კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1991 წლის 17 აპრილს, დილის საათებში. გთხოვთ, გვითხრათ, რომელ პროფესიებში მიაღწევს სამომავლოდ წარმატებებს?

პასუხი: მისთვის კარგია და წარმატების მომტანი გასართობი ინდუსტრია, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში საადმინისტრაციო საქმიანობა, საიუველირო საქმე, თუნდაც ბიზნესი, იურისპრუდენცია, არქიტექტურა, დიზაინი, სამასაჟო საქმე; მედიცინიდან: პლასტიკური ქირურგია და კარდიოლოგია; ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, არქიტექტურა, უშიშროების სფერო.

კითხვა: დავიბადე 1976 წლის 13 ნოემბერს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი ასტროლოგიური ქვის ტარებას მირჩევთ, რომ ცხოვრებაში ადვილად მივაღწიო წარმატებებს?

პასუხი: თქვენთვის კარგია შემდეგი ასტროლოგიური ქვების ტარება: აქატი, ფირუზი, მალაქიტი, ოპალი, ოქროსფერი ტოპაზი, მარგალიტი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო, გიშერი, მარჯანი. რაც შეეხება კარმულ მისიას, გეტყვით, რომ თქვენ უნდა გახდეთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული. ასევე, უნდა იყოთ ფულის ყაირათიანი მხარჯველი, მარტოხელა მებრძოლი, საქმისადმი უნდა გამოიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა და სერიოზულად მიუდგეთ მას. ასევე, აუცილებელია, რომ იყოთ ერთგული და ირგვლივაც ერთგული ადამიანები შემოიკრიბოთ. ცხოვრებაში იმოქმედეთ პრინციპით: „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“, ანუ იყავით მეტად ფრთხილი და დაფიქრებული. გახადეთ სტაბილური თქვენი ცხოვრება. ამ თვისებების გამოვლენით, თქვენ დადგებით სწორ ევოლუციურ გზაზე და შეასრულებთ თქვენს კოსმიურ-კარმულ მისიასაც.

კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 1995 წლის 20 თებერვალს, დილის ოთხ საათზე. გთხოვთ გვირჩიოთ, რომელ პროფესიაში მოსინჯოს ბედი, რომ წარმატებებს ადვილად მიაღწიოს?

პასუხი: მინდა გითხრათ, რომ თქვენი გოგონასთვის აუცილებელია უცხოეთთან კონტაქტი. ეს მისი კოსმიური მისიაა. წარმატების მომტან პროფესიებს კი განეკუთვნება: პოლიტიკის ფართო სპექტრი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია, საელჩოები, საკონსულოები, იურისპრუდენცია, პედაგოგიკა, საგადასახადო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ქირურგია, ფსიქიატრია, ოკულტიზმის ფართო სპექტრი.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 14 თებერვალს, დღის 12 საათზე. რა არის მისი კარმული მისია და რომელ პროფესიებში ექნება წარმატებები სამომავლოდ?

პასუხი: მისთვის კარგია და წარმატებების მომტანი შემდეგი პროფესიები: მედიცინა, კერძოდ, პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია. ასევე, საიუველირო ბიზნესი, იურისპრუდენცია, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, დიზაინი, არქიტექტურა, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, გასართობი სფერო. მის კარმულ მისიას კი წარმოადგენს ის, რომ გახდეს აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შეუპოვარი, მომთმენი, ასევე, უნდა გამოავლინოს სამომავლოდ ორგანიზატორული ნიჭი და უნარი, დაეყრდნოს ინტუიციას, ოპტიმიზმს, შეეძლოს საქმეში შუამავლის ფუნქციის შესრულება, დაეყრდნოს ცოდნის ბაზას და გამოცდილებას. სწორედ ეს არის მისი წარმატებების საწინდარი სამომავლოდ და ასევე, კარმულ-კოსმიური მისიის შესრულების გზა.

კითხვა: დავიბადე 1979 წლის 30 დეკემბერს, დილის 4 საათსა და 5 წუთზე. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?

პასუხი: თქვენთვის წარმატების მომტანი და მისაღები ქვეყნებია გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი ნაწილი, ბელორუსია, ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კი – ვირჯინიის შტატი.


скачать dle 11.3