კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პატარა გული


და დიდი ხელფასი


განათლების რეფორმის ახალი ტალღის ამბავი გაცივებულიც არ იყო, როდესაც ქართულმა ელმედიამ დააქუხა, რომ საზოგადოება (რა თქმა უნდა, ბეცი და ბნელი ოპოზიციის გარდა) ორივე ხელით მიესალმა დანგრეულის ხელახლა აშენებას. განსაკუთრებით, მოსწავლეებს გახარებიათ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად 10 გამოცდის ჩაბარების პერსპექტივა, ყველას ერთად კი – სკოლებში პატრიოტული სწავლების შემოღება (სავარაუდოდ, ხელისუფლება მიხვდა, რომ დიდ ხელფასს დიდ გულთან არანაირი კავშირი არ აქვს). თუმცა ისიცაა, რომ პრეზიდენტმა უფრო ადრე, კერძოდ, გასული წლის დეკემბერშივე გვაუწყა, რომ ჩვენს ქვეყანაში ისეთი პირობები უნდა შეიქმნას, როდესაც ქუდზე არა მხოლოდ კაცი, ქუდზე ქალიც უნდა გამოვიდეს (ისევე, როგორც ისრაელშიაო); თითოეული სახლის წინ კი, თურმე, სანგრები უნდა გაითხაროს (სავარუდოდ, ისინი ქალებმა და ბავშვებმა უნდა გათხარონ, რადგან მამაკაცებს არ სცალიათ, რეფორმებს ატარებენ). ჯერჯერობით არ ვიცით, როდის მოუწევთ ჩვენს ქალებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გავლა, სამაგიეროდ, ცნობილია, რომ მომავალი თაობის პატრიოტულად აღზრდას მომავალი სასწავლო წლიდანვე დაიწყებენ (თუ „პატრიოტთა ბანაკების“ პრაქტიკას გავიხსენებთ, წესით, ისიც დასაზუსტებელია, ვისი პატრიოტები უნდა აღზარდოს საჯარო სკოლებმა). მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ჩემი მოკრძალებული აზრით, უახლოეს მომავალში საქართველოს შეიარაღებული ძალები, ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად, შემდეგნაირად უნდა განლაგდეს: წინა ხაზზე – ქალები, მათ შემდეგ – მოსწავლეები, უკან კი, ზურგში – მამაკაცები, პრინციპით, „დააფარე, დააფარე, არ გაცივდეს“ (ვისაც ჩემ მიერ შემოთავაზებული განლაგება არ მოსწონს, შეუძლია, ცივ წყალს მიეძალოს, განსაკუთრებით იმას, 2008 წლის აგვისტოში აშშ-ელებმა რომ მოგვაშველეს).

დაბოლოს, რაკი ქართველმა მშრომელებმა 31 დეკემბერს თავიანთ ხელმძღვანელობას მუშაობის უფლება სთხოვეს (ასე გვაუწყეს ელმედიით), ქართველი მოსწავლეები კი მოუთმენლად ელიან, როდის მიეცემათ სამის ნაცვლად ათი გამოცდის ჩაბარების ბედნიერება, აშკარაა: „ია დრუგოი ტაკოი სტრანი ნე ზნაიუ, გდე ტაკ ვოლნო დიშიტ ჩელოვეკ!“


скачать dle 11.3