კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კარლაზე სეილია


იტალიური „ინტერის“ ახალგაზრდა ფორვარდი, მარიო ბალოტელი, არა მარტო გუნდში, არამედ მთელ ჩემპიონატში ერთ-ერთი შეუხედავი მოთამაშეა. სამაგიეროდ, შავკანიანი ფორვარდი ძალზე პერსპექტიულად ითვლება, არც უხელფასობას უჩივის და, ალბათ, ამიტომაც იყო, თავი ადგილობრივ მოდელს, კარლა ველის რომ მოაწონა. მოაწონა რომელია, წყვილი ორი თვის განმავლობაში ხან ზღვის სანაპიროზე და ხანაც უცხო თვალთაგან მოფარებულ ადგილებში კოტრიალობდა, მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელიო, ხომ გაგიგიათ...

მოკლედ, კარლა სამი დღით რომელიღაც რეკლამის გადაღებაზე გაემგზავრა და ბალოტელიმ მაშინვე სხვა ქალისკენ გაქუსლა. პრინციპში, რაღა სხვა, ბარბარა გუერაც არანაკლებ ცნობილი მოდელია. შინ დაბრუნებულ კარლას ბევრი არ უდარდია და დასასვენებლად გაემგზავრა. იგი ამჟამად ოკეანის სანაპიროზე მარტო ეფიცხება მზეს და ჟურნალისტები წერენ, კარლა იმდენად გამომწვევად იქცევა, სურს, ბალოტელის სამაგიერო გადაუხადოს, ანუ, ახლა მასზე „სეილია“ და მისი ლოგინში შეთრევა ბევრად უფრო მარტივი იქნებაო.


скачать dle 11.3