კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამედიცინო ექსპერიმენტი, მედიცინის დოქტორი და მესამე სართულის ფანჯრიდან გადაყრილი შიშველი წყვილი


ოცდაათი წელი ვიმუშავე გამომძიებლად და, რასაც ახლა მოგიყვებით, ასეთი რამ არც მანამდე და არც მერე არ გამიგია. თხრობას კი, ზოგიერთი დეტალის გამოტოვებით წარვმართავ, რათა ეფექტური ფინალი გამოვიდეს.

გასული საუკუნის 70-იან წლებში ერთ ტრაგიკომიკურ, ძალზე კურიოზულ საქმეს ვიძიებდი, რომელიც ერთბაშად რამდენიმე მუხლით იყო აღძრული, მათ შორის, განზრახ მკვლელობის მცდელობით. დაპატიმრებული გვყავდა 36 წლის მიხო შავიშვილი (ვინაობა შეცვლილია) და ამ საქმეში ასეთი ისტორია მოხდა...

მიხო შავიშვილმა და მისმა 23 წლის მეუღლემ, იზოლდამ, რომლებიც რაიონიდან იყვნენ ჩამოსული და ერთმანეთთან სექსუალური ურთიერთობის პრობლემა ჰქონდათ, ძალიან ცნობილ ექიმ-სექსოპათოლოგს მიაკითხეს კლინიკაში. რადგან ექიმი ქალი იყო, მიხოს მოერიდა შესვლა, მარტო ცოლი შეუშვა და უთხრა:

– მიდი, ქალო, შედი და ყველაფერი მოუყევი. მე აქ დაგელოდები და, თუ მაინცდამაინც საჭირო გავხდი, დამიძახეო.

– შენ სულ ასე იცი მორცხვობა და იმიტომაც არაფერი გამოგვდისო, – გაუბრაზდა იზოლდა ქმარს და მარტო შევიდა ექიმთან. მიხო კი დერეფანში, კაბინეტის წინ სკამზე მჯდარი დატოვა.

დოცენტმა ქალბატონმა, რომელიც სადოქტორო დისერტაციისთვის მასალებს აგროვებდა, გულთბილად მიიღო იზოლდა, რომელმაც ექიმს უთხრა:

– ექიმო, როცა მე და ჩემი ქმარი ლოგინში ვწვებით და იმას ვშვრებით, ვერ ვკმაყოფილდები...

– იმას კი არ შვრებით, – ღიმილით შეუსწორა ექიმმა იზოლდას, – არამედ სქესობრივ აქტს ატარებთ. რატომ ვერ კმაყოფილდები?

– იმიტომ, ექიმო, რომ მიხოს სახეს რომ ვხედავ და მისი ხმა მესმის, მეცინება, სულ სხვა რამეზე ვფიქრობ და ვერ ვკმაყოფილდები, – განმარტა იზოლდამ.

ექიმმა სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა, რის შეტანასაც ის თავის მომავალ სადოქტორო ნაშრომში აპირებდა და იზოლდას უთხრა:

– მოდი, ასე მოვიქცეთ: შენ ახლა გაშიშვლდი, დაწექი და თვალები აიხვიე, რომ შენი დაუკმაყოფილებლობის ნამდვილი მიზეზი გავარკვიოთ ოღონდ, მას შემდეგ, რაც შენს ქმართან სქესობრივ აქტს ჩაატარებ ნახევრად უხმოდ. მერე კი მკურნალობას დაგინიშნავ.

– არ ვიკვნესო, ექიმო? – იკითხა იზოლდამ.

– შენ – კი, შენმა ქმარმა – არა. შენ არ ამბობდი, რომ მისი ხმა და სახე ყურადღებას გიფანტავს? თვალებს იმიტომ გიხვევ, რომ ქმარს არ შეხედო, მე კი ვეტყვი, რომ ხმა არ ამოიღოს. სადაა ქმარი?

– თქვენი კაბინეტის პირდაპირ რომ სკამი დგას, იქ ზის და მიხო ჰქვია, – უთხრა, უკვე თვალებახვეულმა და გაშიშვლებულმა იზოლდამ ექიმს და იქვე ჰკითხა: – თქვენც უნდა დაესწროთ, ექიმო, ჩვენს სქესობრივ აქტს?

– მე გავალ და რომ დაამთავრებთ, კედელზე მომიკაკუნეთ, შემოვალ და გაგესაუბრებით, შემდეგ კი დიაგნოზს დაგისვამთ და მკურნალობას დაგინიშნავთ, – უთხრა ექიმმა ქალს, შემდეგ კაბინეტიდან გავიდა და სკამზე მჯდარ ულვაშიან მამაკაცს ჰკითხა:

– მიხო თქვენ ხართ?

– დიახ, ქალბატონო, მიხო ვარ.

– ჰოდა, ჩემო მიხო, ასე ვქნათ: ახლა შენ ჩემს კაბინეტში შეხვალ და უხმოდ და ულაპარაკოდ, კაცურად გაჟიმავ იზოლდას. როცა მორჩებით, კედელზე დამიკაკუნებთ და შემოვალ. აბა, შენ იცი, მიდი და ნუ გეშინია, არავინ შეგაწუხებთ, – უთხრა ექიმმა მიხოს და კაბინეტში შეუშვა. კარზე კი წარწერა ჩამოკიდა, რომელზეც ეწერა, „არ შეხვიდეთ“. შემდეგ გვერდით ოთახში შევიდა და დისერტაციის წერას შეუდგა. თუმცა ათიოდე წუთიც არ იყო გასული, რომ საკუთარი კაბინეტიდან წივილ-კივილისა და მსხვრევა-მტვრევის ხმა შემოესმა, კაბინეტში შევარდა და რას ხედავს: შიშველ იზოლდას და შიშველ კაცს, რომელიც თვითონ შეუშვა ქალთან სქესობრივი აქტის ჩასატარებლად, ვიღაც გააფთრებული ხარივით კაცი სასტიკად სცემს. ხოლო როცა ცემით იჯერა გული, იმ კაცმა შიშველი ქალიც და კაციც მესამე სართულის ფანჯრიდან გადაყარა...

როგორც მერე გაირკვა, სწორედ ის გააფთრებული კაცი იყო იზოლდას მეუღლე მიხო, მეორე მიხო კი სახლმმართველობის სანტექნიკოსი აღმოჩნდა, რომელიც კლინიკაში კანალიზაციის გასაკეთებლად იყო გამოძახებული და, სანამ მას ექიმი იზოლდასთან შეუშვებდა, სკამზე იმიტომ იჯდა, რომ თავის კოლეგა სანტექნიკოსს ელოდებოდა... ნამდვილი მეუღლე მიხო კი, ამ დროს ტუალეტში იყო, რადგან ნერვიულობისგან კუჭი აშლოდა და კარგა ხანს მოუხდა იქ ყოფნა. ხოლო როდესაც დაბრუნდა და ექიმის კაბინეტის კარზე ჩამოკიდებული აბრა წაიკითხა, დაეჭვდა, ოთახში შევიდა და იზოლდასთან ჩახუტებული სანტექნიკოსი დაინახა...

მიხო შავიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და, ციხიდან რომ გამოვიდა, რუსეთში გადაიხვეწა. ხოლო იზოლდა და სანტექნიკოსი მიხო, გამოჯანმრთელების შემდეგ, დაქორწინდნენ და ცნობილ სექსოპათოლოგ ქალბატონს, რომელიც უკვე მედიცინის დოქტორი იყო, ძვირფასი საჩუქარი უყიდეს.

პოლკოვნიკ თომა ბექაურის ნაამბობის მიხედვით




скачать dle 11.3