კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კონტრაქტი უნდა შეასრულოს 53 წლის ქართველმა მკვლელმა ქალმა, რომელზეც უახლოეს პერიოდში მთელი მსოფლიოს მასმედი ალაპარაკდება

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით დაგვთანხმდა ინტერვიუზე, თუ მის ვინაობას არ გავამხელდით. საქმე ის არის, რომ 53 წლის ქეთევან ნ. საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურის ყოფილი სპეცაგენტია და დღესაც განაგრძობს ამ პროფესიით მუშაობას. ჩვენ მას თბილისის ერთ-ერთი ფეშენებელური უბნის აპარტამენტებში შევხვდით, რომელიც „კაგებეს“ ყოფილმა მაიორმა სულ ახლახან შეიძინა.

– თქვენი შემხედვარე, ვერაფრით იტყვის ადამიანი, რომ 53 წლის ბრძანდებით და 35-ზე მეტს ვერავინ მოგცემთ. ნუთუ ასე აახალგაზრდავებს საიდუმლო აგენტობა ქალებს?

– დავიწყოთ იმით, რომ ჩემი საიდუმლო აგენტობა იმ ქვეყნის ისტორიას გაჰყვა, რომელიც უკვე აღარ არსებობს. „კაგებეში“ სამსახური 1991 წლის დეკემბერში დავასრულე და მას შემდეგ, საფეხბურთო ტერმინი რომ ვიხმაროთ, „თავისუფალი აგენტის“ სტატუსით ვმოღვაწეობ და მცირევადიან საკონტაქტო სამუშაოებს ვასრულებ. რაც შეეხება ჩემს გარეგნობას, გეტყვი, რომ არ ვეწევი, ალკოჰოლს არ ვსვამ, თითქმის არაფერზე ვღელავ და სისტემატურად ვვარჯიშობ. სწორედ ასეთი ცხოვრების წესი მეხმარება ფიზიკური და ქალური ფორმის შენარჩუნებაში. ისე კი, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ და გეტყვი, რომ ჩემი სხეული ისეა სხვადასხვა ჭრილობებისგან დასერილი, რომ საცურაო აუზზე ძველმოდური საბანაო კოსტიუმით ვარ, რათა არ გავიშიფრო. ჩემი ცხონებული მეუღლე, რომელსაც ჩემი პროფესიის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თანამიგრძნობდა და ჩემი იარების დანახვაზე ლამის გული მისდიოდა. ეგონა, რომ მე სხეული უბედურმა შემთხვევამ დამიზიანა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ მე „კაგებეს“ სპეცაგენტი ვიყავი. ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ ერთად. და ის 2 წლის წინ გარდაიცვალა.

– უშიშროებაში როგორ მოხვდით?

– 1972 წელს თბილისის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის მესამე კურსზე ვსწავლობდი. ერთ დღეს მე რექტორის კაბინეტში პირისპირ მესაუბრა სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცი და უშიშროებაში სამსახური შემომთავაზა. მან ჩემი ბიოგრაფია ჩემზე უკეთესად იცოდა და მივხვდი, რომ მე „კაგებეს“ მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფებოდი. ორი წლის განმავლობაში არალეგალი ვიყავი, ინსტიტუტშიც ვსწავლობდი და თან „კაგებეს“ პატარ-პატარა დავალებებსაც ვასრულებდი. ამ ხნის განმავლობაში გავთხოვდი და შვილი შემეძინა. დეკრეტული შვებულების დამთავრებისთანავე, საიდუმლო-სადაზვერვო სკოლაში გამამწესეს და რამდენიმე სადაზვერვო პროფესია შემასწავლეს. ამის შემდეგ უმცროსი ლეიტენანტის წოდება მომანიჭეს და 1976 წლიდან 1991 წლამდე, ანუ 15 წლის განმავლობაში, საიდუმლო სპეცოპერაციებში ვიღებდი მონაწილეობას.

– ანუ თქვენ იყავით ქართველი „ნიკიტა“, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში მოღვაწეობდა?

– ჯერ ერთი, ჩემზე წარსულ დროში ლაპარაკი არასწორია, რადგან მე დღესაც აქტიურ საქმიანობას ვეწევი ჩემი პროფესიით, რადგან მე სხვა საქმე არ ვიცი. წარსულში მე მხოლოდ „კაგებეს“ სპეცაგენტი ვიყავი, დღეს კი, ეგრეთ წოდებული, „კონტრაქტნიკი“ ვარ და სადაც მეტს გადამიხდიან, იქ წავალ. რაც შეეხება „ნიკიტობას“, ეს მხოლოდ სიცილს იწვევს ჩემში. ეს კინოა და რეალურ ცხოვრებაში გაცილებით უფრო რთული ამოცანების გადაწყვეტა მიწევს, ვიდრე ეს კინოშია ნაჩვენები. ნიკიტა და ძმანი მისნი ჭიანჭველებივით ხოცავენ ხალხს, მაგრამ ეს ასე არაა. ადამიანის მოკვლა მთელი ხელოვნებაა და კაცს პროფესიონალურად ვერ გამოასალმებ სიცოცხლეს, თუკი ამ საქმეს უმაღლეს დონეზე არ ხარ დაუფლებული.

– რას ნიშნავს უმაღლესი კვალიფიკაციის მკვლელი?

– სამ რამეს. პირველი – შენი მსხვერპლი არ უნდა გადარჩეს თავდასხმის დროს; მეორე – მხოლოდ შენი მიზანი უნდა გაანადგურო და სხვებს არ შეეხო; მესამე – დავალების შესრულების შემდეგ ცოცხალი უნდა გადარჩე და არც მსხვერპლის მცველების მახეში არ უნდა გაება, არც შემკვეთის მახეში. როდესაც „კაგებეს“ დავალებებს ვასრულებდი, მაშინ ზურგის უზრუნველყოფა გარანტირებული მქონდა, ხოლო კერძო საქმიანობისას კი საკუთარ ზურგზე თავადვე მიწევს ფიქრი. ამას წინათ ერთ-ერთ ლათინურ-ამერიკულ ქვეყანაში ვმუშაობდი და როცა დავალება შევასრულე, სწრაფად გამოვედი სახიფათო ზონიდან. შეთანხმებისამებრ, მე ერთ უკაცრიელ ადგილზე მანქანა მელოდებოდა. ინტუიციამ მიკარნახა, რომ იმ მანქანას უნდა მოვრიდებოდი და ასეც მოვიქეცი. ერთი სიტყვით, ის მანქანა დანაღმული აღმოჩნდა და აფეთქდა, მე კი რის ვაი-ვაგლახით გამოვაღწიე იქიდან.

– შეკვეთებს როგორ იღებთ?

– კავკასიაში სად, არ გეტყვი, სპეციალური იატაკქვეშა კანტორაა გახსნილი, სადაც შუამავალი მუშაობს, რომელიც ჩემსა და შემკვეთს შორის ამყარებს კონტაქტს. თუკი წინასწარი შეთანხმება შედგება, მე და შემკვეთის წარმომადგენელი პირადად, ინკოგნიტოდ, ვხვდებით ერთმანეთს და კონტრაბანდის პირობებს ვათანხმებთ. შემდეგ ფულის ჩარიცხვა ხდება და მე მოქმედებას ვიწყებ. ვიცი, შენი შემდეგი შეკითხვა კონტრაქტის ანაზღაურებაზე იქნება. ამიტომ დაგასწრებ და გიპასუხებ, რომ კონტრაქტის ღირებულება 100 ათასი დოლარიდან იწყება. 14 წელიწადია, კონტრაქტით ვმუშაობ და ერთ საქმეში, ყველაზე ცოტა, 125 ათასი დოლარი მაქვს აღებული, ყველაზე ბევრი კი – 450 ათასი დოლარი იყო.

– თქვენი ოჯახის შესახებ რას იტყვით?

– მყავს შვილი, რომელსაც თავისი ოჯახი აქვს – მეუღლე და შვილიშვილი. ისინი აქ არ ცხოვრობენ. ჩემ შესახებ კი მხოლოდ ის იციან, რომ წარმატებულ მცირე ბიზნესს ვეწევი როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ეს მართლაც ასეა. თუმცა საქმეთა მმართველი მყავს დაქირავებული, მე კი ფულს ვშოულობ.

– რელიგიასთან როგორ დამოკიდებულებაში ხართ?

– მიმაჩნია, რომ ღმერთი მოწყალეა და ისეთი პროფესიის ადამიანებსაც შეინდობს, როგორიც მე ვარ. ჯვარს არ ვატარებ და ყოველდღიურად არ ვლოცულობ, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს. მართალია, კაცის მკვლელი ვარ და ვიცი, რომ ასეთ საქციელს ღმერთი გმობს, მაგრამ ის მანუგეშებს, რომ ჩემ მიერ მოკლული ადამიანები გარეწრები არიან და სიკვდილს იმსახურებენ.

– რომელიმე თქვენს ძველ საქმეს ხომ არ მოგვიყვებით?

– სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც „კაგებეს“ ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი მტრული სახელმწიფოს შეიხის მოკვლა დამავალა. მე მის 50 ქალთან ჰარამხანაში მომაწყვეს. იქ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებიდან ჩაყვანილი ულამაზესი გოგონები ცხოვრობდნენ. შეიხის ცოლები ქმართან რომ მოხვედრილიყვნენ ლოგინში, თავიანთ რიგს ელოდებოდნენ. მე „ბედმა გამიღიმა“ და შეიხის ლოგინში სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ მოვხვდი. ვიცოდი, რომ შეიხის მოსაკლავად შეიძლებოდა მეტი შანსი აღარ მომცემოდა და იმავე ღამეს გადავწყვიტე მისი მოკვლა. ტრადიციის მიხედვით, შეიხს მე საწოლში დავხვდი და როდესაც ის თავისი ვნებების დასაკმაყოფილებლად მეწვია, მე ის ჯერ კეფაში წიხლის დარტყმით გავაბრუე, შემდეგ კისერი მოვტეხე და ფეხებით დავკიდე თავისსავე უზარმაზარ საწოლზე. შეიხის სასახლიდან გაქცევისას მე მისი პირადი სპორტული თვითმფრინავით ვისარგებლე და უსაფრთხო ადგილას უვნებლად მივედი.

– თვითმფრინავის მართვის გარდა კიდევ რა სპეციალურ ცოდნას ფლობთ?

– შემიძლია, ნებისმიერი სამხედრო ტექნიკის მართვა და კარგად ვფლობ ყველა ცეცხლსასროლ იარაღს. გარდა ამისა, ვიცი ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ესპანური, იტალიური, სპარსული და ჩინური ენები.

– პოსტსაბჭოთა პერიოდში თქვენ მიერ შესრულებულმა რომელმა საქმემ დაგამახსოვრათ თავი?

– ეს საქმე ათიოდე წლის წინ, ეგრეთ წოდებული, „ახალ უცხოეთში“ შევასრულე. თუმცა ეს შეკვეთა მაშინ არა „კანტორიდან“, არამედ ძველი მეგობრისგან მივიღე. ის ჩემი მეგობარი, ასე ვთქვათ, საზოგადოების ერთ-ერთი წევრის თხოვნით დამიკავშირდა და ძალიან მსხვილი სექტის ხელმძღვანელის ლიკვიდაცია შემიკვეთა. მე ეს ამოცანა ოდნავ არატრადიციულად შევასრულე. ანუ მე იმ სექტის მეთაურს ხმლით მოვაჭერი თავი და სახალხოდ გამოვფინე ერთ-ერთ ხალხმრავალ მოედანზე. მას შემდეგ იმ სექტის მხარდამჭერები დაიქსაქსნენ და სექტამ გავლენა დაკარგა. მე ვიტყვი, რომ არცთუ ისე რთული მისახვედრია, ვინ იყო შემკვეთი.

– ამჟამად რას აპირებთ?

– ამჟამად ერთ-ერთი კონტრაქტის შესასრულებლად ვემზადები და მის შედეგებს უახლოეს დროში შეიტყობთ მსოფლიო მასმედიის საშუალებით.



ნიკა ლაშაური


скачать dle 11.3