კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის „შემოტევებს“ უძლებს ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი და რაში იყენებს ის ძველ კავშირებს


თითქმის ორი წელიწადია, რაც საქართველოს პარლამენტში ხაშურის რაიონის მოსახლეობის ნდობის მანდატს 34 წლის სერგო ქიტიაშვილი იცავს. ის პროფესიით ექიმია და პოლიტიკაში ჩართვამდე აქტიურად მოღვაწეობდა სამედიცინო სფეროში, ალბათ, ამის გამოც არის ახალგაზრდა მაჟორიტარისთვის ადამიანთა დახმარება ყველაზე საპატიო საქმე. იმის მიუხედავად, რომ მაჟორიტარი დეპუტატი ჯერ კიდევ ითვლება პერსპექტიულ სასიძოდ, ეს ხელს არ უშლის, ბავშვების მიმართაც თბილი და მზრუნველი დამოკიდებულება ჰქონდეს, სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო საშობაოდ ხაშურისა და ტაშისკარის ობოლ ბავშვთა სახლში საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომლის შესახებაც თავად ბატონ სერგოს გავესაუბრეთ.

სერგო ქიტიაშვილი: პროფესიით ექიმი ვარ, დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი, შემდეგ – ასპირანტურა. სწორედ იმ პერიოდში დავიწყე საზოგადოებრივი აქტივობა, ვიყავი სტუდენტმედიკოსთა და ახალგაზრდა მედიკოსთა ასოციაციების წევრი. ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი. ასევე, ვხელმძღვანელობდი სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს, რის გამოც ხშირად მიწევდა უცხოეთში წასვლა. პოლიტიკაში ჩართვაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ, საპარლამენტო არჩევნების წინ, ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც პოლიტიკასთან იყვნენ დაკავშირებულნი, შემომთავაზეს, რომ მეც მეცადა ძალები ამ სფეროში. დიდი ხანია, რაც თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ხაშურში ვარ დაბადებული და გაზრდილი, იქ ცხოვრობენ ჩემი მშობლები, ნათესავები, მეგობრები. შესაბამისად, ამ რაიონის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მე თავიდანვე გაცნობიერებული მქონდა ის პასუხისმგებლობა, რაც აკისრია მაჟორიტარ დეპუტატს საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, ეს არის მძიმე, მაგრამ საპატიო ტვირთი.

– თითქმის ორი წელია, რაც მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი გაქვთ, რა შეიცვალა ამ ორ წელიწადში ხაშურში?

– მე ძალიან კარგად ვიცოდი ყველა ის პრობლემა, რაც ხაშურის რაიონის მოსახლეობისთვის იყო მნიშვნელოვანი, ამიტომაც, თავიდანვე განისაზღვრა პრიორიტეტები. დავიწყეთ რამდენიმე პროექტის განხორციელება, რომელთა დასრულებაში რუსულმა აგრესიამ შეგვიშალა ხელი, როცა ხაშური ოკუპირებული იყო. ამის მიუხედავად, ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ქალაქ ხაშურის მოსახლეობის წყლით მომარაგების საკითხზე. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაზიფიკაციის თემაც და ამ პრობლემის მოგვარება „სოკართან“ ერთად დავიწყეთ. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ, მოვა დრო, როცა გაზი იქნება ყველა ოჯახში არა მხოლოდ ხაშურში, არამედ ჩვენი რაიონის სოფლებშიც. ამას წინათ, ერთმა ჩემმა ხაშურელმა მეგობარმა ხუმრობით მისაყვედურა: ასფალტის დაგება კი დაიწყეთ, მაგრამ ჩვენამდე როდის მოხვალთო? მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ნებისმიერი კარგი საქმე სპონტანურად გაკეთდეს. ხაშურში ქუჩების მოასფალტება მოხდება საკრებულოს მიერ დადგენილი გეგმის, და არა იმის მიხედვით, სად რომელი ჩემი მეგობარი ცხოვრობს (იცინის). იმ ქუჩებზე, რომლებზეც გასულ წელს ასფალტი დაიგო, გამოვცვალეთ კანალიზაცია, გაყვანილობები – გვინდა, რასაც ვაკეთებთ, იყოს ხარისხიანი და საფუძვლიანი. ყველანაირად ვუჭერთ მხარს კერძო სექტორს, რათა რაიონში შეიქმნას სამუშაო ადგილები, რაც ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება. ჩვენს რაიონში მზადდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არაყი „გომი“, სადაც საკმაოდ ბევრი ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. ალბათ, გახსოვთ, რომ ხაშურის რაიონში ორი დიდი პროექტის განხორციელება დაიწყო: ერთი „ბიპის“, მეორე კი – იტალიელი ინვესტორების მიერ. სამწუხაროდ, ომის დროს ორივე პროექტი შეჩერდა, მაგრამ უკვე დავიწყეთ მუშაობა ამ პროექტების აღდგენაზე.

– ცნობილია, რომ, როგორც ექიმი, რაიონში განსაკუთრებულ ყურაღებას აქცევთ სამედიცინო სექტორს, საშობაოდ კი საკმაოდ საინტერესო ჰუმანიტარული პროექტის განხორციელება დაიწყეთ.

– ვაღიარებ, რომ სამედიცინო სფეროში ჩემს კავშირებს ვიყენებ, ოღონდ, არა ბოროტად (იცინის). ჩემი კოლეგებისა და მეგობრების დახმარებით საკმაოდ ბევრ ადამიანს დავეხმარეთ ქირურგიული ოპერაციების ჩატარებაში, მოვაწყვეთ აქციაც, სადაც მოსახლეობას ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები, 60 მოხუცს დავეხმარეთ თვალის ოპერაციის გაკეთებაში. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, ბავშვების დახმარება. ხაშურის რაიონში არსებობს ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ორი სახლი. როგორც შემიძლია, ისე ვუდგავარ ამ ბავშვებს გვერდში და ამას გავაგრძელებ მაშინაც, როცა დეპუტატი აღარ ვიქნები. ახლახან ლიტვის საელჩოსთან ერთად გავარემონტეთ ბიბლიოთეკის შენობის ნაწილი ინტერნეტკაბინეტისთვის, სადაც ხაშურელი ბავშვები კომპიუტერის შესასწავლ კურსებს გაივლიან. ჩემი ინიციატივით, ლიტვის საელჩოს დახმარებით, სოფელ ტაშისკარისა და დაბა სურამის ბავშვთა სახლებში გაიხსნა თექის, გობელენისა და მინანქარზე მუშაობის კაბინეტები – ეს იყო ჩვენი საშობაო საჩუქარი. ამით დავეხმარებით ბავშვებს, რომ დაეუფლონ ამ სპეციალობებს, რათა წლების შემდეგ არ აღმოჩნდნენ ქუჩაში და ჰქონდეთ სამუშაო. რამდენიმე თვეში ლიტვაში მოვაწყობთ ჩვენი ბავშვების ნამუშევრების გამოფენას.

– როგორც ცნობილია, თქვენ პერსპექტიულ სასიძო პოლიტიკოსთა სიაში ხართ. რატომ აგვიანებთ დაოჯახებას, მაჭანკლები არ გიტევენ?

– გვიტევენ, მაგრამ ვუძლებთ (იცინის). ყველაფერს თავისი დრო აქვს. სწავლა, დისერტაცია, სამსახური – იმდენი რამე მქონდა გასაკეთებელი, რომ დაოჯახებისთვის ჯერ ვერ მოვიცალე, თუმცა, ამ საკითხს აუცილებლად გამოვასწორებ და კარგ, ტრადიციულ ქართულ ოჯახს შევქმნი. პერსპექტიული სასიძოს სტატუსის ტარებას დიდხანს აღარ ვაპირებ (იცინის).


скачать dle 11.3