კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კივი საუზმეზე მიირთვით, ბანანი – შუადღეს, ვაშლი კი – სადილობის დროს


ჩვენ ეკოლოგიურად დაბინძურებულ და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში ვცხოვრობთ. თავი რომ დავიცვათ და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ, საჭიროა, დიდი რაოდენობით ხილი მივირთვათ. თუმცა, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, დღის რომელ მონაკვეთში რა რაოდენობით და რა ხილს ვჭამთ. მაგალითად:

* ბანანის ჭამა კარგია შუადღისას, რადგან მასში შემავალი ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები სწრაფად აღადგენენ გონებრივ და ფიზიკურ ძალებს. ერთი ცალი ბანანის მირთმევით თქვენს ორგანიზმს მთელი დღის სამყოფ ენერგიას შეჰმატებთ.

* ვაშლის მირთმევა კარგია სადილის წინ და მის შემდეგ. ამ ხილს შეუძლია კუჭის წვენის გამოყოფა. ამიტომ, სადილობის წინ და შემდეგ ჭამეთ ერთი ცალი ვაშლი და ეს სრულიად საკმარისი იქნება მომნელებელი სისტემისთვის.

* ყურძენი დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიირთვათ. ის ხსნის გადაღლილობას და დაძაბულობის დროს ნამდვილი წამალია. მათ, ვისაც გონებრივი შრომა უწევთ, აუცილებელია, ხშირად ჭამონ ყურძენი ან ქიშმიშით ჩაიკოკლოზინონ პირი.

* ქლიავი მიირთვით საღამოს. მისი ჭამა კარგია მათთვის, ვისაც ნაწლავების მოდუნება აწუხებს ან ხშირად ერთ ადგილას უწევს ჯდომა და მუშაობა. შეგიძლიათ, დღეში 25 ცალი ქლიავი ან მისი ჩირი მიირთვათ.

* კივი კი, უმჯობესია, საუზმემდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე ჭამოთ. შეგიძლიათ, მისი წვენიც დალიოთ ფორთოხლის წვენთან გაზავებული. კივი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს და ამით ამარაგებს ადამიანის ორგანიზმს.


скачать dle 11.3