კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ვიტამინის უკონტროლო მიღება ქმნის საფრთხეს


დღეს ადამიანთა უმრავლესობა ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ნაკლებობას განიცდის, განსაკუთრებით – იოდის, მაგნიუმის, სელენის, თუთიისა და კალციუმის.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ორგანიზმში ყოველთვის როდი შეინიშნება მიკროელემენტების ნაკლებობა. ხშირია ალუმინის, ტყვიის, ქრომის და სხვათა სიჭარბე. ეს კი ის ელემენტებია, რომლებიც ვიტამინების ბევრ კომპლექსში შედის. როცა ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტები ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ხვდება, იწვევს სერიოზულ დაავადებებს და ტოქსიკურ რეაქციებს.

ვიტამინების კომპლექსების ხანგრძლივმა და უკონტროლოდ გამოყენებამ, შეიძლება, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.

იმ მწეველ ადამიანებს, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ბეტაკაროტინს, გაცილებით ხშირად ემართებათ ფილტვის კიბო. ფოლის მჟავის სიჭარბე კანის გაღიზიანებას იწვევს. E ვიტამინის ჭარბი მიღება კი არტერიულ წნევას მაღლა სწევს. რაც შეეხება C ვიტამინს, მისი ხანგრძლივი მიღება ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, იწვევს აღგზნებას, მოუსვენრობას, უძილობას, თრგუნავს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას, ზრდის შარდში შაქრის რაოდენობას. ეს კი თირკმელებზე უარყოფითად მოქმედებს და სისხლის შედედებასაც იწვევს. ამ ვიტამინის სიჭარბე ორგანიზმიდან B ჯგუფის ვიტამინების დიდი რაოდენობით დაკარგვას იწვევს.

კვლევით უკვე დადგინდა, რომ ასკორბინის მჟავა სისხლში B1 ვიტამინის კონცენტრაციას ზრდის, A ვიტამინისას კი – ამცირებს. დიდი რაოდენობით B1 ვიტამინის მიღება ორგანიზმიდან B2 ვიტამინს გამოდევნის. A ვიტამინის ჰიპერდოზებით მიღება კი ორგანიზმში D ჰიპოვიტამინოზის სიმპტომებს ერთიორად აძლიერებს.

ნევროზით დაავადებული ადამიანების ორგანიზმში B1 და B6 ვიტამინები მუდმივ ურთიერთქმედებაშია. არაგეგმაზომიერად და უკონტროლოდ მიღებამ შესაძლოა, ავადმყოფს მდგომარეობა საგრძნობლად დაუმძიმოს და სავალალო შედეგამდეც კი მიიყვანოს.


скачать dle 11.3