კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში გაცვალა მარინა ბერიძე ქმარმა და რატომ გახდა ის გასათხოვარი ქალების კლუბის ხელმძღვანელი


„ჯეოსტარი 2009“ დასრულდა და მაყურებელი ერთი წლით დაემშვიდობა ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ პროექტს, სადაც ახალი და ნიჭიერი ქართველი მომღერლები იბადებიან. პროექტის მკაცრი ვერდიქტების ავტორი, მარინა ბერიძე, რომლის შესახებაც ყოველ „ჯეოსტარზე“ თითო მითი მაინც იქმნება, ჩინოვნიკურ სამსახურს დაუბრუნდა. ის კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად შემოდგომაზე დანიშნეს, თუმცა, ვერც მეგობრის ყოფილ კაბინეტს შეეჩვია და ვერც ჩინოვნიკურ ყოფას – მისი სტიქია რეპეტიცია, კულისები, ბავშვებთან მუშაობაა, რასაც ქალბატონი მარინა ყველაზე დიდი სიამოვნებით აკეთებს. რა ხდება მუსიკალური პროექტის კულისებში და რაში სჭირდება ჟიურის მკაცრ ხელმძღვანელს დაღლილი ოლიგარქი, ამის შესახებ ქალბატონ მარინას გავესაუბრეთ, რომელიც, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც კარგი რესპონდენტი აღმოჩნდა.



მარინა ბერიძე: „ჯეოსტარი“ ჩემთვის შემოქმედებითად საინტერესო პროექტია. ისე მიყვარს ახალგაზრდებთან მუშაობა და რეპეტიციები, რომ ამას არაფერი მირჩევნია. ბავშვებთან მართლაც ძალიან გულწრფელი ვარ, რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ. რაც უნდა ფანი ვიყო პროექტის ამა თუ იმ მონაწილის, მიკერძოებული მაინც არასდროს ვარ. როცა მესმის არასწორად ნამღერი, მომენტალურად მაქვს რეაქცია. ეს არის ჩემი სტილი. მე ვერ ვხედავ ვერც ერთ კამერას და ვერ ვგრძნობ „პეტლიჩკას“, რომელიც მკერდზე მიკეთია. შესარჩევი ტურების დროს ისეთ სისულელეებს ვყრი ხოლმე პირიდან, მტერსა და ავს! მით უფრო, როცა ჭოლა მიზის გვერდით. ხანდახან ცუდ სიტყვებსაც ვამბობ და, ამასაც რომ ეთერში უშვებდნენ, კურიოზები მერე გენახათ! (იცინის) ჩემს არეულ-დარეულს ჩემი ლანა „ალაგებს“ ხოლმე, ის არის ადამიანი, ვის გარეშეც არაფერი შემიძლია. ხანდახან ისეთი რაღაც შეიძლება წამოვროშო, ლანა რომ არ მყავდეს გვერდით, დავიღუპებოდი, ის ამშვიდებს და აბალანსებს ჩემს ცხოვრებას.

– „ჯეოსტარის“ კულისები მძიმეა?

– მხოლოდ სამუშაო პროცესია მძიმე, ხანდახან მათრახიც მჭირდება (იცინის). განსაკუთრებით მკაცრი ვარ რეპეტიციებზე – ვისაც ყვირილი სჭირდება, მასთან ვყვირი, რა ვქნა, ძალიან ცუდი გოგო ვარ, მკაცრი და უხეში, მაგრამ, ასე სჭირდება საქმეს. ვისაც მოფერება უფრო არგებს, მას ვეფერები. სხვა მხრივ, კულისები არაა მძიმე, პროექტის პარტნიორებსა და მონაწილეებს შორის არ არსებობს ინტრიგა, რაც ძალიან მომწონს. პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული ის გუნდი, რომელიც „კარტინკას“ აკეთებს, მე არ ვიცი ტელევიზიის მუშაობა და მათ საქმეში არ ვერევი, შესაბამისად, არავინ ერევა პროექტის შემოქმედებით მხარეში. საერთოდ მომწონს ასეთ პროექტებზე მუშაობა. ამას წინათ „რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრებოდი და ვუთხარი: გაზაფხულიდან მარტო „ანა-ბანა“ უნდა ვაკეთო-მეთქი? მომწონს, როდესაც ბევრ საქმეს ვაკეთებ ერთდროულად. სიამოვნებით გავაკეთებდი ახალ, თინეიჯერულ პროექტს. ხანდახან კი ვწუწუნებ, რომ დავიღალე, მაგრამ მაინც ყველაფერს ვასწრებ, იმიტომ, რომ ხალისიანი ადამიანი ვარ.

– ყველა „ჯეოსტარზე“ თქვენ შესახებ ერთი მითი მაინც იქმნება. ამ ჯეოსტარის მითი რა იყო?

– თქვენ რა გსმენიათ? (იცინის).

– რომ თქვენი ფავორიტი იყო ვაჟა მანია და აუცილებლად უნდა გაემარჯვა მას, როგორც ლტოლვილს აფხაზეთიდან.

– ხომ ხედავთ, როგორ იმსხვრევა მითები? (იცინის) მე ყველაზე მეტად დამწყდა გული ლიკლიკაძეზე და სოფო ბედიაზე. რაც შეეხება ვაჟა მანიას, ის ძალიან მომწონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ, როცა ის ცუდად მღერის, ამას არ ვეუბნები. ფინალში, რომელიც ძალიან სამართლიანად დასრულდა, იყო ორი ესთეტიკის შეჯიბრი: ნოდიკო ტატიშვილი – ძალიან ნიჭიერი, მეცადინი და დამჯერი და ვაჟა მანია, რომელმაც ისიც კი ვერ გაიგო, ესემესს ვინ უგზავნიდა. ვაჟაში მხიბლავდა ის, რომ ბოლომდე ვერ ხვდებოდა, სად იყო, რა უნდოდა. ის ერთობოდა პროექტით, რაც ძალიან გადამდები იყო. პირველივე დღეს „ლაბრადორი“ შევარქვით და მართლაც ასეთია, ლაბრადორივით არის – ვერ გაიგებ, სად მიდის, სად მოდის. ნოდიკოსგან განსხვავებით, ვაჟასთან მუშაობა საკმაოდ რთული იყო. რაც შეეხება დევნილის ფაქტორს, ვაჟა სამი წლის იყო, როცა აფხაზეთიდან წამოვიდა და, მგონი, საერთოდ არ ახსოვს აფხაზეთი. მე არ მესმის, რატომ გაღიზიანდნენ ვიღაც-ვიღაცეები ამის გამო. ძალიანაც კარგი, რომ სცენაზე იდგნენ სოხუმელი და თბილისელი ბიჭები. ისინი ისეთი მეგობრები იყვნენ, ამას ბევრი ვინმე რომ ვერც წარმოიდგენს. ამ ბავშვებს შორის არ არსებობს ინტრიგა, ერთმანეთთან აქვთ საოცრად ჯანსაღი ურთიერთობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ძალიან კარგად ვიცი მძიმე კულისების ფასი... ბევრი გზა გავიარე, სადაც ბევრი მებრძოდა, არა პირდაპირ, არამედ, „ქვეშ-ქვეშ“, ხრიკებით... ეს არ არის ადვილი, მაგრამ უფრო გაძლიერებს ადამიანს. მე ვიცი, რომ ეს ბავშვები ამ კულისებს მაინც წააწყდებიან ცხოვრებაში, ამიტომ, ვცდილობ, მუსიკის გარდა, თავის გატანაც ვასწავლო მათ. ყველაზე მეტად ინტრიგას გამოვყავარ წყობიდან, იქ მერევა ტვინი. თან, ხერხემლით ვგრძნობ ინტრიგის მოახლოებას. ყველაფერი რომ მშვიდადაა, მაშინ ვეუბნები გოგოებს, ინტრიგა მოდის-მეთქი. ისინი გიჟდებიან – გადაირიე? ცუდად ხარ? წადი ასათიანზე და თავს მიხედეო, – მეუბნებიან, თუმცა, მერე ჩემი სიტყვები მართლდება ხოლმე (იცინის).

– ეჭვიანი ადამიანი ხართ?

– სიბერეში, შეიძლება, უფრო შემომეპარა ეს თვისება, ადრე არ ვიყავი ეჭვიანი. ცხოვრებაში იმდენჯერ დავდექი ფეხზე, მგონი, აღარავის აქვს ილუზია, ისე მომექცეს, რომ ძირს დამაგდოს. ასეთი ადამიანები კიდევ არიან, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რომ მე ეს ბრძოლა უფრო მეტ სტიმულს მაძლევს.

– ახლა, ალბათ, მთლიანად ჩაერთვებით თქვენს ახალ ჩინოვნიკურ სამსახურში. როგორ მოგწონთ ეს ამპლუა?

– ვერა, ჯერ ვერ შევეჩვიე. ბევრი იდეა მაქვს, ახლა მთლიანად ჩავერთვები ამ საქმეში. არ მინდა, რომ ამ სამსახურს ფორმალური სახე ჰქონდეს. დათო ოქიტაშვილმა აქ ბევრი კარგი რამ გააკეთა. მე ისიც მაწუხებს, რომ ამ ოთახში ჩემამდე დათო იჯდა. ამის გამო დისკომფორტი მაქვს, იმიტომ, რომ ის ჩემი კარგი მეგობარია. თუმცა, ჩემმა მეგობრებმა, მათ შორის დათომაც, კარგად იციან, რომ არასდროს არავის ადგილი არ მდომებია და ყოველთვის თავად ვიგონებდი ჩემს ადგილს. იმდენად მომეწონა ნიკა რურუა, რომელიც ძალიან თანამედროვედ აზროვნებს, რომ, უარს ვერ ვიტყოდი. როცა ნიკამ ეს სამსაური შემომთავაზა, ვკითხე: ნიკა, მე?! მე ხომ მოხსენებითი ბარათების წერაც კი არ ვიცი... დღემდე არ ვსწავლობ ამ საქმეს, სხვამ გააკეთოს, მე ხელს მოვაწერ. ჩემი გოგოები მეუბნებიან: სად წაგიყვანეს, მაგიდაზე ზიხარ, სკამზე დამჯდარი არ გვინახავხარო? როცა ვმუშაობ, ფეხები სკამზე მაქვს ხოლმე შემოწყობილი. აქ ჯერ მაგიდაზე ვერ ავხტი, მაგრამ, ალბათ, ავხტები (იცინის). ჩინოვნიკურ სამსახურს აქვს დისკომფორტები, მაგალითად ვერ ვეგუები, კარზე რომ დამიკაკუნებენ და – ქალბატონო, შეიძლებაო? – მეკითხებიან. სად არ მიმუშავია, მაგრამ ყავას დღემდე მე ვადუღებ ჩემი გოგოებისთვის, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემზე მეტად დაღლილები არიან; მე მიმყავს მაღაზიებში, ვაცმევ, ვეფერები, როცა ტირიან. ასე მოვდივართ წლების განმავლობაში, ერთადერთი, რაც არ გამომდის, მაჭანკლობაა, რაც ძალიან მაწუხებს. გასათხოვარი ქალების კლუბის ხელმძღვანელი ვარ, მაგრამ, არ სცალიათ მაგ ოხრებს და რა ვქნა?! ახლა მაგ საქმესაც უნდა მივხედო, თუმცა, კარგი კაცები მაინცდამაინც არ ჩანან (იცინის).

– რას უწუნებთ ქართველ კაცებს?

– დელიკატურად რომ ვთქვა, მე მგონია, რომ ცოტა ინერტულები გახდნენ. ჩემი აზრით, ბოლო წლებში მაინც ქალებმა აჯობეს კაცებს. ქალს მეტი მოტივაცია აქვს, კაცი ვერ მიდის იმ სამუშაოზე, რაზეც წავა ქალი, რომელიც ოჯახის გაჭირვებას ხედავს. კაცი ოც კერძო მოწაფეს „არ აიყვანს“ – დედა, რას ამბობ, როგორ შეიძლება?! მე და ჩემს მეგობრებს ეს გამოვლილი გვაქვს: ხან ავლაბარში მივდიოდი მოწაფესთან, ხან დიღმის ბოლოში გავდიოდი. ძალიან ბევრი რთული პერიოდი მქონდა, მაგრამ ეს არასდროს მემჩნეოდა. მერჩივნა, ჩემზე ეთქვათ – „ეს საზიზღარი მარინა ბერიძეო“, ვიდრე – „ვაიმე, რა საწყალიაო“. მაშინაც კი, როცა მიჭირდა, ასე თუ ისე კარგად ვიცვამდი. რა ვქნა, მიყვარს ჩაცმა, ეს არის ჩემი სისუსტე (იცინის).

– აშკარად გაგიმართლათ: სამსახურში ლანა გაბალანსებთ და გამშვიდებთ, სახლში – მეუღლე და შვილი, რომლებიც თქვენგან განსხვავებული ხასიათის ადამიანები არიან.

– ჩემთვის ჩემი ოჯახის კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ასეთი მეუღლე და შვილი რომ არ მყავდეს, ალბათ, ვერაფერს გავაკეთებდი. მათგან დიდი სიმშვიდე მოდის. ოჯახი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, ამის გამო, რაც უნდა დაღლილი ვიყო, სახლშიც კი ყველაფერს ვასწრებ. ახალ წელს სახლში ჩემი გოგოები დავპატიჟე და ისეთი გემრიელი საჭმელები დავახვედრე, ისეთი, რომ...

– ახალი წლის ღამე ლამის ფილარმონიაში გაატარეთ და როდის მოასწარით სამზადისი?

– მთელი ცხოვრება ძალიან ცოტა ხანს მძინავს, მიყვარს გათენება, სიცოცხლე. ბავშვობიდან ბევრს ვშრომობდი, ხანდახან ექვსი საათი ვუკრავდი ხოლმე, ამან შემაჩვია ასეთ რეჟიმს. მაშინაც კი, თან ვუკრავდი, თან არაფერს ვაკლდებოდი და ყველგან წასვლას ვასწრებდი. ახლა ყველა საქმეს ღამით ვაკეთებ. ოჯახში ერთი ტრადიციული სადილი ყოველთვის მაქვს, საახალწლოდ გოზინაყიც გავაკეთე, ნიგვზიანი ხარჩოც, საცივიც... ჩემს ოჯახში უკვე დიდი ხანია, მეკვლე მე ვარ – სულ ქუჩაში ვხვდები ხოლმე ახალ წელს და მერე შევდივარ სახლში. ახლაც გვიან მივედი და დილის 7 საათზე ბათუმში წავედი, ოღონდ, საჭესთან მე არ ვმჯდარვარ. ყველანაირ ტექნიკასთან მწყრალად ვარ. ჩემი ქმარი არ მიშვებს ახლოს იმასთან, რაც თვითონ იცის ძალიან კარგად. ჩვენს სახლში კომპიუტერი გაჩნდა მაშინ, როცა ხალხი მოდიოდა და კითხულობდა – ეს რა არისო. ჩემს ქმარს ღილაკების ავადმყოფობა სჭირს, იმ პერიოდში დღე და ღამე კომპიუტერთან იჯდა, ოთახიდან არ გამოდიოდა, მე აღარ ვარსებობდი. მთელი ცხოვრება ღილაკებში ვარ გაცვლილი. თავის სამყაროში, ალბათ, იმიტომ არ მიშვებდა, რომ კონკურენციის შეეშინდა (იცინის).

– სამაგიეროდ, ტექნიკის ხელოსნების ტელეფონების მოძიება არ დაგჭირდებათ.

– ეს პრობლემა მოხსნილი მაქვს. ისე ვერასოდეს ვისწავლი მანქანის ტარებას და კომპიუტერს, როგორც ეს ჩემმა ქმარმა იცის, აქედან გამომდინარე, არც ვეჭიდები იმ საქმეს, რაც „ისე რა“ გამომივა. თავიდანვე მოვილაპარაკეთ: „კნოპკა“ ჩემი ქმრისაა, ფანტაზია – ჩემი.

– შორს მიდის თქვენი ფანტაზიები?

– ბავშვობიდან ფანტაზიორი ვარ, მიყვარს „ბოდვა“ (იცინის). ფანტაზიორი საქმეში ვარ, თორემ, პირად ცხოვრებაში რაღა დროს ჩემი ფანტაზიებია? ახლა დაღლილი ოლიგარქი რომ გამოჩნდეს, შეიძლება, ჩემმა ფანტაზიამაც გაიღვიძოს, ოღონდ, ისეთი დაღლილი უნდა იყოს, რომ მარტო ლაპარაკი უნდოდეს (იცინის). ჩემი გოგოები სულ დამცინიან: შენ რომ ოლიგარქი შეგხვდეს, იმ წუთში რომელიმე პროექტის დაფინანსებას მოსთხოვო, – მათ იციან, ჩემთვის მთავარი რაც არის... (იცინის).


скачать dle 11.3