კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოჯახის სიმტკიცისთვის


არსებობს ორი, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მოსაზრება. საზოგადოებაში ორივე თანაბრად პოპულარულია. პირველი არის ის, რომ ბავშვი ოჯახის სიმტკიცის საფუძველია. ასე რომ იყოს, ბავშვიანი ოჯახები საერთოდ არ დაინგრეოდა. ესე იგი, ცდებით.

მეორე: ბავშვის დაბადებით ოჯახში კრიზისი იწყება და ეს ურთიერთობების სერიოზული გამოცდაა. არც ეს მოსაზრება გახლავთ სიმართლე. შეყვარებულ ცოლ-ქმარს ბავშვი ერთმანეთისგან არ გააცალკევებს, ვერ იქნება „განხეთქილების ვაშლი“, თუკი ის სიყვარულის ნაყოფია.

სინამდვილეში, ბავშვმა უნდა დაათბოს ოჯახში ატმოსფერო. ბუნებრივია, მის დაბადებასთან ერთად შეიცვლება პრიორიტეტები. თავს იჩენს ახალი პრობლემები, ვალდებულებები და გაიზრდება როგორც ქმრის, ასევე ცოლის პასუხისმგებლობა. ურთიერთობებს ძაბავს რომელიმე მათგანის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. საკითხი – კარიერა თუ ოჯახი – დიდი ხანია, აღარ არის აქტუალური. ახლა პრობლემა ასე დგას: კარიერა ოჯახისთვის და მისი კეთილდღეობისთვის. როცა გინდა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია, აუცილებელიც კი არის, გარეთ დასახარჯავი ენერგია და პოტენციალი გარეთვე დაიხარჯოს. როცა ოჯახზე ფიქრობთ, უნდა წარმოიდგინოთ, უფრო სწორად, გაიხსენოთ, რაზე ოცნებობთ ცივ, წვიმიან და ყინვიან დღეს, როცა ქუჩაში ხართ და კანკალებთ: რა თქმა უნდა, სახლზე, გამთბარსა და სიყვარულით სავსეზე. ამიტომ, ყოველთვის, როცა ოდნავ მაინც შეგეპარებათ ეჭვი, გჭირდებათ თუ არა ოჯახი, რომელიც თქვენგან დიდ ფიქრსა და ძალისხმევას მოითხოვს, აუცილებლად იფიქრეთ წვიმასა და ქარში გარეთ დარჩენილ ადამიანებზე – სწორედ ეს იქნება საუკეთესო საშუალება თქვენი ოჯახის სიმტკიცისთვის.


скачать dle 11.3