კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუმინეთი „ფასტფუდს“ მავნებლობის გადასახადს უწესებს


სწრაფი კვების პროდუქციის, „ფასტფუდის“ მწარმოებელთა დამატებითი დაბეგვრის იდეა, ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტების წარმოების გამო, უკვე დიდი ხანია, მუსირებს, თუმცა, პირველად მისი განხორციელება რუმინეთმა შეძლო. ეს ქვეყანა 2010 წლის 1 მარტიდან ჰამბურგერებისა და გაზიანი სასმელების წარმოებაზე დამატებითი გადასახადის დაწესებას აპირებს. ეს იდეა რუმინეთის ჯანმრთელობის მინისტრს – ატილა ჩეკეს ეკუთვნის, რომელმაც შესაბამისი კანონპროექტი მოამზადა. მისი მტკიცებით, ის სერიოზულადაა შეშფოთებული რუმინელი ერის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო. „მავნებელი საკვები ზრდის სიკვდილიანობის შემთხვევებს, ამცირებს შრომისუნარიანობას და ცხოვრების ხარისხსაც აუარესებს“, – განაცხადა რუმინეთის ჯანმრთელობის მინისტრმა სპეციალურად მომზადებულ მოხსენებაში. ექსპერტები მთელ მსოფლიოში თანხმდებიან იმაზე, რომ სიმსუქნითა და შაქრის დიაბეტით დაავადებული ადამიანების, ასევე ჰიპერტონიკების რაოდენობა ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება და ამის მიზეზი ძირითადად არასწორი კვებაა. იმ შემთხვევაში, თუ ატილა ჩეკეს მიერ წარდგენილ კანონპროექტს რუმინეთის პარლამენტი დაამტკიცებს, გადასახადები დაუწესდებათ არა მარტო „ფასტფუდის“ მწარმოებლებს, არამედ იმპორტიორებსაც, ანუ, ყველას, ვინც გაზიან სასმელებს, სენდვიჩებს, ნახევარფაბრიკატებსა და „ფასტფუდის“ ისეთ პროდუქტებს აწარმოებენ, რომლებიც ბევრ ცხიმს, მარილსა და შაქარს შეიცავს. რუმინელი მინისტრის ინიციატივამ ქვეყნის საკვების მწარმოებელთა კავშირი შეაშფოთა.


скачать dle 11.3