კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაიმედებულები


ანუ უცოდინრობა სინათლეა


მართალია, ნატო ბოლოჯერ 2008 წლის ივლისში გაფართოვდა ალბანეთისა და ხორვატიისთვის, რომლებიც 2009 წლის პირველ აპრილს უკვე ოფიციალურად გახდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები, ჩვენ კი კვლავაც მხოლოდ იმით გვანუგეშებენ, რომ, ადრე თუ გვიან (სავარაუდოდ, უშაბათო კვირას), საქართველოსაც შევახვედრებთ წევრობასო, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ნატოს ომებში მონაწილეობისთვის გვაქვს კარი ღია (პრინციპით: „მუქთა იყოს, კუბო იყოს“). ხოლო, რაკი კაცი იმედით ცოცხლობს, სწორედ „იმედმა“ დაგვაიმედა (რომელმაც ზებოს როლი დედის რძესავით შეითვისა), რომ გზა ნატოსკენ იხსნება! თანაც, მეტად ორიგინალური მეთოდით: კერძოდ, საქართველოში, თურმე, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის ალტერნატიული პუნქტი ამოქმედდება, რომელიც თურქეთთან ახლა უკვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან დაგვაკავშირებს (და მერე რა, რომ საზღვრის ეს მონაკვეთი, ვალეს გამშვებ პუნქტად წოდებული, წლების წინათ გახსნილიც იყო და გამოხსნილიც?!). შესაბამისად, გაგვანათლეს, რომ ეს ადგილი ნატოსთან საბჭოთა კავშირმა საბჭოთა დროსვე, სახელდობრ, გასული საუკუნის 30-იან წლებში, ჩაკეტა, რამაც მის ხელახლა გახსნას ასმაგად საზეიმო დატვირთვა უნდა შესძინოს. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ნატო 1949 წელს შეიქმნა, თურქეთი კი მასში 1952 წელს გაწევრიანდა, ბუნებრივია, გასული საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა კავშირი ნატოსთან საზღვარს, მიუხედავად სურვილისა, ვერ ჩაკეტავდა იმ მარტივი მიზეზით, რომ იმხანად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ბუნებაში არ არსებობდა. მაგრამ, სამაგიეროდ, „მაგ მთაში იტრიალებს ხვრელი და არსად არ წავა იქიდან, ასეა ნაანგარიშევი. იცის ხალხმა, აპა, რავა, მარა… რას ფიქრობს ხალხი, თუ იცი? ჩვენ რომ ასე ადვილად ვწვდებით ჩვენი ჭკუით მაგ საქმეს, სხვანაირად არის ალბათო. ასე მტკნარ სიცრუეს სეთური როგორ გვეტყვის და გამოვა ჭაში ეგ ხვრელი, აბა, რას იზამსო“.

ჰოდა, მიგვიყვანს ეგ გზა ნატოსკენ, აბა, რას იზამს?!


скачать dle 11.3