კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის არ დასთანხმდა მარია შარაპოვა 8 მილიონად გახდაზე


კარგია თუ ცუდი, ვერ გეტყვით, მაგრამ, აგერ უკვე მერამდენე წელია, მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ სპორტსმენ ქალებს ასახელებენ და მათ რიგებში ჯერჯერობით ქართველები არ მოხვედრილან. სამიოდე წლის წინ საფრანგეთის ყველაზე ლამაზ სპორტსმენად თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ვიქტორია რავა დაასახელეს. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ვიკამ სხვადასხვა ჟურნალებისთვის გახდაზე უარი თქვა, მის მიმართ ინტერესი დაიკარგა. არადა, რეალურად რავა მართლაც გამორჩეული გახლავთ.

2009 წლის ბოლოს საუკეთესოები კვლავ გამოარჩიეს და რუსთა სამწუხაროდ, უკვე მესამე წელია, საუკეთესო სამეულში ვერც ერთი რუსი სპორტსმენი ვერ ხვდება. არადა, წლების წინ პირველი ანა კურნიკოვა იყო, მერე – მარია შარაპოვა, თუმცა კურნიკოვა საერთოდ დაიკარგა, შარაპოვა კი ათეულში მოხვედრით დაკმაყოფილდა. გამოკითხვაში, საერთო ჯამში, მონაწილეობა ას მილიონ ადამიანზე მეტმა მიიღო და შეიძლება ითქვას, რომ ობიექტურია.

1. კრისტი ლესკინენი (თხილამურები, ამერიკის შეერთებული შტატები) – კრისტის სერიოზული მიღწევები არ აქვს, მაგრამ თავისი სხეულის წყალობით, ძალიან პოპულარულია. თანაც, ის ნებისმიერ ჟურნალს თანხმდება საკუთარი სხეულის მიყიდვას, მთავარია, ამის სანაცვლოდ სოლიდური ჰონორარი გადაუხადონ.

2. ლერინ ფრანკო (შუბის სროლა, პარაგვაი) – სამშობლოში ყველაზე პოპულარული და სასურველი ქალი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში 2008 წლის ოლიმპიადის შემდეგ მოექცა. მას კონტრაქტები რამდენიმე წამყვანმა სამოდელო სახლმა შესთავაზა და ლერინიც მოდების ჩვენებასა თუ თამამ ფოტოსესიებში მონაწილეობას ხშირად იღებს. შუბის სროლის რა გითხრათ, მაგრამ საკუთარი სხეულის წყალობით, იგი წლიურად ოთხ მილიონ დოლარს შოულობს.

3. ელისონ სტოკი (ჭოკით ხტომა, ამერიკის შეერთებული შტატები) – ელისონი შარშან პირველ ადგილზე იყო, მაგრამ გახდაზე უარი თქვა და პოპულარობამაც დაიკლო. არადა, მკერდის მოშიშვლების სანაცვლოდ, სტოკს ორ მილიონს მხოლოდ „ფლეიბოი“ სთავაზობდა. თუმცა, გოგონამ თავი გაიგიჟა, მაგაზე მერე ვიფიქრებ, როცა კარიერას დავასრულებ, ახლა კი მსურს ჩემს სხეულზე, კი არა, შედეგებზე ისაუბრონო.

4. ჯენიფერ ბარეტა (ბილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები) – ბილიარდში მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალბატონი მხოლოდ წელს გაშიშვლდა და აგერ, მეოთხე ადგილზე ამოჰყო თავი. სხვათა შორის, ბარეტა მამაკაცთა ტურნირშიც იღებს ხოლმე მონაწილეობას და არცთუ იშვიათად, იმარჯვებს. სწორედ ჯენიფერმა გაამხილა ძლიერი სქესის დამარცხების საიდუმლო – მთავარია, ღრმა დეკოლტე და მოკლე კაბა ჩაიცვა და როცა ბილიარდის მაგიდაზე ბურთის დასარტყმელად გადაწვები, კაცები უკვე ბილიარდზე კი არა, სექსზე ფიქრობენ. შედეგად, თავგზა ებნევათ და მარცხდებიანო, – ასეთია ბერეტას რეცეპტი.

5. ტანიტ ბელბინი (მოციგურავე, ამერიკის შეერთებული შტატები) – შედეგებით ტანიტიც ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ამერიკაში ნებისმიერ ტურნირზე გამოდის და მომხიბვლელი სხეულის წყალობით, პუბლიკა აღფრთოვანებაში მოჰყავს. მოკლედ, ამ გოგოს ლამაზი სხეულით სრიალი ეხერხება და მეხუთე ადგილზეც ამიტომ გავიდა.

6. სარა ბიორკი (თხილამურები, კანადა) – წესითა და რიგით, საუკეთესოთა შორის სარა შარშანაც უნდა მოხვედრილიყო, მაგრამ შარშან იგი დედა გახდა და სხეულის ფორმებმაც მომხიბვლელობა დაკარგა. თუმცა, ბიორკმა უმოკლეს დროში მოახერხა ფორმაში ჩადგომა და ჟურნალისთვის გახდაც მოასწრო. ამით დაამტკიცა, რომ ისევ საუცხოოდ გამოიყურება.

7. ნიკი გუდექსი (ველორბოლა, ავსტრალია) – ნიკი საკმაოდ სახიფათო სპორტის სახეობას არის შეჭიდებული, რადგან ჩვეულებრივი რბოლის გარდა, მონაწილეობას ველოსიპედით მთებსა და რთულ რელიეფურ პირობებში ჩატარებულ შეჯიბრებებშიც იღებს და ტრავმებიც ხშირია. თუმცა, ტრავმათა კვალი ნიკის აშკარად ნაკლებად ეტყობა.

8. მარია კირილენკო (ჩოგბურთი, რუსეთი) – მაშამ საჩოგბურთო კორტზე რაიმე ღირებული რომ მოიგოს, მისი პოპულარობა უფრო გაიზრდება, მაგრამ ჯერ ყურადღებას მხოლოდ სხეულის წყალობით იქცევს. იმასაც ამბობენ, კირილენკო რომელიმე სოლიდური ტურნირის მოგების შემდეგ გაშიშვლებაზეც დათანხმდება და მაქსიმუმის მიღებას შეეცდებაო. ასეთ შემთხვევაში მაქსიმუმი კი ათ მილიონ დოლარზე მეტი იქნება, რადგან სპორტულ წარმატებას, გულშემატკივართა შორის პოპულარობაც დაემატება და სარეკლამო კონტრაქტების წვიმა წამოვა.

9. ანა ივანოვიჩი (ჩოგბურთი, სერბეთი) – ანას დედა თავის დროზე სერბეთის ულამაზეს ქალად იყო აღიარებული და მშობლის მომხიბვლელობა გოგონასაც გამოჰყვა. მაგრამ, რად გინდა, იგი ყველაფრის გამოჩენაზე უარს ამბობს. სანახევროდ გაშიშვლება კი მკითხველსა თუ გულშემატკივრებს არ მოსწონთ და თუ ორი წლის წინ იგი რეიტინგით პირველი იყო, წელს ფსკერისკენ დაეშვა და თუ ასე სანახევროდ გააგრძელა საქმის კეთება, როგორც კორტებზე, ისე ლამაზმანთა რეიტინგში, მხოლოდ უკუსვლა ელის. სხვათა შორის, იგი მსოფლიო რეიტინგის ლიდერიც იყო, მაგრამ ახლა მხოლოდ 21-ე ადგილზეა და ესეც იმიტომ, რომ ბოლო ექვს თვეში ათამდე კაცის შეყვარება და გადაყვარება მოასწრო.

10. მარია შარაპოვა (ჩოგბურთი, რუსეთი) – ყველა აღიარებს, რომ მაშა საუკეთესოთა შორის პირველი იმ შემთხვევაში იქნება, თუ რომელიმე ჟურნალის რედაქტორს მოწყალების თვალით შეხედავს და გახდაზე დასთანხმდება. პრინციპში, რაღა მოწყალების თვალით, ერთი ფოტოსესიის სანაცვლოდ რუს ჩოგბურთელს მსოფლიოში ჯერ არნახული თანხა, რვა მილიონიც კი შესთავაზეს, მაგრამ მაშამ კატეგორიული უარი განაცხადა და აღნიშნა, ამაზე მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ დავთანხმდებიო. იმის გათვალისწინებით, რომ იგი კარიერის დასრულებას უახლოესი ათი წლის განმავლობაში არ აპირებს, მკითხველს გვარიანი ლოდინი მოუწევს. და, თუ შარშან შარაპოვა მერვე იყო, წელს მეათეა და ვინ იცის, ეგებ გაისად ათეულში მოხვედრაც ვერ შეძლოს.


скачать dle 11.3