კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას მოჰყავდა ვიეტნამში ყოფნისას მარგო ლუჩკო დილით ენერგიაზე და რით ითიშებოდა ის საღამოობით


მშვენიერი მარგო ლუჩკო სულ ახლახან იმყოფებოდა ვიეტნამში კონკურსზე „მისის მსოფლიო“, სადაც მეექვსე ადგილი აიღო, იგი ყოველთვის უვლის თავს და ცდილობს, საუკეთესო ფორმაში იყოს.


მარგო ლუჩკო: ძალიან გამიხარდა, რომ ამ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. რაც შეეხება კაბას, მეცვა თეო ოთარაშვილის შეკერილი, სვაროვსკის თვლებით გაწყობილი კაბა, რომელიც ყველაზე ლამაზი იყო. სხვათა შორის, თითქმის ყველა მონაწილეს, ჩემ გარდა, რაღაც ჰქონდა „გაკეთებული“: ცხვირი, მკერდი, ტუჩები... თან, ყველაზე ახალგაზრდა დედა ვიყავი. ძალიან დიდი კონკურენცია იყო, თუმცა, როდესაც 12 გოგონას შორის ამარჩიეს, ყველა მეუბნებოდა, შენ გახდები „მისის მსოფლიოო“, მაგრამ, მეექვსე ადგილი ავიღე და მაინც ძალიან გამიხარდა. ბევრი კარგი პრიზიც მომცეს: გვირგვინი სვაროვსკის თვლებით, საყურეები, ოქროს „სამეული“ და სხვა კონკურსებზეც დამპატიჟეს. რადგან სიმღერის კონკურსზეც კარგად გამოვედი, ამიტომ ლოს-ანჯელესის ხმის ჩამწერმა სტუდიამ თანამშრომლობა შემომთავაზა და ორი სიმღერა გამომიგზავნა.

– მოდი, თავის მოვლის თემას დავუბრუნდეთ. მითხარი, რა დროს უთმობ ყოველდღიურად თავის მოწესრიგებას?

– საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ, განსაკუთრებით – საღამოს, როდესაც სხვა საქმეები აღარ მაქვს. ძალიან მიყვარს ნიღბების გაკეთება სხეულზე, თმაზე. ზამთარში აუცილებლად ვისვამ დამატენიანებელ კრემს, თმაზე – სპეციალურ ნიღაბს, რომ სიცივისგან არ გამოშრეს. ცოტა ყავა, არაჟანი და ზეითუნის ზეთი ერთმანეთში უნდა აურიო, წაისვა ტანზე და შხაპის ქვეშ ჩამოიბანო. კანს კარგად კვებავს, კარგ ფერსა და სურნელს აძლევს. თმაზე ვიკეთებ გვირილის ნიღაბს, რომელიც თმას ბზინვარებას ჰმატებს, ქერა თმას ძალიან უხდება.

– როგორც ვიცი, გიყვარს გარეგნობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.

– ადრე ძალიან მიყვარდა, ყველა ფერის ვიყავი: წითელი, „რიჟა“, ძალიან ქერა, „ბრიუნეტკა“, მაგრამ, მივხვდი, რომ ჩემი ბუნებრივი ქერა თმა უფრო მიხდება.

– თუ გახსოვს, როდის „აღმოაჩინე“, რომ ქალი ხარ და რაა გააკეთე?

– ბავშვობაში ძალიან მსუქანი ვიყავი, ერთ ზაფხულს კი ისე გავიზარდე და დავქალდი, ისეთი, თეძოები და მკერდი დავიყენე, ეზოში რომ ჩამოვდიოდი, ვეღარ მცნობდნენ, ყველას სტუმარი ვეგონე და ისეთი სახით მიყურებდნენ – გოგონი შენ აქ რა გინდაო. მივხვდი, რომ ცოტა უნდა შევცვლილიყავი, ერთი იმაზე დამწყდა გული, რომ ჩემი ბავშვობა, თოჯინებით თამაში, ადრე დამთავრდა. 14 წლის ასაკში მოდელობა დავიწყე, 16 წლისამ კი თმა შევიღებე, წამწამები ავიპრიხე. ძალიან მიყვარდა წითელი პომადა, მაგრამ, ვიცოდი, რომ ბავშვისთვის მისი წასმა და ასე სახლიდან გამოსვლა არ შეიძლებოდა, ამიტომ სახლში ვისვამდი და მერე ყველას ვკოცნიდი.

– გიყვარს მასაჟები?

– ვიეტნამში ძალიან ბევრი მასაჟი გავიკეთე, სასტუმროს ოთახში თითქმის ყოველდღე ამოდიოდა გოგონა და მთელ ტანზე მიკეთებდა მასაჟს. ეს იყო საოცრება. მერე წაგვიყვანეს დედაქალაქში და იქ გაგვიკეთეს ტაილანდური მასაჟი ფეხით, ნემსებით, რაც სამ საათს გაგრძელდა, თან, ჩაბნელებული ოთახი იყო, კარგი მუსიკა და, მოკლედ, გავითიშე. ენერგიით ისე სავსე ვიგრძენი თავი, ვერ აგიწერ. ტაილანდური მასაჟი მართლაც პირველი ყოფილა, დიდი სიამოვნება მივიღე. თვითონ მასაჟისტი გოგონები ისეთი ლამაზები იყვნენ, რომ შოკში ვიყავი. საქართველოში, რატომღაც, მეუხერხულება მასაჟისტთან მისვლა.

– როგორც მივხვდი, შენ სხეულს განსაკუთრებულად უვლი?

– ბავშვის გაჩენის შემდეგ მივხვდი, რომ საკუთარ სხეულზე განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნო, მანამდე არ ვაქცევდი ყურადღებას რამდენს და რას ვჭამდი, მხოლოდ ნიღბებს ვიკეთებდი და კრემებს ვისვამდი. მას მერე, რაც ბავშვს ძუძუს აღარ ვაწოვებდი, 12 დღეში 9 კილოგრამი დავიკელი, ჩემს დიეტას ვიცავდი, ასევე, ერთი თვის განმავლობაში ვვარჯიშობდი, ზაფხულისთვის უკეთეს ფორმაში ვიქნები. ახლა კვებას დიდ ყურადღებას ვაქცევ: დილით და შუადღეზე ვჭამ, მაგრამ საღამოს უკვე უარს ვამბობ კრემიან ფუნთუშებზე, ხაჭაპურებზე...

– ტანისთვის დუშ-გელებსა და ბოდი-ლოსიონებსაც ხმარობ?

– დიახ, ვიეტნამაში გვაჩუქეს ძალიან კარგი დუშ-გელები: საზამთროსი, მარწყვის, ყავის, მანგოსი და ვანილის. არომათერაპია ძალიან კარგად მოქმედებდა ჩემზე: დილით საზამთროს დუშ-გელს მოვყავდი ენერგიაზე, საღამოს კი მარწყვის დუშ-გელით ვითიშებოდი. რადგან სილამაზის კონკურსები დიდ სტრესთან არის დაკავშირებული, ამიტომ ყოველ დილით დავყავდით მედიტაციაზე, რომელიც ღია ცის ქვეშ ზღვასთან ახლოს ტარდებოდა: ვანილის სურნელოვანი ჯოხები ენთო და ყველა გოგონა კარგ ენერგიაზე ვიყავით.

– როგორ ფიქრობ, მამაკაცი ხომ უნდა უვლიდეს თავს?

– რა თქმა უნდა! არ მიყვარს, როდესაც მამაკაცებს ხელები გაუხეშებული აქვთ, ამიტომ, როდესაც ხელზე ვისვამ კრემს, მაშინვე ვუსვამ ირაკლისაც. მისთვის სულ ვყიდულობ თავის მოვლის საშუალებებს და ისიც ყველაფერს ხმარობს. როდესაც ქალიც და კაციც მოწესრიგებული არიან და ერთმანეთს უყურებენ, ეს ორივეს სიამოვნებს და სტიმულს აძლევს. მამაკაცი თავდაჯერებული უნდა იყოს და ფიქრობდეს, რომ მე ყველაზე კარგი ვარო, ამისთვის კი თავის მოვლა აუცილებელია.

რჩევა: სულ ლამაზი რომ იყო, კარგად უნდა გამოიძინო, უნდა დალიო ნატურალური წვენი, უნდა იყო შეყვარებული და ყოველ საღამოს უნდა გაკოცოს შენმა საყვარელმა მამაკაცმა.


скачать dle 11.3