილი, მე დიდი სიამოვნებით შევხვდები.


скачать dle 11.3