კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჩანგალზე“


ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო


რაკი სრულიად აშკარაა, რომ „ქისტეთში (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მთელ დედამიწაზე) მათი ერთგული კენჭიც კი არსად არიო“, სავსებით ბუნებრივი იყო, რომ ბ-ნი მაკკეინის სტუმრობა ხელისუფლებამ ეროვნულ ზეიმად აქცია. ჰოდა, რაკი თბილისი ზეიმს არ იმსახურებს (ყოველ შემთხვევაში, ეროვნული მასშტაბისას და ამას 31 დეკემბრის „ჯადოსნური ღამე“ მათქმევინებს), ამ საპატიო ოკეანისგაღმელს, თავის ორ კოლეგა სენატორთან ერთად (რომლებიც, თუ ბ-ნი მაკკეინისადმი გამორჩეულ ყურადღებას გავიხსენებთ, „ჩანგალზე“ მოყვანილებს ჰგავდნენ) ჩვენმა პრეზიდენტმა ბათუმში უმასპინძლა (რაკი შეხვედრა შენობაში შედგა, ის შესაბამისად იყო გაფორმებული: სცენას ბათუმში ჯერაც დაუსრულებელი, მაგრამ ასაშენებლად გამზადებული სასტუმროების უზარმაზარი ფოტოები ამშვენებდა), მისთვის არც ტკბილი სიტყვები დაიშურა და არც ეროვნული გმირის ორდენი – ვიღაც-ვიღაცეები ჩირგვებში რომ ისხდნენ, მაკკეინი ხმალს ლესავდაო. მართალია, პირველ პირს არ დაუკონკრეტებია, ვინ იჯდა ჩირგვებში 2008 წლის აგვისტოში (სავარაუდოდ, წარმოშობით უცხოელებზე მიანიშნა), სამაგიეროდ, დაჯილდოებულ სტუმარს საჩუქრად ამერიკული წარმოშობის იარაღი გადასცა – აგვისტოს ომის დროს რუსმა გენერალმა ქართველ ბიზნესმენს მიჰყიდა, ვიეტნამში მყოფი ამერიკელი მფრინავის ნაქონიაო. ხოლო, რაკი საზოგადოების ნაწილი არითმეტიკასთან ისევ მეგობრობს, უცბად დაითვალეს, რომ ვიეტნამომგამოვლილი რუსი გენერალი 2008 წლის აგვისტოსთვის ფრიად გადაღძუებული უნდა ყოფილიყო, პრეზიდენტს ტელევიზია მიეშველა („ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო“) – მეორე დღესვე გვამცნეს, რომ რფ-ის შეიარაღებული ძალებიდან მხცოვანი გენერლები პენსიაზე გაუშვესო. როგორც უნდა ყოფილიყო, სტუმარი საჩუქრებითაც კმაყოფილი დარჩა (თუმცა, პირადად მე მაინც ვერ გავიგე, რატომ არის ბ-ნი მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირი, შესაძლოა, იმიტომაც, რომ ვიღაც-ვიღაცეები, სწორედაც რომ, ჩირგვებში ისხდნენ, თანაც, ადგილობრივი წარმოშობის) და მადლიერ ქართველ სტუდენტებთან შეხვედრითაც. მეტიც, სტუმარს ამერიკული ჯერაც დაუსრულებელი ბლოკბასტერიდან ნაწყვეტიც კი აჩვენეს (რა თქმა უნდა, ის, სადაც ენდი გარსია მიხეილ სააკაშვილს თამაშობს). ერთი სიტყვით, მთელ ამ იდილიას აკლდნენ ნორჩი მოსწავლეები გულზე მიბნეული სამკერდე ნიშნებით, რომლებზც ბ-ნი მაკკეინის ბავშვობის დროინდელი ფოტო იქნებოდა გამოსახული!


скачать dle 11.3