კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უკვდავება


„ლევან ხარა, ლევან ხურა“


მართალია, ხელისუფლებამ ჯერ კიდევ გასულ წელს დადო პირობა, რომ პირველივე არჩევნებისთვის ლევან თარხნიშვილს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სკამს გამოაცლიდა, მაგრამ ხანი გამოხდა და, რაკი სიტყვასაც ჩალის ფასი აქვს, პრეზიდენტმა თავმჯდომარის პოსტზე სამი კანდიდატურაც წარადგინა, მათ შორის, ერთ-ერთად კი – ბ-ნი თარხნიშვილიც, სავარაუდოდ, პრინციპით: ლენინ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ლევან) ხარა (ანუ „ჟილ“), ლენინ (ისევ ლევან) ხურა (ანუ „ჟივ“), ლენინ (ისევ ლევან) ხარა-ხურა (ანუ „ბუდეტ ჟიტ“) და ამ ჭეშმარიტებას ვერ ცვლის ის პროზაული ფაქტი, რომ ბ-ნმა თარხნიშვილმა ბოლო წამს მოხსნა თავისი კანდიდატურა. იმას გარდა, რომ პრეზიდენტმა კანდიდატურების წარდგენის ვადა დაარღვია (ეს ამბავი „რესპუბლიკელმა“ უსუფაშვილმა მაკკეინს წერილობით დასაბუთებულად აუწყა), „ნაცხელისუფლებამ“ ტექნოლოგიური გამოცდილებაც მოიშველია და ისეთი კანდიდატები შეარჩია, რომლებისგანაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები ერთ-ერთს ვერაფრით ამოირჩევდნენ, ამიტომაც საქმეში პარლამენტი ჩაერთო. ვიცე-სპიკერმა მაჭავარიანმა (რომელსაც დემოკრატიული ტექნოლოგიების არადემოკრატიულად გამოყენების შესახებ უკვე წიგნის დაწერაც კი შეუძლია, რადგან მისნაირი სპეციალისტები დედამიწაზე სანთლითაა საძებარი) „დანანებით“ შენიშნა, რომ ოპოზიციამ შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. ჰოდა, რაკი „ვერ გამოიყენა“, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც პრეზიდენტის ნების მონა-მორჩილია – პრინციპით: ვამბობთ პარტიას (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პარლამენტს), ვგულისხმობთ ლენინს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პრეზიდენტს), „ნაცხელისუფლებას“ ადგილობრივი მმართველობის არჩევნებზე თავი ქუდში აქვს. მაგალითად, უმრავლესობის ლიდერი ბ-ნი ცისკარიშვილი უფრო შორსაც წავიდა – საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ოპოზიცია ნიშნავსო (?!). საპარლამენტო ოპოზიციამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა (რადგან იცის: ნიშნავს არა – ფლავი!) და თავმჯდომარის დამტკიცების პროცედურას არ დაესწრო (პროტესტი „გამოხატა“), რითაც პროცესის დემოკრატიულ ფასადს თავისი აგურიც შეაშველა. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ოცდამეერთე საუკუნის საქართველოს პოლიტცხოვრება ნათელი დასტურია იმისა, რომ „ლენინ ჟილ, ლენინ ჟივ, ლენინ ბუდეტ ჟიტ“, მიუხედავად საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობილებისა!


скачать dle 11.3