კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის არის ვეფხვის წელიწადი წარმატებების მომტანი


მთელი 2010 წელი იქნება კოსმიური გამოცდების წელიწადი. თუმცა, იმავდროულად, ის დაკავშირებული იქნება სულიერ აღმასვლასთან. წლის დასაწყისში მზე და მთვარე ზუსტ შეერთებაში იქნებიან პლანეტა ნეპტუნთან უმაღლესი კოსმიური ვიბრაციების პლანეტასთან, რაც ხელს შეუწყობს ახალი კანონების მიღებას, სიტუაციის დასტაბილურებას, შემოქმედებითი ადამიანების, ეზოთერიკოსების, ფსიქოლოგების წინსვლას, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ცხოვრობენ სამშობლოში ან კავშირს არ კარგავენ მასთან უცხოეთში ყოფნის შემთხვევაში. წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს ოჯახთან დაკავშირებული საკითხები, ისტორიული ტრადიციების აღორძინება.

ყველაზე ბედნიერად და მშვიდად ამ წელიწადში თავს იგრძნობენ თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, რადგან ამ წელს ამ ზოდიაქოს ნიშანში – „დიდი ბედნიერების“ პლანეტა იუპიტერი, შეუერთდება „პატარა ბედნიერების“ პლანეტა ვენერას. ეს კი ხელს შეუწყობს ვეფხვის წელიწადში ოჯახის შექმნას, არსებული ურთიერთობებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მეგობრული გავლენა ვენერასა და იუპიტერს შორის სასიკეთო ზეგავლენას მოახდენს წყლის სტიქიის ორ სხვა ნიშანზეც, კერძოდ, კირჩხიბსა და მორიელზე, რაც ხელს შეუწყობს მათი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ცხოვრებას ჰარმონიულ ფერხულში მოაქცევს. შესაძლოა, კირჩხიბის ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა შორეულ მოგზაურობაში იპოვონ დიდი სიყვარული, მორიელები კი სიყვარულში თავს ბედნიერად იგრძნობენ. არანაკლებ შთამბეჭდავი და ემოციური სასიყვარულო ცხოვრება ელოდებათ ამ წელიწადში ვერძებსა და ქალწულებს. თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები სათანადო ყურადღებას დაუთმობენ სასიყვარულო პარტნიორებს, ეს წელიწადი, შესაძლოა, ოჯახის შექმნითაც დააგვირგვინონ.

ვეფხვის წელიწადი შედარებით რთული აღმოჩნდება ლომისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. ერთი მხრივ, ისინი შეძლებენ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ კი, წლის პირველ ნახევარში, შეიძლება, აღმოჩნდნენ ილუზიების ტყვეობაში, ცდუნებების წინაშე. იყავით ფრთხილად და წინდახედულად მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

საინტერესო წელიწადია სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, რადგან ამ ნიშანს ორწლინახევრით ესტუმრა პლანეტა სატურნი, რომელიც სასწორში ეგზალტაციას განიცდის და კარგად გრძნობს თავს. ამიტომ, როგორც სახლში, ასევე სამსახურში, თქვენ შეძლებთ დიპლომატიური ნიჭის მეტად გამოვლენას. სატურნი დაგიცავთ მოშურნეების მოქმედებებისგან, ამავდროულად, ცუდი საქციელის შემთხვევაში, ის მკაცრად დაგსჯით. წელს სასწორები შეძლებენ ნაყოფიერად მუშაობას, ორგანიზებულობის, დისციპლინის გამოვლენას. ამას ითხოვს თქვენგან სატურნი, თუმცა, ყურადღება ესაჭიროება თქვენს ჯანმრთელობასაც. სამაგიეროდ, სწორედ ჯანმრთელობას გაიუმჯობესებენ კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. ისინი მეტად მიაღწევენ სტაბილურობას სამსახურში. წლის დასაწყისში მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაც. ტყუპებს მოუხდებათ გართობის სხვა დროისთვის გადადება, სამაგიეროდ, კარიერა მეტად წარმატებულად განვითარდება, როგორც პირად სფეროში სირთულეების კომპენსაცია. მოსალოდნელია სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მშვილდოსნებს წელს დიდი შანსი აქვთ, ოჯახი შექმნან, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები, ამისთვის უკეთესი პერიოდია წლის პირველი ნახევარი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია თხის რქის ზოდიაქოთი დაბადებული ადამიანებისთვის. მათ ცხოვრებაში ამ პერიოდში გამოჩნდებიან საინტერესო ნაცნობები, მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ვეფხვის წელიწადი კარგია ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მეტად სასიკეთო ზეგავლენას მოახდენს ის ადამიანებზე, რომლებიც დაიბადნენ ძაღლის, ცხენის, კატის და ტახის წლებში. მშვიდ ცხოვრებას ჰპირდება ვეფხვის, თხის, ხარისა და დრაკონის წლებში დაბადებულ ადამიანებს. მეტი სირთულეები კი ელით მაიმუნისა და გველის წელიწადში დაბადებულებს.

მთელი წლის განმავლობაში წინა პლანზე წამოიწევს სიყვარულისა და პირადი ურთიერთობების თემა, ადამიანების უმრავლესობას კი სასიკეთო ცვლილებებსა და ურთიერთობების ოფიციალურად გაფორმებას ჰპირდება.

წელს აქტიურად იმოქმედეთ, ძირითადად კი გქონდეთ საკუთარი თავისა და იღბლის იმედი.


скачать dle 11.3