კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აერია კოკო როინიშვილს ურთიერთობა სასიძოსთან


თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის ვაჟი კონსტანტინე, კოკო, როგორც ახლობლები ეძახიან – ძალიან საინტერესო და გულახდილი რესპონდენტი აღმოჩნდა. თუ როდის აირჩია მსახიობის პროფესია, როგორ შეხვდა დის გადაწყვეტილებას ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით და როგორი იქნება მისი მომავალი მეუღლე, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.


– ვარ კოკო როინიშვილი – 19 წლის, ვსწავლობ თეატრალურ უნივერსიტეტში, მესამე კურსზე.

– ესე იგი თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის შვილებმა მშობლების პროფესიები გაინაწილეთ?

– ეგრე გამოდის (იცინის). ბავშვობიდანვე მინდოდა გავმხდარიყავი მსახიობი. იყო პერიოდი, როდესაც რეჟისორობაც მოვინდომე, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც მსახიობობა ვარჩიე. 7 წლის ვიყავი, როდესაც პირველი როლი ვითამაშე. ეს იყო თეატრალურ სარდაფში დადგმული სპექტაკლი „ქვირითობა“. მერე იყო თუმანიშვილის თეატრი.

რითი არ ვიცი, მაგრამ მშობლებიდან ორივეს მამსგავსებენ, თამრიკოსაც და გიასაც. ღმერთმა ქნას, რომ მიმამსგავსონ მხოლოდ დადებითი თვისებებით (იცინის).

– შენი აზრით, როგორი პიროვნებაა კოკო როინიშვილი?

– კოკო არის რთული ადამიანი, პრინციპული, მიზანდასახული. ხასიათებით ძალიან ცუდი, – როგორც ამბობენ (იცინის).

– რა გულახდილი ხარ...

– მეგობარი მყავს, დამირეკავს ხოლმე, – კოკო, რას შვრები, როგორ ხარ, გამოდი რა ჩემთან. მე რაღაცას ვუპასუხებ... – შენ, ცუდ ხასიათზე ხარ? – ჰო, – ტყუილი არ ვიცი. მაშინ არ მოხვიდე, მპასუხობენ. სხვასაც გადავდებ ხოლმე ჩემს ცუდ განწყობას.

– მანდილოსნებთან ურთიერთობაში როგორი ხარ?

– ეგ მანდილოსნებს უნდა ჰკითხოთ (იცინის). მე ძალიან მსიამოვნებს მანდილოსნებთან ურთიერთობა, მათ საზოგადოებაში ყოფნა. თუმცა, ბევრს დაუწყვეტია ჩემთვის გული და მეც – დამიწყვეტია მათთვის.

– ამჟამად თუ ხარ შეყვარებული?

– კი შეყვარებული ვარ.

– როგორია შეყვარებული კოკო?

– შეყვარებული კოკო უფრო თბილი ხდება, ვიდრე საერთოდ არის ხოლმე. თუმცა, გარეგნულად ძალიან მეტყობა, შეყვარებული როცა ვარ-მეთქი ვერ ვიტყვი. ძალიან არ ვიცვლები, ხასიათებიც არ მეცვლება.

– გოგონას გამო თუ გიჩხუბია როდისმე?

– უსიამოვნება მომსვლია ხოლმე, ალბათ, როგორც ბიჭების უმრავლესობას, თუმცა, ჩხუბში არ გადაზრდილა საქმე. ზოგადად, ვერ ვიტან უსამართლობას. არ მიყვარს როდესაც ძლიერი სუსტს ჩაგრავს.

– სერენადა თუ გიმღერია შეყვარებულისთვის?

– როგორ არა. ერთხელ მე და ჩემმა მეგობარმა, უცბად გადავწყვიტეთ რომ შუა ღამისას, გვემღერა ჩემი შეყვარებულისთვის, ავიღეთ გიტარა, წავედით მის ფანჯრებთან და ვუმღერეთ.

– ალბათ, ძალიან ესიამოვნა.

– ალბათ.

– ისე, მე ვერ წარმოვიდგენ, რომ თამრიკო ჭოხონელიძის შვილი ცუდად მღეროდეს.

– ამბობენ ცუდად არ ვმღერი. მიყვარს სიმღერა. ვმღერი ხოლმე ჩემთვის, ახლობლების წრეში, მეგობრებთან, დედასთან, ჩემს დასთან ერთად.

– როგორც ვიცი, მარიამი სულ მალე გაბედნიერდება. როგორ შეხვდა ძმა დის გადაწყვეტილებას?

– რთული შეკითხვაა, იმიტომ რომ, ჩემი სიძე, ჩემი ჯგუფელია, ჩემი ძალიან ახლო ძმაკაცი – გიორგი მახარაძე.

– შენი მხრიდან გაიცნეს ერთმანეთი?

– კი, რა თქმა უნდა. თავიდან, ცოტა აგვერია ურთიერთობა, მაგრამ როდესაც მივხვდი, რომ ეს მართლა სიყვარული იყო... ვერავინ ვერ მოერევა სიყვარულს. ძალიან ძნელი იყო, მაგრამ მიხარია, რომ გადავლახე ეს ყველაფერი, ჩავეხუტე ორივეს და მოვეფერე. რა ვიცი, ჯერჯერობით კარგად იქცევიან (იცინის). ქორწილი მარიამსა და გიორგის 23 იანვარს ექნებათ. ნიშნობა დეკემბერში ჰქონდათ. ყველაფერი ქართულად, მართლმადიდებლურად, ტრადიციულად ჩატარდება.

ამჟამად მე და გიორგი ერთად ვმუშაობთ საკურსო სპექტაკლზე. ის ჩემს სასიმამროს თამაშობს. გიორგი ნიჭიერი ადამიანი და პერსპექტიული მსახიობია.

– თვითონ თუ ფიქრობ დაოჯახებაზე?

– მე ჯერჯერობით დაოჯახებაზე არ ვფიქრობ. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ფინანსურად დამოუკიდებელი ვიქნები.

– ტრადიცია ვახსენეთ, მიზანშეწონილად მიგაჩნია ქორწინებამდე შეყვარებულების ერთად ცხოვრება?

– რატომაც არა. გარკვეულწილად, აუცილებელიც არის, რომ შეყვარებულმა წყვილებმა, რაღაც პერიოდის განმავლობაში, იცხოვრონ ერთად. რადგან ისე ხდება, რომ ქორწილის შემდეგ აღმოაჩენენ, ხოლმე, თურმე ერთმანეთი არ ჰყვარებიათ ისე ძალიან, არ არიან ერთმანეთის ღირსნი. ამიტომ ეს, რომ არ მოხდეს, შეიძლება, იცხოვრონ ერთად, მიხვდნენ შეძლებენ თუ არა, გაუგონ ერთმანეთს. თუ ვერ გაუგებენ, მაშინ არ შედგება ქორწინება და დროულად დაშორდებიან.

– როგორი გოგო შეიძლება, გახდეს კოკოს მეუღლე?

– უნდა შეეძლოს სამზარეულოში ტრიალი, ხელსაქმე, ბავშვის აღზრდაც. კარგია ძიძა რომ გეხმარება, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ბავშვი დედამ უნდა გაზარდოს. ეს არ ნიშნავს, რომ მე მოვითხოვ ის მხოლოდ სახლში იჯდეს. მე, ჩემი მხრივ, ყველანაირად ხელს შევუწყობ მეუღლეს რომ თავისი საქმე ჰქონდეს და მარტო დიასახლისობით არ შემოიფარგლებოდეს. ქალი ყველაფერს უნდა ასწრებდეს, ისევე როგორც მისი მეუღლე, რომელიც, როდესაც რაიმე ელემენტარული დაზიანდება ოჯახში, მაშინვე ხელოსანთან არ უნდა გარბოდეს.

– თამადობა შეგიძლია?

– თამადობა შემიძლია. ძალიან მკაცრი თამადა ვარ. ყველას ვაჩუმებ. საკმარისია, ვინმემ გადაილაპარაკოს, მაშინვე განსხვავებულები მოაქვთ მისთვის. თვითონაც კარგად ვსვამ.

– ესე იგი ხარ თამადა კარგი სადღეგრძელოებით, კარგი სიმღერითა და ცეკვით?

– ცეკვის რა მოგახსენოთ... ცეკვა ჩემი ტკივილია. არ ვიცი, პლასტიკაც არ მაქვს. 6 წლის ვიყავი, თამრიკოს ვთხოვე ცეკვაზე შემიყვანე-მეთქი. წავიდა, მიყიდა ქამარი, ეგრეთ წოდებული ცეკვის ჩუსტები და წამიყვანა. როცა პირველი გაკვეთილი დამთავრდა მასწავლებელი გამოსულა და თამრიკოსთვის უთქვამს: ცოდოა, არ აწვალო, ამისგან მოცეკვავე არ დადგებაო.


скачать dle 11.3