კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაუძელი მოულოდნელობას


ჩვენი ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ არის. ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს რაღაც გაუთვალისწინებელი, მაგრამ ამ მოულოდნელობამ ცხოვრება არ უნდა გაგიფუჭოთ. თქვენ არ უნდა მისცეთ მას ამის საშუალება. არ ხართ სუსტი. პრობლემა ვერ უნდა მოგერიოთ. არასოდეს გამოუტანოთ საკუთარ თავს განაჩენი, როგორც ამას ხშირად ვაკეთებთ კრიზისულ და სტრესულ სიტუაციებში. „არ ვყოფილვარ სიყვარულის ღირსი, რადგან მას არ ვუნდივარ“ – ეს დიდი შეცდომა და დანაშაულია საკუთარი თავის წინაშე. ცუდი ფიქრები სიტუაციის რეალურად აღქმას ხელს უშლის და დიდი შანსია, საკუთარ თავს ისეთი წარუმატებლობა „დააკვებოთ“, ვეღარასოდეს გამოხვიდეთ „საცოდავი გოგოს“ როლიდან. ცუდი ფიქრები გვაყენებს ტკივილს, გვიქმნის ცუდ განწყობას, გვართმევს ჯანსაღი აზროვნების უნარს. სამაგიეროდ, პრობლემებზე სწორი გადაწყვეტილების მიღება და მოვლენების ადეკვატურად აღქმა, მაგალითად, „განქორწინება არ არის ქვეყნის აღსასრული“, ან: „ორმოცი წლის ასაკში ცხოვრება მხოლოდ იწყება“ საუკეთესო დოპინგია კრიზისიდან გამოსასვლელად.

პანიკამ შეიძლება მოიცვას ყველა. ცვლილებები კარიერაში და ღირსშესანიშნავი მოვლენები, ცვლილებები პირად ცხოვრებაში – დღეს ყველა ჩვენგანის რეალობაა. ამიტომ, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ მათთან შესახვედრად. თუ ისწავლით, როგორ იყოთ ოპტიმისტი ყველაზე კრიზისულ სიტუაციაში, ცხოვრება გაცილებით გაგიადვილდებათ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წარმატებასაც ადვილად მიაღწევთ. იგრძენით საკუთარი ძალა, ნუ ეცდებით, თავი შეაცოდოთ ადამიანებს და ფონს ამით გახვიდეთ. სიბრალული ვერ შეცვლის სიყვარულს. თქვენ შეგიცოდებენ, მაგრამ არ შეგიყვარებენ. გინდათ, ყოველთვის ყველა გიცოდებდეთ, როგორც ხელმოცარულს, მას, ვისაც ანგარიშს არავინ არაფერში უწევს? რა თქმა უნდა, არა! მაშინ, გახდით უფრო თამამი და გაუძელით მოულოდნელობას!


скачать dle 11.3