კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვუდსი ისევ შარშია


გასული წლის ყველაზე დიდი სპორტული სკანდალი ნომერ პირველ გოლფისტს, ტაიგერ ვუდსს უკავშირდება. წლის ბოლოს გაირკვა, რომ სანიმუშო მეოჯახედ მიჩნეული ვუდსი ცოლს ღალატობდა და ერთბაშად რვა საყვარელი ჰყავდა. ამის გამო ცოლი გაყრით ემუქრება და, საქორწინო კონტრაქტის მიხედვით, მას 300 მილიონის ალიმენტიც ეკუთვნის. ტაიგერი გააფთრებით იბრძვის, რათა ცოლიც შეინარჩუნოს და, შესაბამისად, ფულიც, მაგრამ ამის საშუალებას ამერიკული მედია არ აძლევს. მაშინ, როცა ვუდსს ეგონა, რომ ქარიშხალმა გადაიარა და ცოლსაც დღე-დღეზე შეურიგდებოდა, პრესაში მორიგმა სკანდალმა იფეთქა – რვა საყვარლის გარდა, ტაიგერს რომანი თავის მენეჯერთან, ქალბატონ რეიჩელთანაც ჰქონია.

პაპარაცებმა საიტზე ის ფოტოები დადეს, რომლებზეც ნათლად ჩანს, თუ როგორ ტოვებს რეიჩელი ვუდსის იახტას დილით, თუმცა, ქალი არც მალავს, რომ ღამე მასთან გაატარა.

– მე ტაიგერის მენეჯერი ვარ და მასზე ზრუნვა მევალება. ახლა ის მძიმე დღეშია და მის გვერდით უნდა ვიყო. რა ჩემი ბრალია, თუ იგი იახტაზე ცხოვრებას ამჯობინებს?! მასთან დავრჩი და მომავალშიც დავრჩები, რადგან, არ ვიცი, როდის იქნება საჭირო ჩემი ხელი, – თამამად განაცხადა რეიჩელმა და არც ის დამალა, რომ იახტის გემბანზე მთელი დღის განმავლობაში საცურაო კოსტიუმით დატანტალებდა და ირუჯებოდა.


скачать dle 11.3