კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გლობალურ დათბობაში ყველაზე დიდი დამნაშავე ძროხაა


სენსაციურ დასკვნამდე მივიდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაცია: გლობალურ დათბობაში თავიანთი წვლილით ცხოველები ტრანსპორტს აჭარბებენ. აღმოჩნდა, რომ 225 გრამი ჰამბურგერის მისაღებად ატმოსფეროში უნდა გაიტყორცნოს იმდენივე სასათბურე გაზი, რამდენიც ავტომობილით გადაადგილებისას 16 კილომეტრ მანძილზე.

სწავლულებმა საფუძვლიანად დათვალეს მთელი ჯაჭვი, რომელიც იწყება ჩლიქოსანთა გაზრდიდან – ძროხის ხორცის თეფშზე მოხვედრამდე. გაირკვა, რომ ბუნებისადმი მიყენებული მთავარი ზიანი იმ მცენარეთა დანაკარგთან არის დაკავშირებული, რომლებსაც ცხოველები ჭამენ. იმის მაგივრად, რომ შთანთქონ ნახშირორჟანგი, დედამიწის მწვანე საფარი ძროხების საკვები ხდება. ასე მაგალითად, 450 გრამი ცხოველური ცილის მისაღებად 4,5 კილოგრამი მცენარეა საჭირო. ამას გარდა, უნდა გავითვალისწინოთ სასუქის წარმოება, მეთანის გამოყოფა ჩლიქოსანთა ცხოველქმედების ნარჩენებისგან, მაცივრების გამოყენება და სხვა.

მთლიანად საქონლის გაზრდისას, წვლილი სათბურის ეფექტში აღწევს 18 პროცენტს, მაშინ, როდესაც ელექტროენერგეტიკის წვლილი 21 პროცენტია. ამას ოდნავ ჩამორჩება გადამუშავებული მრეწველობა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, მიწათმოქმედება და სხვა.

შედარებისთვის, თუ 225 გრამი საქონლის ხორცი, თავისი ზიანით ატმოსფეროში, 16 საავტომობილო კილომეტრის ტოლფასია, ღორის ხორცისთვის ეს ბევრად ნაკლებია – 4, ხოლო ქათმის ხორცისთვის – 1,2 კილომეტრი.

რა თქმა უნდა, საჭიროა ზომების მიღება სასათბურე გაზების დასაჭერად, მაგრამ გაეროს ექსპერტების მთავარი დასკვნა ასეთია: ადამიანმა უნდა შეამციროს თავისი მადა, ნაკლებად ჭამოს ხორცი, განსაკუთრებით – საქონლის. დღეისათვის მსოფლიოში მისი მოხმარება წელიწადში 72 მილიონ ტონას შეადგენს, 2030 წლისთვის ეს მონაცემი 980 მილიონ ტონამდე გაიზრდება, უპირველეს ყოვლისა – აზიის ქვეყნებში.


скачать dle 11.3