კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში ეხარჯება ძალიან ბევრი ფული მარი ასათიანს და რის გაკეთებას აპირებს ის სრულწლოვანების შემდეგ


მარი ასათიანი: ოჯახში წამოჭრილი საყოფაცხოვრებო პრობლემები ნაკლებად მეხება – არ „უშვებენ“ ჩემამდე ოჯახის წევრები. ამბავიც კი, რომ რაღაც გაფუჭდა, საკმაოდ დაგვიანებით მოდის ჩემამდე – მაშინ, როცა პრობლემა უკვე მოგვარებულია. მამაა ამ საკითხებში საკმაოდ ოპერატიული. ეს საქმე ძირითადად, მას ავალია და კარგადაც ართმევს თავს.

– რამ შეიძლება შეგიქმნას დისკომფორტი?

– უწყლობა ჩემთვის ყველაზე დიდი დისკომფორტია. უშუქობას მეტ-ნაკლებად ვიტან, მაგრამ, როცა წყალი არ მოდის, ვღიზიანდები. ასე მგონია, ყველაფერი ჭუჭყიანია. საერთოდ, წესრიგის მოყვარული ადამიანი ვარ. ჩემს ოთახში რომ შეხვალ, გესიამოვნება, ისეა დალაგებული. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. გარდერობშიც სრული წესრიგია. საშინლად არ მიყვარს, როცა ეს წესრიგი ირღვევა. რაც „რუსთავი 2-ში“ დავიწყე მუშაობა, კიდევ უფრო მობილიზებული გავხდი. სახლიდან ძალიან ადრე გავდივარ – დილის 6 საათზე. უკვე შევეჩვიე იმას, რომ დილიდანვე ვარ ფორმაში – ჩაცმულ-დახურული, მაკიაჟით. არ მეზარება ამ რიტმში მუშაობა, მომწონს კიდეც და სხვანაირად ვეღარ წარმომიდგენია.

– ჩაქუჩი გემარჯვება?

– როგორ გითხრა, თუ დამჭირდება, როგორმე მოვახერხებ და მივაჭედებ. ნათურა გამომიცვლია, როგორ არა. საერთოდ მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, ჩაქუჩიც გამოიყენოს დანიშნულებისამებრ და სახრახნისიც. მამაკაცსაც მოეთხოვება ელემენტარული რაღაცის ცოდნა. აუცილებელი არ არის, ხელმარჯვე ოსტატი იყოს, მაგრამ, ცოლმა აკეთოს კაცის გასაკეთებელი და ქმარმა წამოწოლილმა მშვიდად უყუროს, ისევ კაცისთვის არის შეურაცხმყოფელი. „არ ვიცი და არ მეხერხება“ ეს სიტყვები ამ შემთხვევაში ვერ გაამართლებს. თუ მოინდომებს, შეუძლებელი არაფერია.

– გაიშვები საყიდლებზე?

– გააჩნია, რის საყიდლად (იცინის). არა, არა, პროდუქტსაც ვიყიდი, არ არის პრობლემა. სამზარეულოში ფუსფუსიც მიყვარს. როცა დრო მაქვს, სიამოვნებით ვაცხობ კექსებსა და ნამცხვრებს. განსაკუთრებით კარგი კექსი გამომდის. ვინც ერთხელ გასინჯავს, ყველა მის რეცეპტს მთხოვს: ვიღებთ 5 კვერცხს და 2 ჭიქა შაქართან ერთად კარგად გავთქვეფთ. დავუმატებთ 1 ქილა მაწონში არეულ 1 ჩაის კოვზ სოდას და კარგად ავურევთ. ჩავუმატებთ 1 ჭიქა ზეთს, ან 250 გრამ წინასწარ გამდნარ კარაქს. თუ გვაქვს, ნიგოზსაც ვამატებთ და ერთი კილოგრამი ფქვილით მოვზელთ ცომს. მე ქიშმიში არ მიყვარს და არ ვუმატებ, ისედაც ძალიან გემრიელი გამოდის. ვასხამთ ამ ცომს სპეციალურ კექსის ფორმაში და ვაცხობთ საშუალო ცეცხლზე. ზემოდან ზოგჯერ შოკოლადსაც ვასხამ. კიდევ, შემიძლია, გასწავლოთ მსუბუქი სალათა: მწვანე სალათის ფოთლები კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და ხელით დაფლითეთ. დაუმატეთ ერთი კიტრი, კუბიკებად დაჭერით, მწვანე ბარდა, ანუ „გაროხი“, ბეკონი, რომელსაც ცოტა მოზრდილ ნაჭრებად დაჭრით და წვრილად დაჭრილი ბევრი კამა. ცალკე მოამზადეთ სოუსი: 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, ნახევარი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი მაიონეზი და ცოტა უცხო სუნელი. ეს ყველაფერი აურიეთ და მოასხით სალათას. ბოლოს მოაყარეთ შემწვარი „სუხარიკები“.

– რაში შეიძლება გაფლანგო ფული?

– ძალიან მფლანგველი არ ვარ, მაგრამ, მიყვარს, როცა ფულს საჩუქრებში ვხარჯავ. ჩემი ხელფასი ძირითადად ამაში მიდის და, კიდევ, ტაქსიში მეხარჯება ძალიან ბევრი. რადგან ჯერ 17 წლის ვარ, მართვის უფლებას არ მომცემენ, ამიტომ მანქანასაც ვერ ვყიდულობ. ისე, არც მანქანის მართვა ვიცი (იცინის). ვერ მოვახერხე სწავლა, მაგრამ აუცილებლად ვისწავლი. სრულწლოვანი რომ გავხდები, ძალიან სერიოზულად მოვკიდებ ხელს ამ საქმეს.

– იცი, რა არის „პახმელია“?

– არა, არ მეკიდება სასმელი. ბეილისი მიყვარს და შამპანური, ოღონდ ცოტა.

– ბეილისი და ცოტა შამპანური ვის ათრობს. გაგიგია ბეილისის „პახმელია“?

– (იცინის) არა. მაგრამ, არაყი და მაგარი სასმელები არ მიყვარს და საერთოდ ვერ ვსვამ. რასაც ვსვამ, გითხარი, მასაც მხოლოდ ოჯახურ გარემოში თუ დავლევ. მიმაჩნია, რომ ქალი არ უნდა დათვრეს. არ უხდება ქალს სიმთვრალე და „პახმელია“ მით უმეტეს არ მოუხდება.

რამის ყიდვისას ვინმეს შენთვის ფასი დაუკლია, თუნდაც გარეგნობის გამო?

– ტაქსის მძღოლს არ გამოურთმევია ფული, ასეთი რაღაც ყოფილა. მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გარეგნობის, ან, იმის გამო, რომ მცნობენ, ყველაფერს ნახევარ ფასში ვყიდულობ.


скачать dle 11.3