კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფილმი, რომელმაც პატრიარქი აატირა


თვის ბოლოს საქართველოს კინოთეატრებში გამოვა ახალი ქართული ფილმი, რომლის გადაღების იდეის ავტორი და პროდიუსერი ავთო ვარსიმაშვილია. „ბამბაზიის სამოთხე“ საკმაოდ მძიმე და ტრაგიკული ფილმია და, ალბათ, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს გულგრილს არ დატოვებს.

ავთო ვარსიმაშვილი: „ბამბაზიის სამოთხე“ იყო მესხიშვილის თეატრის სპექტაკლი, რომლის რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა. სპექტაკლი ძალიან მომეწონა და მივხვდი, რომ მისი კინოვერსია ძალიან საინტერესო გამოვიდოდა. გიორგიც და მსახიობებიც ამ იდეას დიდი სიხარულით დასთანხმდნენ. პრაქტიკულად, მთელი ფილმი ზუსტად ათ დღეში გადავიღეთ.

– რეკორდი მოხსენით?

– იქიდან გამომდინარე, რომ „იდიოტოკრატიაც“ ათ დღეში გადავიღეთ, შეიძლება ითქვას, რეკორდი გავიმეორეთ. ექვსი გადასაღები ობიექტი გვქონდა, იყო ნატურაც, პავილიონიც.

– როგორც, ვიცი, საკმაოდ მძიმე სიუჟეტია.

– დიახ, ეს არის ორი ქალის – აფხაზი და ქართველი დედების ისტორია, რომელთაც შვილები ამ უაზრო ომში ჰყავთ დაკარგული. არ მინდა, სიუჟეტი ბოლომდე მოვყვე, უმჯობესია, ნახოთ ფილმი, რომელიც თავისი შინაარსით გვეუბნება იმას, თუ რამხელა ტკივილი, სევდა და ბოღმა არის ჩვენში ჯერ კიდევ დარჩენილი; როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ მოუშუშებელ ტკივილთან ერთად. ძალიან საინტერესო სახეები შექმნეს მსახიობებმა: ენდი ძიძავამ, მარიკა სამანიშვილმა, გიორგი ზანგურმა, ვანო ხუციშვილმა. არ ვიცი, როგორ მიიღებს მაყურებელი ფილმს, რომელიც ფსიქოლოგიურად საკმაოდ მძიმე საყურებელია და არავითარ შემთხვევაში არ არის გასართობი, მაგრამ, მგონია, რომ არც ერთი ადამიანი არ ნახავს ამ ფილმს ისე, რომ ცრემლი არ მოერიოს. ეს ჩვენი ტკივილია, რომელიც მხოლოდ სიყვარულით, და უამრავი რამის დავიწყებითა და შერიგებით უნდა მოშუშდეს.

ფილმი პატრიარქს ვუჩვენეთ. როდესაც ჩვენება დამთავრდა, პატრიარქს თვალები ცრემლებით აევსო, შემდეგ ფილმი დალოცა და დიდხანს გველაპარაკა იმ ტკივილზე, რომელიც ამ კინოსურათშია ჩადებული. ამის შემდეგ ფილმი ვუჩვენეთ წეროვანში მცხოვრებ სამაჩაბლოელ დევნილებს, რომელთათვისაც ძალიან ახლო და გასაგებია ეს თემა. მათაც ძალიან კარგად მიიღეს „ბამბაზიის სამოთხე“ და ისაუბრეს იმაზე, რომ აუცილებელია შერიგება, პატიება, დათმობა. არ ვიცი, როგორ უნდა მოხდეს ეს, მაგრამ, ვიცი, რომ ხელოვანებს შეუძლიათ, ძალიან ბევრი რამ გააკეთონ შესარიგებლად და ხელი გაუწოდონ მეორე მხარეს.

– როგორ გგონიათ, შესაძლებელია, რომ ეს ფილმი აფხაზეთშიც აჩვენოთ?

– ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ცდას არ დავაკლებ, რომ ასე მოხდეს. ვფიქრობ, მათთვის ეს საამაყოდ საყურებელი ფილმი იქნება. მას შემდეგ, რაც ოფიციალურად შედგება ფილმის პრემიერა, შევეცდები, რომ აფხაზურენოვანი ტიტრები გავაკეთო, და ისე ჩავიტანო აფხაზეთში. გარდა ამისა, ეს ფილმი ფესტივალებზეც გავა. ცოტა ადრეა ამაზე ლაპარაკი, რადგან ამჟამად ჯერჯერობით პრემიერაზე ვფიქრობ. რაც შეეხება ფესტივალებს, ფილმი წავა ისეთ ფესტივალებზე, როგორიცაა ქრისტიანული, მართლმადიდებლური კინოს ფესტივალები. კანისა და ბერლინის ფესტივალებზე ნამდვილად არ მიფიქრია.


скачать dle 11.3