კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის საჭირო მოდების გათიშვა და რაში ცდებიან მძღოლები


მართვის ავტომატური კოლოფის მქონე ავტომობილების მძღოლების თავსატეხი მოდებაა. ეგრეთ წოდებული „ცეპლენიის“ არასწორი მოხმარება ხშირ შემთხვევაში მის დაზიანებასა და მწყობრიდან გამოსვლას იწვევს. პედლის მოულოდნელად „ჩავარდნამ“ კი, შესაძლოა, სერიოზული ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვიოს. ამ თემებზე პროფესიონალი მრბოლელი გიგა ლორთქიფანიძე საუბრობს.

გიგა ლორთქიფანიძე: მოდების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზად მოსახმარი დეტალია ჩვენს ავტომობილში. ის განსაკუთრებით ცუდ დღეში ვარდება, როდესაც დამწყები მძღოლები მიუსხდებიან საჭეს და უხეშად მოიხმარენ მას ან საერთოდ არ უშვებენ ფეხს, რომ ავტომობილი არ ჩაუქრეთ. ამ დროს ყველაზე მეტად ხდება მოდების ცვეთა. რეალურად კი მოდების მოხმარებას ძალიან მარტივი წესები აქვს – ის ითიშება მხოლოდ მაშინ, როდესაც სიჩქარიდან სიჩქარეში გადართვა გვიწევს და როდესაც გაჩერება გვინდა. თუ გვსურს, რომ „ცეპლენიას“ მოვუფრთხილდეთ და მან დიდხანს იმუშაოს, ის ხანგრძლივად არ უნდა ვიხმაროთ. ხშირად ავტომობილის გაჩერებამდე, შუქნიშანთან იქნება ეს თუ პარკინგზე, საჭიროზე ბევრად ადრე აჭერენ ფეხს მოდების პედალს და ხანგრძლივად არ უშვებენ. არადა, ეს ასე უნდა მოხდეს: მოდებას ვთიშავთ, როდესაც ავტომობილი უკვე ჩერდება, მანამდე კი მხოლოდ მუხრუჭს ვაწვებით.

– მოდებას, რამდენადაც ვიცი, სითხე თიშავს.

– არსებობს ორგვარი მოდება: ერთია, როცა მოდებას სპეციალურად მოწყობილი გადაბმულობა აჩერებს და მეორე – ჰიდრავლიკური, რომელიც ზეთზე მუშაობს. თანამედროვე ავტომობილებში უკვე ყველგან ჰიდრავლიკური მოდებაა. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა და ჰიდრავლიკის სითხე დაიღვარა, ამ დროს მოდების პედალი ვარდება, ანუ ის აღარ მუშაობს. ჩემს ავტომობილსაც ჰქონდა ცოტა ხნის წინ ანალოგიური პრობლემა: თავიდან ოდნავ ჩაიწია და ბოლოს მთლიანად ჩავარდა. ანუ, როგორც ჩანს, ჰიდრავლიკის ზეთი „ცეპლენიის ბაჩოკიდან“ ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით ჟონავდა საიდანღაც და ბოლოს სულ დაიცალა. არადა, სწორედ ამ „ბაჩოკში“ ხდება ვაკუუმის შექმნა, რომელიც მოდებას თიშავს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ყოველ 50 000 კილომეტრზე სითხე შეიცვლება. არის შემთხვევები, როდესაც სითხეში წყალი ხვდება. ამ დროს ზეთი იჭრება და იმ წამსვე კარგავს თავის თვისებებს. დანარჩენ დეტალებში კი, რომლებიც რკინისაა, კოროზიას იწვევს და იჭედება.

– ვიცოდი, რომ მუხრუჭთან ერთად მოდების გათიშვა უფრო რბილად აჩერებს ავტომობილს.

– ეს არ არის სწორი, არადა ძალიან ბევრი იქცევა ასე. უმჯობესია, მუხრუჭით მაქსიმალურად შეანელოთ სვლა და ბოლოს დააწვეთ „ცეპლენიას“, რომ არ ჩაქრეს.

სინამდვილეში, „ცეპლენიით“ გაჩერება აზიანებს ავტომობილს. თუ მაინცდამაინც რბილად გაჩერება გსურთ და თან გეშინიათ, რომ ავტომობილი არ ჩაგიქრეთ, მაშინ, უმჯობესია, თავიდანვე ამოაგდოთ ბერკეტი სიჩქარეებიდან, ეგრეთ წოდებული „ხალასტოი ხოდით“ მიხვიდეთ, ვთქვათ, შუქნიშნამდე და მხოლოდ მუხრუჭით გააჩეროთ ავტომობილი – ამ დროს მას ნაკლები ძალა ადგება. თუ ავტომობილი სიჩქარეებშია, იქ მთელი ტრანსმისია მუშაობს და მანქანა უფრო დაძაბულია. რატომ არის, რომ ავტომატური კოლოფით აღჭურვილ ავტომობილებს ხშირად უცვდებათ მუხრუჭების „კალოდკები“? ეს იმიტომ, რომ „ავტომატებს“ სიჩქარეები არ აქვთ და მაღალი სიჩქარიდან მხოლოდ მუხრუჭებს უწევს ავტომობილის გაჩერება, სიჩქარეები არ ეხმარება ავტომობილის შენელებას; მეორე, როდესაც მუხრუჭს ადგამ, ამ შემთხვევაში „ცეპლენიას“ არ თიშავ, ავტომობილი უფრო მეტად იჭიმება და მეტი დატვირთვა აქვს მუხრუჭს. ერთი სიტყვით, ჩემი რჩევა იქნება, რომ ავტომობილი სუფთა მუხრუჭით გავაჩეროთ; რომელ სიჩქარეშიც არ უნდა იყოს, სიჩქარეებიც ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოვწიოთ და ბოლოს, უკვე საბოლოოდ გასაჩერებლად, აწვებით მუხრუჭს, პარალელურად თიშავთ მოდებას და ბერკეტს, სიჩქარიდან აგდებთ. ამ დროს მოდების ცვეთა ყველაზე ნაკლებად ხდება.

მაგრამ, არის მეორე პრობლემაც: როდესაც მძღოლები შუქნიშანთან ჩერდებიან, ავტომობილს პირველ სიჩქარეში რთავენ და მოდებაზე დაჭერილი ფეხით ელოდებიან მწვანე შუქის ანთებას. არადა, შუქნიშნები ოცდაათი, ზოგიერთ შემთხვევაში ორმოცი წამიც კი ანთია. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. პედალზე ფეხდადგმული ყოფნა რატომ მოსწონთ, ვერ ვხვდები, ეს ხომ უფრო დამღლელია და, თან, აზიანებს მანქანას, მაგრამ მძღოლების პროცენტული უმრავლესობა მაინც ასე იქცევა. ალბათ, ფიქრობენ, რომ, როგორც კი ყვითელი აინთება, გაცვივდებიან გიჟებივით, რეალურად კი ეს ერთ წამსაც არ გაკარგვინებს.


скачать dle 11.3