კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები

***

კლდიდან ორი ალპინისტი – პესიმისტი და ოპტიმისტი მოწყდა და უფსკრულისკენ მიექანებიან:

პესიმისტი: ვვარდებიი!

ოპტიმისტი: მივფრინაავ!

***

უფულობის ორი სტადია არსებობს:

პირველი – როცა ფული არ გაქვთ.

მეორე – როცა ფული მართლა საერთოდ არ გაქვთ.

***

დაიჭირა ერთმა მეფემ ინგლისელი, გერმანელი, რუსი და უთხრა: ვინც ყველაზე უკეთ შეასრულებს ჩემს დავალებას, მას გავათავისუფლებ და დიდ ჯილდოსაც მივცემო. ჩასვა თითოეული ცალ-ცალკე კამერაში, მისცა თითო ტომარა ორცხობილა, ნაგაზები და თქვა: ვინც ძაღლს მეტ რამეს ასწავლის, გამარჯვებულიც ის იქნებაო.

გავიდა ერთი თვე.

გამოდის გამხდარი ინგლისელი და მსუქანი ნაგაზი.

– აბა, რა ასწავლე? – ჰკითხა მეფემ.

– დაჯექი! ადექი! – მიმართა ძაღლს ინგლისელმა.

ძაღლმა ყოჩაღად შეასრულა ბრძანებები.

გამოვიდა გერმანელი თავისი ნაგაზით, არც მსუქნები და არც გამხდრები. გერმანელმა ძაღლს მიმართა:

– დაჯექი! ადექი!

გამოდის მსუქანი რუსი და გამხდარი ძაღლი. მეფემ ამასაც უთხრა, მაჩვენე, რა ასწავლეო.

– ხმა! – დაუყვირა რუსმა ძაღლს.

– ვანია, მომეცი „სუხარი“, რა?!

***

ინფორმაცია კომპიუტერის გამორთვისას:

„თქვენს ცოლს ჰქვია ეკა, შვილებს – საბა და ლუკა. მაინც გინდათ გამოხვიდეთ ვინდოუსიდან?“


скачать dle 11.3