კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუძლია თავის დაცვა მოვალეს, თუ იპოთეკურ სესხს ვერ იხდის

ბოლო ერთი წლის განმავლობაში იპოთეკურ კრიზისთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს შეეხო – მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და გასული წლის საომარი მდგომარეობის შემდეგ, რასაც საქართველოში სამუშაო ადგილების შემცირება მოჰყვა, მოვალეებს აღებული სესხებისა და განვადებით ნაყიდი საყოფაცხოვრებო ნივთების საფასურის გადახდა აღარ შეუძლიათ. რა ცვლილებების შემდეგ გართულდა მოვალეთა მდგომარეობა და რატომ იცავს კანონი მხოლოდ კრედიტორს, ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის იურიდიული სამსახურის უფროსი, მარი ცუცქირიძე გვესაუბრა.





მარი ცუცქირიძე: იპოთეკური სესხების აღება და საყოფაცხოვრებო ნივთების განვადებით შესყიდვები მასობრივად 2007 წლიდან დაიწყო. ამ მხრივ ბუმი იყო 2008 წლის პირველ ნახევარშიც. იმ პერიოდში რატომღაც ძალიან გამარტივდა სესხების გაცემა, მთავარი იყო ადამიანს წარმოედგინა რამე დოკუმენტი, რომ მის სახელზე ირიცხებოდა რამე ქონება, ან, თუ მას არ გააჩნდა ქონება, ნებისმიერ ახლობელს, მეზობელს და ნათესავს გარანტიად წარმოედგინა თავისი უძრავი ქონება, რომ სესხის აღებასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობდა, ხშირ შემთხვევაში, მით უფრო, საყოფაცხოვრებო ნივთების განვადებების დროს, კრედიტორები ყოველგვარი დოკუმენტაციების გარეშე გასცემდნენ სესხებს, ეს განსაკუთრებით ეხებოდა უფრო წვრილ-წვრილ ბანკებს. ისინი სესხის უზრუნველსაყოფად მოვალისაგან არც კი იდებდნენ უძრავ ქონებას. აგვისტოს მოვლენებისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, ისინი ვეღარ იხდიან აღებულ კრედიტებს, რამაც გამოიწვია ის მძიმე მდგომარეობა, რაც დღეს არსებობს. ჩვენს პარტიაში ყოველდღიურად მოდიან ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს უძრავი ქონება და დახმარებას გვთხოვენ. ადამიანები აზრზე მოსვლასაც ვერ ასწრებენ, ისე კარგავენ საკუთარ ქონებას. სიტუაციის გართულებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ერთი წლის წინათ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კრედიტორს აქვს უფლება, იპოთეკური ხელშეკრულების პარალელურად გააფორმოს მეორე ხელშეკრულება, რომლითაც კრედიტორის საკუთრებაში გადადის მოვალის უძრავი ქონება პირდაპირ, აუქციონის გარეშე. როგორც ცნობილია, ეს მუხლი სამოქალაქო კოდექსში ბანკების დაკვეთით შევიდა. მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ეს მუხლი, მოვალეები კაბალურ პირობებში აღმოჩნდნენ.

– ამ ხელშეკრულების დადება მოვალისთვის სავალდებულო იყო?

– სავალდებულო არ იყო, მაგრამ კრედიტორს მიეცა ამის უფლება. ადრე მას ეს უფლება არ ჰქონდა და, სიტუაციის გართულების შემთხვევაში, იმართებოდა აუქციონები, რომელიც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბანკი მოვალესთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებას არასდროს არ დებს, არსებობს რამდენიმეგვერდიანი სტანდარტული ხელშეკრულებები, რომელშიც იცვლება სახელები, გვარები, მისამართები და თანხის ოდენობა. როგორც წესი, ადამიანი თავიდან ბოლომდე არ კითხულობს ხელშეკრულებას, რომელსაც ხელს აწერს. ასი ადამიანიდან მხოლოდ ხუთმა შეიძლება დაწვრილებით გადაიკითხოს ხელშეკრულება, თუმცა, თუ მას თანხა ძალიან სჭირდება, კრიტიკულ სიტუაციაში, არც იმ პირობებზე ამბობს უარს, რომელიც ხელშეკრულებაში დევს. ადრე მოვალე უფრო მეტად იყო დაცული, ვიდრე კრედიტორი. ახლა პირიქითაა, დღეს კანონი, კრედიტორს უფრო იცავს და ეს, ბუნებრივიცაა: როცა გაასესხებ ფულს, იმის უზრუნველყოფაც უნდა გქონდეს, რომ ის ფული ამოიღო, მაგრამ დღეს კანონი მთლიანად ბანკზეა მორგებული და მის სასარგებლოდაა დაწერილი, და არა მოქალაქეზე. არსებობს თანხის დაჩქარებით ამოღების უამრავი მექანიზმი, მოვალეებს ვერ იცავს კანონი, მათი ბედი ფაქტობრივად, მხოლოდ კრედიტორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. კანონში არ არსებობს არც ერთი მუხლი, რომელიც აიძულებს კრედიტორს, შეღავათები გაუკეთოს მოვალეს. ის, რომ სასამართლოში უჩივლო კრედიტორს თანხის გადავადების მოთხოვნით, გამორიცხულია. საკმაოდ კაბალურია პროცენტები, რომლითაც კრედიტორები თანხას გაასესხებენ. თუ ადრე საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ბანკთან შესაბამისი უნდა ყოფილიყო, დღეს ასე აღარაა – კრედიტორი პროცენტს საკუთარი სურვილით დაარიცხავს. ხელშეკრულების დადება ხდება ნებისმიერი პროცენტით, ყველა ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რომელიც პროცენტთან ერთად საკმაოდ დიდ თანხას აღწევს. ხუთიათასლარიანი სესხი, გართულების შემთხვევაში, ოცდახუთიათას ლარამდეც კი შეიძლება, რომ ავიდეს. კანონის მიხედვით, იპოთეკური ხელშეკრულებების შეჩერება ხდება მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციებში, ფორსმაჟორად ითვლება სტიქიური უბედურებები და საომარი სიტუაცია. აგვისტოს ომის დროს, ორი კვირის განმავლობაში შეჩერდა იპოთეკური ხელშეკრულებები. როგორც კი საომარი მდგომარეობა დასრულდა, უხეშად რომ ვთქვათ, მრიცხველები მაშინვე ჩაირთო. იმას, რომ ამ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და ადამიანებმა დაკარგეს სამსახურები, მხედველობაში არავინ იღებს.

– თუმცა, რამდენიმე ბანკმა შექმნა კომისიები, რომლებიც პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით მოვალეებს შეღავათიან პირობებსა და გადავადების სხვადასხვა მექანიზმს სთავაზობენ.

– ჩვიდმეტი მოქმედი ბანკიდან მხოლოდ „საქართველოს ბანკში“ მოხდა ასეთი კომისიის შექმნა. ამ ბანკს ჩვენი პარტიის სახელით ძალიან ბევრი თხოვნითა და შუამდგომლობით მივმართეთ. არ ვიცი, ჩვენი დამსახურებაა თუ ბანკის ინიციატივა, მაგრამ, საბედნიეროდ, ასეთი კომისიის შექმნა მოხერხდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, კომისიას მიმართავენ წერილობით და მათი მდგომარეობის განხილვის შემთხვევაში, ხდება ინდივიდუალური გრაფიკების შექმნა. ესეც ბანკის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, კანონი მას არ ავალდებულებს, რომ მოვალის მძიმე მდგომარეობა ან ეკონომიკური კრიზისი გაიზიაროს.

– მოვალის გარდაცვალება არ ითვლება ფორსმაჟორულ სიტუაციად?

– არავითარ შემთხვევაში. მოვალის გარდაცვალების შემთხვევაში სესხი უნდა დაფაროს მემკვიდრემ, ვინაიდან მემკვიდრეობის მიღება ხდება გარდაცვალებიდან ექვსი თვის შემდეგ, ამ პერიოდში ხდება ხელშეკრულების შეჩერება. მემკვიდრე ჯერ ფარავს ვალს და დარჩენილ ქონებას იღებს მემკვიდრეობად. მოვალის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში ფიგურირებს გარანტი პიროვნება, სესხის ამოღება ხდება მისგან, და არა მემკვიდრისგან. ბანკი არ დაელოდება ექვსი თვის გასვლას და არ დაზარალდება. იმ შემთხვევაში, თუ მევალე აღმოჩნდა საპატიმრო დაწესებულებაში, კრედიტორს აქვს უფლება, მოახდინოს მისი ქონების რეალიზაცია და ამოიღოს კუთვნილი ფული, მაგრამ თუ მევალეს იმ პერიოდისთვის ქონება არ გააჩნია, ხელშეკრულება ძალაში რჩება, მევალეს ჩვეულებრივ ემატება პროცენტები, მანამდე, სანამ მის ანგარიშზე არ აღმოჩნდება რამე სახის ქონება. შესაძლებელია, ვალის გადახდა მოხდეს ციხიდან გათავისუფლებიდან წლების შემდეგაც კი.

– საკმაოდ რთულ სიტუაციებში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, ვინც იპითეკურ ხელშეკრულებებში სხვას ანდო გარანტად თავისი ქონება.

– ესეც მასობრივი პრობლემაა. როგორც კი მოვალე დაფიქსირდება გადახდისუუნაროდ, იგივე სანქციები ამუშავდება გარანტის მიმართ. სამართლებრივად არც გარანტს არ იცავს კანონი, უფრო მეტიც, ის ისეთივე პასუხისმგებელია სესხის გადახდაზე, როგორც თავად მოვალე. თუ მოვალეს ქონება არ გააჩნია, ვალს იხდის გარანტი, ხდება მისი ქონების რეალიზაცია. ოღონდ, თავმდებ პირს თავმდებობა ხელწერილით უნდა ჰქონდეს დადასტურებული. სხვა შემთხვევაში მისი თავმდებობა ძალადაკარგულია. მას ნებისმიერ დროს შეუძლია გადათქვას, რომ თავმდები იყო.

– იმ შემთხვევაში თუ გარანტსაც არ გააჩნია ქონება, ვინ იხდის ვალს?

– ასეთი სიტუაციების შედეგად, ძალიან ბევრმა ბანკმა იზარალა, რის გამოც მათ უკვე გაართულეს სესხების გაცემა. თუმცა, გამოსავალი მოძებნეს მათთან, ვისაც უძრავი იპოთეკური სესხები ჰქონდათ აღებული: მათ გაუზარდეს პირგასამტეხლოები და დაკარგული ფულის ამოღება დაიწყეს მათგან. ბანკებმა დაკარგული თანხების კომპენსაცია შეძლეს. როცა ფიქსირდება, რომ ადამიანი არის გადახდისუუნარო, ვალი მთელი ცხოვრება აწევს კისერზე, მანამ, სანამ მის სახელზე რამე ქონება არ დაფიქსირდება. სამართლებრივი პასუხისმგებლობა მას ვერ დაეკისრება, მაგრამ მოხვდება ეგრეთ წოდებულ „შავ სიაში“ და, როგორც კი მის სახელზე დაფიქსირდება ან ხელფასი, ან პენსია, ის ავტომატურად გადაიხდის ვალს. ადრე პენსიიდან ვალის ჩამოჭრა არ შეიძლებოდა, ახლა ესეც შეიძლება. თუ გარანტი პირი თანხით ვერ ფარავს სხვის სესხს, ხდება მისი კუთვნილი ნივთების რეალიზაცია. ამის გამოც ძალიან ბევრი გაუგებრობა ხდება – ოჯახის ერთი წევრი მეორე წევრის ვალზე პასუხისმგებელი არ არის. მათ, ვინც მაღაზიებიდან გამოიტანეს ნივთები განვადებით და მის საფასურს ვეღარ იხდიან, კრედიტორებს შეუძლიათ, უკან დაიბრუნონ საკუთარი ნივთი და მოახდინონ მისი კუთვნილი სხვა ღირებული ნივთების რეალიზაციაც, რაც პროცენტებსა და პირგასამტეხლო თანხასაც დაფარავს. კრედიტორი, მოვალისგან განსხვავებით, ყოველთვის მოგებული გამოდის. როცა ვერ ხდება თანხის ამოღება და საქმე მიდის აღმასრულებლამდე, მათ არ ევალებათ იმისი გარკვევა, ვის კუთვნილ ავეჯს ან სხვა ნივთებს გაიტანენ სახლიდან. როგორც წესი, გამორიცხულია ოჯახის ერთ-ერთ წევრს საწოლსა და ჭაღზე კუთვნილების საბუთი ჰქონდეს, ამიტომაცაა, რომ ხშირად ზარალდებიან ისეთი ადამიანები, ვისაც თავად არანაირი კავშირი არ აქვთ იპოთეკურ სესხთან, მაგრამ საკუთარი თავის დაცვის საშუალება არ გააჩნიათ.

თამუნა ნიჟარაძე

скачать dle 11.3