კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ინტერნაციონალური“ დიეტა


ყოველი ქვეყნის კულტურას, ისტორიულ ძეგლებთან ერთად, განსაზღვრავს ეროვნული სამზარეულო. დღეს შემოგთავაზებთ დიეტების რამდენიმე მოკლე ვარიანტს ფინური, ბულგარული, ესტონური და ფრანგული სამზარეულოდან. თითოეული დიეტის „საცდელი“ ხანგრძლივობა ერთი კვირაა. მოსინჯეთ ყოველი მათგანი ერთმანეთის თანმიმდევრობით, აკონტროლეთ თქვენი წონა დიეტის პირველ და ბოლო დღეს და, რომელსაც ჩათვლით „თქვენს“ დიეტად, ის განაგრძეთ 2 კვირის განმავლობაში.

ცხადია, ნებისმიერი დიეტის დაცვის უფლება თქვენმა ჯანმრთელობამ უნდა მოგცეთ.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული დიეტის „პოპური“ განსაკუთრებით ეფექტური იქნება ახალი წლის „ნაყროვანი“ დღეების შემდეგ.

ფინური დიეტა რაციონიდან გამორიცხავს ცხოველურ ცხიმებს, ცომეულს, ბრინჯს, ტკბილეულს, ზღუდავს მარილს. სამაგიეროდ, ნებას გრთავთ, მიირთვათ თევზეული და ზღვის სხვა პროდუქტები.

დიეტის მთავარი ღერძია ბოსტნეულის სუპი, რომელიც უნდა მიირთვათ საუზმეზეც, სადილზეც და ვახშამზეც. ყოველი კვება კი, შეგიძლიათ, შეავსოთ მოხარშული თევზეულით, სალათებით ან ხილით (თითოეული დანამატი არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს).

სუპის რეცეპტი: წვრილად დაჭერით ნახევარი კილოგრამი ხახვი, 200 გრამი პრასი, 300 გრამი ოხრახუში, 200 გრამი ბროკოლი, 250 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 200 გრამი სტაფილო. დაასხით 2 ლიტრი ცივი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ 1 ჩაის ჭიქა ტომატის წვენი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე ბოსტნეულის მოხარშვამდე. მარილი – ძალიან მცირე რაოდენობით.

ბულგარული სამზარეულო ძალიან ნოყიერი და კალორიულია, მაგრამ, ამის მიუხედავად, ბულგარელთა მენიუში მაინც მოიძებნება ალტერნატივა – ბალკანური ბოსტნეული და სალათა მოთუშული ან შემწვარი სახით. ამიტომ, ბულგარული დიეტის ძირითადი საფუძველი სწორედ ბოსტნეულია, კერძოდ კი – სტაფილო. მისი წყალობით 4 დღეში 2-3 კილოგრამს გამოემშვიდობებით:

3 დღის განმავლობაში საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მიირთვით 200-300 გრამი გახეხილი (უმი) სტაფილო, რომელსაც უნდა დაამატოთ ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, შეურიეთ ნებისმიერი ხილი ან კენკრა. სალათას დააყოლეთ პიტნის, გვირილის ან ცაცხვის ჩაი (უშაქროდ). მეოთხე დღეს, შეგიძლიათ, თქვენი კვების რაციონი შეავსოთ ერთი ნაჭერი პურით, მეხუთე დღიდან კი ნელ-ნელა გადადით ჩვეულებრივ კვებაზე.

ესტონური დიეტა ძალიან მკაცრია და ყველასთვის არ არის მიზანშეწონილი. სანამ „ესტონურად“ გახდებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს და, თუ ის ნებას დაგრთავთ, მაშინ, ეს დიეტაც მოსინჯეთ. აუცილებელი პირობა: დღის განმავლობაში მიიღეთ 1,5-2 ლიტრი წყალი.

პირველი დღე: თანაბარი შუალედებით მიირთვით 5-6 ცალი მოხარშული კვერცხი.

მეორე დღე: 500 გრამი უცხიმო ხაჭო.

მესამე დღე: 500 გრამი ქათმის ფილე (მოხარშული).

მეოთხე დღე: 100 გრამი მოხარშული ბრინჯი (უცხიმოდ).

მეხუთე დღე: 5-6 ცალი საშუალო ზომის მოხარშული ან კანიანად გამომცხვარი კარტოფილი.

მეექვსე დღე: 1-1,5 კილოგრამი ვაშლი.

ამ დიეტით 6 დღეში 3 კილოგრამს დაიკლებთ.

ფრანგული დიეტა

შექმნილია აზრი, რომ ფრანგი ქალები მუდმივად ზრუნავენ თავიანთ აღნაგობაზე, რაც, ალბათ, ფრანგული კვების სისტემის განსაკუთრებულობიდან გამომდინარეობს. თუ ორ კვირას მაინც გაუძლებთ ფრანგი ქალის კვების რეჟიმს, მინიმუმ 3-4 ზედმეტ კილოგრამს მოიშორებთ, მით უმეტეს, რომ ეს დიეტა საკმაოდ ადვილი შესასრულებელია: დღეში 3-ჯერ ნებადართულია მიირთვათ მჭლე ლორი (100 გრამი), უცხიმო ყველის ნაირსახეობა, მოხარშული ხორცი უცხიმო სოუსით, სალათები და ხილი. მთავარია, დაიცვათ ორი პირობა: ყოველი პროდუქტი უნდა მიირთვათ ცალკე (ანუ, სხვადასხვა პროდუქტის ერთად ჭამა გამორიცხეთ) და არ გამოიყენოთ მარილი და სანელებლები, შაქარი – მით უმეტეს. სამაგიეროდ, ამ დიეტას აქვს ერთი სასიამოვნო სიურპრიზი: უფლება გაქვთ, მიირთვათ დღეში 200 მილილიტრი შავი (ან წითელი) მშრალი ღვინო.

ნებისმიერი დიეტისთვის კვების განრიგი შეარჩიეთ თქვენი დღის რეჟიმის შესაბამისად.

წარმატებას გისურვებთ!


скачать dle 11.3