კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ვერ „შეირგო“ რატი დურგლიშვილმა და რამ „ბუთქა“ ერთდროულად თიკა ფაცაციას ცხოვრებაში


საახალწლო პერიოდი მათთვის ყველაზე რთული და დატვირთული იყო, ბოლოს და ბოლოს, ამდენი იწვალეს, საქართველოში ჩამოვიდნენ და ახალი წლის ღამეს ჩვენთვის იმღერეს. „მადონა“ და „ენრიკე იგლესიასი“ პირველი მსოფლიო ვარსკვლავები არიან, რომლებიც ჟურნალისტის ამპლუაში გამოიცადნენ.



ინტერვიუ 1. ჟურნალისტია თიკა ფაცაცია



– უპირველესად, ჩემი სიმპათიები მინდა, გამოვხატო შენს მიმართ, საოცარი ადამიანი და პიროვნება ხარ. ისეთი, როგორიც უნდა იყოს დუეტ „ჯორჯიის“ წარმომადგენელი. ყოველთვის მაინტერესებდა და ვერ გიბედავდი ამის კითხვას, რომელიც შენს პირველ სიყვარულს ეხება. ვინ იყო შენი პირველი სიყვარული?

– პირველი არა, მაგრამ მეორე სიყვარული რომ ვთქვა, დავიღუპები (იცინიან).

– არა მეორე არა, პირველი მაინტერესებს, სულ პირველი.

– პირველი სიყვარული იყო გვანცა, რომელიც ბაღში ყოფნის დროს მიყვარდა და ამ ამბავზე სხვადასხვა ინტერპრეტაციით მთელი თბილისი საუბრობდა... გოგო – გადახოტრილი თავით.

– უი, არ ვიცი ეს ამბავი.

– ქუჩაში, რომ დავდივარ, მეკითხებიან რა ქენი, შვილო, იპოვე ის გვანცა?! ერთი სიტყვით, ბაღში დავდიოდი დიდუბეში, გადარეული, მოხიბლული ვიყავი ამ გვანცათი.

– და, როგორი იყო გვანცა?

– დიდი ლურჯი თვალები და გადახოტრილი, ძალიან ლამაზი, მრგვალი თავი ჰქონდა. ლამაზ თავებზე ვგიჟდები.

– ქერა თავი ჰქონდა?

– ფერი არ მახსოვს. მგონი, ალბათ, უფრო მოწაბლისფრო, მუქი თავი იყო.

– ძალიან გიყვარდა?

– რას ამბობ?! დღემდე მახსოვს. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, ბაღის ეზოში ვსეირნობდით ხოლმე. ყველასთან გარკვეული გვქონდა ეს სიტუაცია, ოჯახში მისვლა-მოსვლები გვქონდა, მშობლები გვეხმარებოდნენ. მამაჩემი და დედაჩემი შეჭმული მყავდა. არ ვიძინებდი, მამაჩემს დავდევდი და ვეკითხებოდი – მამა, ხომ მიყვარს გვანცა, ხომ მიყვარს-მეთქი. ერთხელ სახლში მივედი და აღარაფერს ვამბობ ამ გვანცაზე, არავის არაფერს ვეუბნები. მამაჩემიც მოვიდა და მკითხა, რატომ აღარ გიყვარსო. ჩაიფსა და გადამიყვარდა-მეთქი. არადა, მისგან არ მომეწონა, თორემ ბაღში მეც ვიფსამდი. (იცინიან).

– გოგოსგან არაეთიკური იყო.

– არაესთეტიკური და დეგრადირებული თუ რაღაც ეგეთი, უფრო „მოჩლაჩული“. აქვე მინდა, ხატია შამუგიას მივესალმო და ვუთხრა, რომ საშინლად „მოვიჩლაჩე“. (იცინიან).

– სკოლაში არავინ გყვარებია? რატომ გეკითხები იცი?! მინდა დავადგინო გოგოების ის ტიპაჟი, რომელიც შენ მოგწონს.

– სხვათა შორის სულ ერთნაირი გოგოები მომწონს. ვითომ სხვადასხვა ტიპები იყვნენ, მაგრამ, რომ ვფიქრობ, ერთიანობაში მაინც ერთნაირი ტიპაჟები არიან. დაბლები, ლამაზი თავით...

– დაბალი, მაგრამ კოხტა, პროპორციული ანუ მაკასნაირი.

– მაკა რომ გავიცანი, ძალიან მომეწონა, მაგრამ იმ დროს შეყვარებული ვიყავი და გაღორება არ დამემართა. თორემ, ხომ იცი, ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს დაიჭერსო. ერთიც გამექცეოდა და მეორეც. თუმცა, აქვე ისიც მინდა ვაღიარო, რომ ვერც ის გოგო შევირგე ბოლომდე. უბრალოდ, იმ პერიოდში, როდესაც მაკა გავიცანი, მართლა საოცრად შეყვარებული ვიყავი.

– შეყვარებული როგორ იქცევი?

– სულ სხვანაირად, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში. დილა თენდება არა „მოჩლაჩული“...

– გაცისკროვნებული, გინდა ვარჯიში...

– აი, ზუსტად. თმას ერთი საათი ვივარცხნი, სპეციალურად ვიპრანჭები. ამ დროს ყველაფერს იმ ერთისთვის ვაკეთებ ხოლმე, იმისთვის მიხარია, სულ მინდა, რომ ვნახო, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ვერაფერი ვუთხრა. რამეს თუ ვაკეთებ, მას ვხედავ და ვფიქრობ, მოეწონება თუ არა. წარმატება გიხარია იმიტომ, რომ გინდა ესიამოვნოს. ისე, ერთის მხრივ მიხარია, რომ ახლა შეყვარებული არ მყავს და მთელ დროს საქმეს ვუთმობ. მაკა მოსკოვიდან რომ ჩამოვიდა და მეგობრები სადღაც ვიკრიბებოდით, მე სულ გაქცევაზე ვიყავი. მათ დიდ დროს ვერ ვუთმობდი, უფრო მეტად მასთან ერთად ვიყავი და ეს მეგობრებს სწყინდათ.

– კი, მაგრამ, ხომ შეიძლება ისიც თქვენთან ერთად ყოფილიყო?

– იყო ხოლმე, მაგრამ უფრო ნაკლებად. ვფიქრობ, შეყვარებულ გოგოს ძალიან უჭირს დაკავებულ ბიჭთან ერთად ყოფნა. ამიტომ, თავიდან ბოლომდე მასთან ვიყავი, სხვანაირად არ შემიძლია. საერთოდ, მგონი, სანახევროდ არაფერი გამომდის. თუ ვარ ბოლომდე ვარ, მთელი გულით. სულ ვამბობ, ახლა რომ ცოლი მოვიყვანო, შეგიძლიათ თამამად იფიქროთ, რომ კარიერას ვეღარ გავაგრძელებ. ფიზიკურად არ დამრჩება ამის დრო.

– ხომ ხდება, რომ ადამიანები ჩვეულებრივად მუშაობენ და მერე ცოლიც მოჰყავთ, შვილებიც ჰყავთ და ცხოვრებას ახერხებენ.

– რა თქმა უნდა, ხდება, მაგრამ ასეთ იდეალურ ვარიანტს ვერ ვერგები. თან ჩვეულებრივი სამსახური და ჩემი „სამსახური“ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ეს არის გიჟური რიტმი, სადაც შესაძლოა, დღეები, კვირეები ისე გავიდეს, სახლში ვერ მიხვიდე – ან გასტროლი იყოს ან ჩაწერები. ვგულისხმობ, თუ ამ პროფესიაში ბოლომდე ხარ და მართლა გინდა წინსვლა და რაღაცის მიღწევა. თან კაცის თვისებაა, რომ თუ აკეთებს ერთ რამეს – აკეთებს. არ გვაქვს ორი და სამი „ტვინი“, რომელსაც სხვადასხვა მხარეს მივმართავთ. ქალებს შეგიძლიათ ილაპარაკოთ, სხვის ლაპარაკსაც უსმინოთ და თან მაკიაჟიც გაიკეთოთ. (იცინიან) კაცები სხვანაირად ვართ მოწყობილი. ან ვარ შენთან, ან ვაკეთებ საქმეს.

– აბა, რას ფიქრობ, როდესაც დაოჯახდები სხვა საქმეს გააკეთებ? თუ როგორ წარმოგიდგენია ეს ყველაფერი? არა, შესაძლოა, სიყვარული ისე დაგატყდეს, ვერც ვერაფერი დაგეგმო, მაგრამ მაინც.

– კი სიყვარული ისეთი ამოუცნობი ფენომენია, რომ შესაძლოა ყველაფერი არიოს და შეცვალოს. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემთვის სიყვარული ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა. ცოლ-შვილს მაქსიმალური კომფორტი უნდა შეუქმნა. ამ კომფორტში არა მხოლოდ სულიერ, მატერიალურ კომფორტსაც ვგულისხმობ. რადგან ჯერ არ მაქვს იმდენი შემოსავალი, რომ ამ ყველაფერს მოვერიო, ვერც ვიფიქრებ ოჯახის შექმნაზე. შეიძლება, ფული მთავარი არ არის, მაგრამ უფულობა ბევრ გაუგებრობას იწვევს და უამრავი ოჯახიც ინგრევა ამის გამო.

– საკუთარი თავი სხვა პროფესიაში წარმოგიდგენია?

– კი, რატომაც არა. ვწერ სიმღერებს, ვხატავ და რაღაცეების გამოგონებით ვარ დაკავებული.

– ანუ დააგრიალებ ამ სიმღერებს, მიხვალ დახატავ და მორჩა? არ გადამრიო. სიმღერა სადღაა?

– არა სიმღერა ჩემთვის რა არის იცი? ღმერთის მიერ ბოძებული საჩუქარი, რომლის გარეშეც არ უნდა ვიცხოვრო. მე და მაკა სულ ვამბობთ, თუ გინდა მოვკვდე, მაშინ სიმღერა უნდა ამიკრძალო.

– სიმღერებს დიდი ხანია წერ?

– ბავშვობიდან. თუმცა, არასდროს მომწონდა და არც მიფიქრია, რომ ხალხში გამომეჩინა. მაკას მოსწონდა ძალიან ჩემი სიმღერები და მითხრა, რატი, ეს აუცილებლად უნდა მოისმინოს ხალხმაო. თუ გვერდით არ არის ადამიანი, რომელიც გეტყვის, ეს კარგია ან ცუდია და სჯერა შენი, არ ვარ ის ტიპი, რაიმე ჩემი ინიციატივით დავიწყო. მაკას დამსახურებაა ისიც, რომ სიმღერა სერიოზულად დავიწყე. როდესაც პირველად ბარში ერთად კარგად ვიმღერეთ, ძალიან მაგარი სიმღერა იყო და პირველი ტაში დაგვიკრეს, გავგიჟდით სიხარულისგან, უბედნიერესები ვიყავით.

– დუეტ „ჯორჯიას“ გეგმებზე მიამბე.

– ახლა გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები. „ესა-მესა“ რომელი მიუზიკლიდანაც გვაქვს ამოღებული, იქ დაახლოებით ოცდაერთი უნიკალური მუსიკალური ნაწარმოებია. ეს ოპერეტა ეკუთვნის მამაჩემს და გვინდა, მასზე ფილმი გადავიღოთ, სადაც ძალიან ბევრი ქართველი მომღერალი მიიღებს მონაწილეობას. ის მომღერლები, რომლებსაც აქვთ არტისტული ნიჭი, მათ შორის ერთ-ერთი პირველი, რა თქმა უნდა, შენ იქნები. ეს პროექტი მინდა, რომ ევროპაშიც გავიდეს. მიუზიკლი პირველად 1981 წელს შესრულდა ფილარმონიაში და პრემიერის დღიდან მოიხსნა ერთი ძალიან ტრაგიკული მიზეზის გამო. ერთ-ერთი მაყურებელი, კულმინაციური სცენის დროს, რომელიც საოცრად ემოციური იყო, დარბაზში გარდაიცვალა. ამის გამო მიუზიკლი დახურეს.

– ვაიმე, გადავირიე.

– ძალიან საინტერესო თემებია, ქართული ტრადიციული თემებიც არის, ხალხურიც, როკიც.

– სასწრაფოდ ვეძებთ კეთილ ადამიანებს, ვინც ამ ფილმს გადაგვაღებინებს. წარმატებებს „გვისურვებ“.



ინტერვიუ 2. ჟურნალისტია რატი დურგლიშვილი



– თიკა, იმ პერიოდიდან მახსოვხარ აერობიკა რომ მიგყავდა. ახლა უნდა გავამხილო ყველა საიდუმლო. თიკა ჩემი საოცნებო ქალი იყო. (იცინიან) აერობიკა რომ მიგყავდა, სპეციალურად შენს საყურებლად დილით ადრე ვიღვიძებდი და მეორე არხს ვუყურებდი.

– ვაიმე, რა საყვარელი ხარ, ძალიან გამიხარდა ამის მოსმენა.

– ვერ მოგატყუებ, რომ ვვარჯიშობდი-მეთქი, მაგრამ გიყურებდი.

– ქალებისთვის სავარჯიშოდ იყო და კაცებისთვის საყურებლად. (იცინიან).

– საინტერესოა, როგორ მოხვედი აქამდე, რა გზა გაქვს გავლილი იქამდე, სანამ შენთან ეს წარმატება მოვიდოდა?

– რა ცხოვრებით მიცხოვრია?! (იცინიან).

– ჯერ მოდელი იყავი ხომ?

– არა, ყველაფერი ერთად მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ერთად „ბუთქა“. თავიდან კარიერა სიმღერით დავიწყე. ახლა ძალიან დიდ საიდუმლოს ვამხელ. (იცინიან) დედაჩემი გიჟდებოდა რაფაელა კარაზე, „სკოპია, სკოპია მი სკოპ“... როდესაც გაჩნდა გოგო, თინათინი, იფიქრა, რომ მართალია, ქერა არ არის, მაგრამ მოქნილი ხომ იქნებაო. მერე თან ბაღში დედაჩემმა აღმოაჩინა, ეს გოგო „შპაგატში“ ჯდებაო, იქ ამღერებენ, აცეკვებენ – ესე იგი გამოვიდა ისე, რომ ყველაფერი ერთად დავიწყე, თან ვმღეროდი თან ვცეკვავდი. შენ რომ გგონია, ასე უშრომელად არ მოსულა ყველაფერი. ამ ყველაფრის გასავითარებლად პედაგოგებთან დავდიოდი. დავდიოდი ბალეტზე, ვოკალზე, ასევე გიული დარახველიძესთან გიტარაზე. ბალეტთან ერთად თანამედროვე ცეკვებზეც ვიარე. ასე რომ, ვიცეკვე და ვიმღერე, ვიცეკვე და ვიმღერე. ამის შემდეგ მოვხვდი ჯგუფში „სუპერ გოგონები“, ძალიან მაგარ ჯგუფში. უცებ მოდელადაც აღმოვცენდი და მერე კი მოხდა ისე, რომ „სეთიც“ შეიქმნა. მეც იქ აღმოვჩნდი. დაიწყო ასეთი ამბავი – თიკა ფაცაცია „სეთიში“ და თიკა ფაცაცია პოდიუმზე.

– მინდა გითხრა დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობ. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ სულ ფორმაში ხარ, დღეში ექვს კილომეტრს დარბიხარ. ძალიან ბუნებრივი და მხიარული ხარ. მოდი, ის მითხარი ოჯახში როგორი ხარ, როგორი დიასახლისი?

– ოო, არა მიშავს. გეტყვი, რომ საჭმელების კეთებაზე არ ვგიჟდები, დიდად არ მიყვარს, მაგრამ ამოჩემებების პერიოდი მაქვს. მაგალითად, ზაფხულში ჩინური სამზარეულო ამოვიჩემე, გიჟივით დავრბოდი ამ სანელებლებით და სპეციალური ინგრედიენტებით. ბრინჯი, ბოსტნეული ჯანმრთელი საკვებია და ძალიან მომწონს. მქონდა სალათების პერიოდიც. ახლა არანაირი პერიოდი არ მაქვს და ოჯახში მშივრები ვართ. (იცინიან) თიკა ფაცაცია ცოტა დაკავებულია, თან ამ საახალწლო გოჭების და საცივების შემდეგ განტვირთვაა საჭირო და გადასულები ვართ სუპებზე.

– საახალწლო სუფრა თუ გქონდა?

– არა, რადგან ახალ წელს ყოველთვის დედაჩემთან ერთად ვხვდებით. საოცარი ხელი აქვს, არაჩვეულებრივ საჭმელებს აკეთებს და იქ მივდივართ. ჩემი მაცივარი რომ გამოაღო ახალ წელს, გული წაგივა. ასეა, მაგრამ მთავარი იცი რა არის?! ჩემს ოჯახს სიყვარულით ვკვებავ, ჩემს ქმარს და ჩემს შვილს.

– შვილი გაბრაზებს ხოლმე?

– არა, არასდროს. ოქროს შვილი მყავს.

– მოეწონე კონცერტზე?

– კი, მითხრა ძალიან მომეწონაო.

– არ შემიძლია არ აღვნიშნო ის, რაც კეთილი შურით მშურს. ძალიან ბევრი მომღერლის კონცერტზე ხარ ნამყოფი, რაც ალბათ, მომღერლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

– კი, ამაში მართლა ძალიან გამიმართლა...

– ერთი ძალიან სასაცილო ამბავი მინდა, მოვყვე. მე და მაიკო კაჭკაჭიშვილი ვუყურებდით ბიონსეს 2008 წლის კონცერტის ჩანაწერს. ამ დროს თიკა მოვიდა სტუდიაში. ჩვენ აჟიტირებულები ვუყვებით აუ, თიკა იცი, რა მაგარი იყო, რა კონცერტი იყო, რა იმღერა. ვაიმე, კი, ძალიან მაგარი იყო, უბრალოდ ცოტა კარგად თუ დააკვირდებოდით, იქ მერვე რიგში ვზივარო.

– ბოლოს სტივ უანდერის კონცერტზე ვიყავი და მართლა ვისურვებდი, რომ ყველას მიეცეს ასეთი სიამოვნების საშუალება. მართლა ძალიან მაგარი იყო, რაღაც საოცრება. ძალიან ბევრ კონცერტზე ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი სრულყოფილება არსად მინახავს, ბიონსეზეც კი. გაცილებით უფრო კლასიკური იყო, თითქოს არაფერი ხდებოდა სცენაზე, მაგრამ თან საოცრებები ხდებოდა. მოწიწება იყო. სუნთქვაშეკრული ვუსმენდით.

– დიდი დარბაზი იყო?

– სტადიონისხელა, მაგრამ გადახურული. ძალიან ბევრი ხალხი იყო, გადაჭედილი იყო ყველაფერი. საერთოდ, კონცერტზე უნდა იჯდე, ან უნდა იდგე წინ. სრულყოფილი კონცერტი იყო, არავის დარჩენია იმის შეგრძნება, რომ რაღაც არ ეყო. სავსე ვიყავი, ავსებული და კმაყოფილი.

– მადონა?

– მადონას კონცერტზე ყველაზე წინ ვიდექი, თან ვეუბნებოდი, აგერ ვდგავარ და ცოტა ხანში შენი პაროდია უნდა გავაკეთო-მეთქი (იცინიან).

– ძალიან ბევრი მომღერალი მოგზაურობს, მაგრამ ასე მიზანდასახულად არა. შენში ეს მომწონს, რომ ცდილობ, ყველას „ლაივში“ მოუსმინო.

– იმისთვის რომ გაიზარდო და რამე ისწავლო აუცილებელია, ამ დონის მომღერლების მოსმენა. ძალიან ბევრ რაღაცას ხედავ, იჭერ, რასაც კლიპიდან ვერ მიხვდები. ორი მომენტი გემართება – ვაიმე, მართლა რა მაგარია და უი, ეს რა ყოფილა. ზოგი მართლა არამიწიერია. საოცარი სტიმული გეძლევა, როდესაც ამ გრანდებს უყურებ, სასწაული შეგრძნებები გეუფლება. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც თანამედროვე და პროგრესულ მუსიკას ქმნიან.

– ვის კონცერტს დაესწრებოდი სიამოვნებით?

– პრინცის. ძალიან მიყვარს პრინცი და მაინტერესებს „ლაივში“ როგორია. უფრო ძველები მაინტერესებს, რომლებსაც თავისი სიტყვა უკვე ნათქვამი აქვთ.

– სად არ წახვიდოდი?

– სადაც ძალიან მძიმე რეპი ან როკია, მსუბუქ როკზე ვგიჟდები.

– ბოლოს, გაიხსენე შენი ყველაზე უცნაური ახალი წელი.

– ასე უცნაურად არა, მაგრამ ერთ-ერთ ახალ წელს ნიუ-იორკში შევხვდი. იმ პერიოდში იქ ვცხოვრობდი. ეს იყო სრული საშინელება. თაიმ-სქვერზე დილის ხუთი საათიდან იკავებდნენ ადგილებს, რომ ფოიერვერკისთვის ეყურებინათ. ელოდებიან როდის გასკდება ის ბურთი თუ რაღაც. ყველა ერთად წამებს ითვლის. მერე ყველა ერთმანეთს ეხუტება, ულოცავს და ამით სრულდება ახალი წელი. თუ კლუბში წახვედი, იქაც ძალიან ბევრი უცხო ადამიანი გეხუტება. მივხვდი, რომ ჩემიანების ჩახუტება მირჩევნია. აქ ყოფნა მინდა ახალ წელსაც და ისედაც.


скачать dle 11.3