კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანგინის დროს უებარი საშუალებაა გულყვითელას ნაყენი


გულყვითელა შეიცავს კაროტინს, ლიკოპინს, ვიოლავსტასინს, ციტროკსანტინს, სიტოსტერინს, ფისს; ვაშლის სალიცილის, ასკორბინის მჟავებს.

ხალხურ მედიცინაში გულყვითელას იყენებენ როგორც ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელ საშუალებას.

გულყვითელას ნაყენის ხშირი გამოვლება პირის ღრუში ეფექტურად მოქმედებს ღრძილების ანთების საწინააღმდეგოდ, ამცირებს და შემდეგ წყვეტს ღრძილებიდან სისხლდენას, ამაგრებს ღრძილებს. მის ნაყენს ივლებენ, ასევე, ტონზილიტისა და ანგინის დროს. გულყვითელას ნაყენის დალევა აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამცირებს შეშუპებას. კარგად მოქმედებს გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტისა და ენტეროკოლიტის დროს.

განსაკუთრებით ეფექტურია გულყვითელას გამოყენება სააფთიაქო გვირილასა და ფარსმანდუკთან ერთად.

გვირილისა და გულყვითელას ნარევი გამოიყენება როგორც ანტიბაქტერიული, სპაზმოლიტური ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ასევე, ნაღვლის სადინარების სამკურნალოდ.

გულყვითელას ნაყენი ასე მზადდება: ორი სადილის კოვზი ყვავილი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე მჭიდროდ და დადგით ორთქლზე, ადუღეთ თხუთმეტი წუთის განმავლობაში, შემდეგ გააცივეთ და გადაწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით, ისე, რომ მიიღოთ 200 მილილიტრი. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას, არაუმეტეს ორი დღე-ღამისა. მიიღეთ კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს, თბილი, 1 ან 2 სადილის კოვზი, დღეში 2-3-ჯერ, ჭამის წინ.

პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად ერთ სადილის კოვზ ყვავილს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი.

გულყვითელა გამოიყენება, ასევე, ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ნევრასთენია, კლიმაქსი, კანის დაავადებები, პაროდონტოზი, სტომატიტი.


скачать dle 11.3