კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნასიამოვნებები


ანუ ჩვენებურ „სამ ასოზე“ სულ სხვაა


მართალია, კვლავაც უცნობია, „რაც ჩვენ მაგათ ვწყევლით, როგორ უდგათ პირში სული“, მაგრამ, ფაქტია, რომ კიდეც უდგათ და თვით ახალი წელიც კი იზეიმეს. ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ პუტინ-მედვედევის თოჯინების მიერ რუსეთის სატელევიზიო არხით გადაცემული მოლოცვა-ჩასტუშკები ქართული საერთო მაუწყებლების ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. უფრო ზუსტად, მისი ის მონაკვეთი, როდესაც ვლ. პუტინის თოჯინა ამ ჩვენს ნაბუქოს სამ ასოზე უშვებდა (თუმცა, ისიცაა, ჩრდილოეთიდან მინიშნების გარეშეც აშკარაა, რომ უკვე იქ ვართ). ჩემმა ელკოლეგებმა არ დაგვიმალეს, რომ პუტინ-მედვედევის დასტურის გარეშე ვერც მათი თოჯინები იხილავდნენ ტელეეთერს და ვერც ამღერდებოდნენ. ჩვენ, ბუნებრივია, არ გვეპარება ეჭვი, რომ ეს ზუსტად ასე მოხდებოდა, ოღონდ, თუ ჩვენს საერთო მაუწყებლებს გავიხსენებთ, საქმე დაახლოებით ასეა: „ჩემი შენ გითხარიო“. როგორც უნდა იყოს, ქართველებმა რფ-ის უგვირგვინო მეფეს ზრდილობა დაუწუნეს. მათ არც ქართულ ტელესივრცეში გადმონაცვლებული რუსი ჟურნალისტები ჩამორჩნენ (რომლებიც ახლა უკვე ჩვენი ფულით დაფინანსებულ რუსულენოვან სატელევიზიო არხზე ეწევიან ჟურნალისტურ საქმიანობას). მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ რფ-ის მოქალაქე, აწ უკვე ქართულ უმაღლეს განათლებას შეჭიდებული, მანამდე კი, სახმინისტრი (რომლის უკითხავადაც ჭიანჭველა ვერ გაფაჩუნდებოდა) ბ-ნი ბენდუქიძე, დღიდან საქართველოში ჩამოსვლისა, დღენიადაგ სამ ასოზე გვიშვებდა (თანაც, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე), ჯერ ერთი, ამ საქმის გემო უკვე ვიცით და, არც ისაა გამორიცხული, რომ ვლ. პუტინს სწორედ კ. ბენდუქიძისთვის მიებაძა (ამათ ასე უფრო სიამოვნებთო).


скачать dle 11.3