კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: როგორც ვიცი, ინფექციური ენტერიტი ძალიან საშიშია ძაღლის ჯანმრთელობისთვის. ყველაზე ხშირად რომელი ძაღლები ავადდებიან ამ სენით?

პასუხი: ინფექციური ენტერიტით ავადდებიან ძირითადად ახალგაზრდა ძაღლები, დიდ ძაღლებს თავისებური იმუნიტეტი უმუშავდებათ. აცრები რომ არ ჰქონდეთ ჩატარებული, თბილისის ძაღლების 70 პროცენტი დიდ ასაკამდე ვერ მიაღწევდა. სანამ ვაქცინას შექმნიდნენ, ინფექციური ენტერიტი იმდენად იყო გავრცელებული, რომ მთელ მსოფლიოში ნაყარის თითქმის 30-40 პროცენტი იღუპებოდა.

კითხვა: გამიგია, რომ ალბინოს ძაღლებს მხედველობის პრობლემა აქვთ. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს?

პასუხი: ალბინოს ძაღლებს ჩვეულებრივი მხედველობა აქვთ. მათი თვალები რომ იმდენად ბაცია, წითელი ფერი დაჰკრავს, ამას რუბერუზი ეწოდება, რაც უფრო ხშირად დოგებში გვხვდება. თეთრი ძაღლების გამრავლება სწორედ ამ სირთულესთან არის დაკავშირებული. ამიტომ, თუ თეთრ ძაღლს ამრავლებენ, მას აუცილებლად შავი ცხვირ-პირი უნდა ჰქონდეს, თვალები კი – მაქსიმალურად შეფერილი.

კითხვა: რომელია ზამთრის ყველაზე საშიში დაავადება ცხოველებში და როგორ დავიცვათ ისინი?

პასუხი: ზამთრის საშიში დაავადება ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ადენოვირუსულ პნევმონიაზე ანუ ძაღლის გრიპზე, რამაც, შეიძლება, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს პნევმონიის სახით. აუცილებელია ცხოველებს ჩავუტაროთ გეგმური ვაქცინაცია, დეჰელმინიზაცია და ვკვებოთ მაღალკალორიული, ვიტამინიზებული საკვებით.

კითხვა: ჩემს ძაღლს ჭამის შემდეგ ბოლო დროს ხშირად ერევა გული. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი: ეს შეიძლება იყოს საკვების ბრალი, ანუ აძლევთ ისეთ საკვებს, რომელიც იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანებას, რაც შემდგომ იწვევს გასტრიტის დუოდენიტს და ქოლეცისტიტს. ამიტომ, საჭიროა, დროულად მიიყვანოთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ვეტერინართან.

კითხვა: უკვე წელიწად-ნახევარია, ჩემი ძაღლი ცოფზე არ ამიცრია. შესაძლებელია, კიდევ რამდენიმე თვე არ ავცრა?

პასუხი: ცოფზე ვაქცინაცია აუცილებელია გაუკეთდეს ძაღლს 3 თვის ასაკიდან და შემდეგ ყოველ 11 თვეში ერთხელ. ამიტომ, თქვენს შემთხვევაში, აუცილებელია, სასწრაფოდ გაუკეთოთ თქვენს ძაღლს ვაქცინა. უნდა გახსოვდეთ რომ ცოფი ძალიან საშიში დაავადებაა და მის შემთხვევაში ლეტალობა 100 პროცენტია.


скачать dle 11.3