კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ აქვთ შიდა ქართლის, იმერეთისა და გურიის დიდხელფასიან ნომერ პირველ პოლიციელებს ბინები

მიუხედავად პრეზიდენტის მოწოდებისა, „ხელები შორს პოლიციისგანო“, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ პოლიციელთა ქონების ჩხრეკას და ამჯერად შიდა ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის, ვლადიმერ ჯუღელის; იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა დათიაშვილისა და გურიის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის, შოთა ჭანუყვაძის, ქონებას წარმოგიდგენთ.

ვლადიმერ ჯუღელი:
შიდა ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა 2008 წელს დეკლარაცია შეავსო, როგორც ყოფილმა ჩინოვნიკმა (ის 2007 წელს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის II სახაზო სამმართველოს უფროსის მოდგილედ მუშაობდა) და მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა თბილისი, ზოვრეთის ქუჩა.

ვლადიმერ ჯუღელი 1967 წელსაა დაბადებული, ჰყავს მეუღლე – თამარი; შვილები: ლაშა (დაბადებული 1989 წელს) და გიორგი (დაბადებული 1991 წელს) და დედა – ქ-ნი ნანული.

ჯუღელების საცხოვრებელი სახლი ზოვრეთის ქუჩაზე ქ-ნი ნანულის საკუთრებაა და 100 000 ლარი ღირს, თავად ბ-ნ ჯუღელს კი ავტომანქანა „ტოიოტა“ ჰყავს, 20 000 ლარად ღირებული.

ჯუღელები არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, არ აქვთ ფასიანი ქაღალდები, ბანკში არ ფლობენ დანაზოგებს და დეკლარაციის შევსების დროს ოჯახის არც ერთ წევრს ნაღდი ფული არ ჰქონია.

ჯუღელების ოჯახში მხოლოდ ვლადიმერ ჯუღელი იყო დასაქმებული, ის, როგორც მოგახსენეთ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოდგილე იყო და მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 12 400 ლარი შეადგინა. თუმცა, რაკი უკვე შიდა ქართლის ¹1 პოლიციელი გახდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი სახელფასო შემოსავალი საგრძნობლად გაუმჯობესდება.

მამუკა დათიაშვილი

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა 2008 წელს დეკლარაცია შეავსო, როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ასპინძის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ და მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა ასპინძა, ერეკლე მეორის ქუჩა.

მამუკა დათიაშვილი 1976 წელსაა დაბადებული ასპინძაში და 2008 წლის დეკლარაციაში ოჯახის წევრებად მიუთითებს მამას – ბ-ნ გივის; დედას – ქ-ნ ჟენიას და ძმას – მანუჩარს.

დათიაშვილების საცხოვრებელი სახლი ასპინძაში გივი დათიაშვილის საკუთრებაა და 50 000 ლარი ღირს, მასვე ეკუთვნის მიწის ნაკვეთი ასპინძის რაიონში (0,25 ჰექტარი), 20 000 ლარად ღირებული.

დათიაშვილების ოჯახში დასაქმებული მხოლოდ მამუკა დათიაშვილი იყო და მისმა წლიურმა სახელფასო შემოსავალმა 8 200 ლარი შეადგინა.

2009 წელს შევსებულ დეკლარაციაში არანაირი სიახლე არ არის, ანუ დათიაშვილების უძრავ-მოძრავ ქონებას არაფერი შეჰმატებია, გარდა იმისა, რომ მამუკა დათიაშვილს „ტაოპრივატბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 900 აშშ დოლარი ერიცხებოდა, ნაღდ ფულად კი 7 000 ლარი ჰქონდა.

2009 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ გარდა მამუკა დათიაშვილისა, დათიაშვილების ოჯახში დასაქმებულია ქ-ნი ჟენიაც – საავადმყოფოში მედდად და მისი წლიური ანაზღაურება 1 000 ლარი ყოფილა.

რაც შეეხება თავად ბ-ნ დათიაშვილს: მან, როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ასპინძის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ხელფასის სახით 18 702 ლარი აიღო. მისი ახლანდელი თანამდებობა კი იმედს გვაძლევს, რომ ბ-ნი დათიაშვილის სახელფასო შემოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება.

გარდა ხელფასისა, მამუკა დათიაშვილს შემოსავალი სხვა წყაროდანაც ჰქონდა: კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდან 8 000 ლარი მიიღო, თუმცა ხარჯიც გასწია, სამეურნეო საქმიანობაში 2 000 ლარი დაეხარჯა.

შოთა ჭანუყვაძე

გურიის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა 2008 წელს დეკლარაცია შეავსო, როგორც გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ და მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა თბილისი, ნუცუბიძის პირველი მიკრორაიონი.

შოთა ჭანუყვაძე 1974 წელს დაიბადა შემოქმედში, ჰყავს 1973 წელს დაბადებული მეუღლე – ირინე სადრაძე; დედა – ქ-ნი ეთერი; ძმა – მერაბი და შვილი – ილია, რომელიც 2007 წელს დაიბადა.

შოთა ჭანუყვაძის საცხოვრებელი სახლი მის მეუღლეს ეკუთვნის და 20 000 აშშ დოლარი ღირს; მათი საცხოვრებელ სახლი შემოქმედში ქ-ნ ეთერის საკუთრებაა და 15 000 ლარი ღირს. შოთა ჭანუყვაძეს კი მიწის ნაკვეთი აქვს ოზურგეთში, რომელიც 2 000 ლარი ღირს.

2008 წელს ჭანუყვაძეების ოჯახში დასაქმებული იყო სამი ზრდასრული წევრი: შოთა ჭანუყვაძე – გურიის ¹1 პოლიციელის მოადგილედ, მისი მეუღლე – შპს „კონტინენტალის“ დირექტორის მოადგილედ, მერაბი – შპს „კასტროლის“ სპეციალისტად. შესაბამისად, ირინე სადრაძემ წლიურ ხელფასად 11 000 ლარი აიღო, დეკლარაციაში მითითებული არ არის მერაბ ჭანუყვაძის სახელფასო შემოსავალი. რაც შეეხება შოთა ჭანუყვაძეს: მან 2007 წლის განმავლობაში იმუშავა: ვაკე-საბურთალოს რაიონის I განყოფილების უფროსად (ხელფასის სახით 13 000 ლარი აიღო) და გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ (ამ პოსტზე მუშაობისას მან, სულ რაღაც, 4 000 ლარი აიღო).

იმავე წელს შოთა ჭანუყვაძემ ბანკიდან ორი წლის ვადით 6 500 ლარიც ისესხა.

2009 წელს შოთა ჭანუყვაძის უძრავ-მოძრავ ქონებას მიემატა მიწის ნაკვეთი ოზურგეთში, რომელიც 7 000 ლარი ღირს და ნაღდი ფულიც გაუჩნდა: მას დეკლარაციის შევსების დროს 5 000 ლარი ჰქონდა.

გასული წლის განმავლობაში შოთა ჭანუყვაძემ იმუშავა გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ამ საქმიანობაში 14 786 ლარი აიღო და გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსადაც, ამ საქმიანობამ მას 18 288 ლარი მოუტანა.

2009 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ შოთა ჭანუყვაძეს კიდევ ერთი სესხიც აუღია, ისევ 2 წლის ვადით, ოღონდ 4 500 ევროს ოდენობით.



ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3