კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ყიდულობს ცალკე საცხოვრებელ ბინას თემურ თათარაშვილის ქალიშვილისთვის და რა სიურპრიზს უმზადებს მას მამა შორეული რუსეთიდან


მომღერალ თემურ თათარაშვილის ერთადერთი ქალიშვილი, მარიამ თათარაშვილი, სულ ახლახან გათხოვდა და ბედი დათო ლობჟანიძეს დაუკავშირა. მართალია, მშობლებმა იცოდნენ შვილის სიყვარულის ამბები, მაგრამ მის გათხოვებას ჯერ მაინც არ ელოდნენ. მარიამი და დათო გაიპარნენ და მშობლებს მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყვეს. შეყვარებული წყვილი დღეს უკვე შვილს ელოდება. მართალია, თემურს ჯერ სიძე არ უნახავს, რადგან მოსკოვშია, მაგრამ ინტერნეტით ხშირად ეკონტაქტება და საჩუქრებითაც ანებივრებს. ახალდაქორწინებულები ჯერ სტუდენტები არიან. დათო ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს და მომავლი ექიმია, მარიამი კი – მომავალი ეკონომისტი.


მარიამ თათარაშვილი: ისე გავთხოვდი, თავადაც ძლივს მოვედი აზრზე. სულ ვამბობდი, ჯერ რა მეჩქარება-მეთქი, მაგრამ, ხომ იცით, ბედი რომ კარზე მოგადგება... დათოს და ჩემი მეზობელია და ჩვენი გაცნობაც მის ოჯახში, სრულიად შემთხვევით მოხდა. თუმცა მანამდე, როგორც დათომ მითხრა, ქუჩაში დამინახა თურმე და დისთვის უკითხავს, ვინ არის ეს გოგოო. დიდხანს არ გაგრძელებულა ჩვენი შეხვედრები, მივხვდით, უერთმანეთოდ ვეღარ ვძლებდით და ბოლოს გადავწყვიტეთ, ოჯახი შეგვექმნა.

დათო ლობჟანიძე: მართალია, მარიამი მანამდე ქუჩაში ვნახე, ძაღლს ასეირნებდა, ძალიან მომეწონა და დავინტერესდი მისი ვინაობით. მერე ჩემი დისშვილის ნათლობაზე ავედი და, სიმართლე გითხრათ, იქ რომ დავინახე, გამიკვირდა.

– რატომ გაგიკვირდა?

– ძალიან ახლო, შინაური წრე უნდა ყოფილიყო და მარიამს იქ ამიტომ არ ველოდი.

მარიამი: რომ შემოვიდა, მაშინვე გავიფიქრე, ვა, რა სიმპათიური ბიჭია-მეთქი. ვკითხე თაკოს, დათოს დას, ეს ბიჭი ვინ არის-მეთქი. მითხრა, ჩემი ძმააო. ერთი სიტყვით, ერთი შეხედვით მომეწონა და დავინტერესდი დათოთი. მანაც არ დამალა ჩემ მიმართ ინტერესი და ისე აღმოვჩნდით ბოლოს ერთად, რომ ახლახან მოვედით აზრზე, რაც მოხდა ჩვენს თავს. (იცინის).

დათო: ჩემმა დამ სუფრასთან მარიამთან ახლოს დამსვა. დავიწყეთ საუბარი, გამოვკითხეთ ერთმანეთს ამბები და იმ დღიდან დაიწყო ჩვენი ნამდვილი სიყვარულის ისტორია. ამის შემდეგ ხშირად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს და, ბოლოს გაპარვა გადავწყვიტეთ. სიყვარული არც ამიხსნია, უბრალოდ „გავუიასნე“ სიტუაცია. (იცინის).

– მარიამ, მშობლებს როდის გაუმხილე, შეყვარებული რომ იყავი?

– თავიდანვე ვუთხარი დედას დათოს შესახებ. თემურმაც იცოდა, რომ ერთი ბიჭი მომწონდა. ტელეფონით უთხრა დედამ, მაგრამ, სერიოზულად თუ ვფიქრობდი მასთან ურთიერთობას, ეს არ იცოდა.

დათო: შეხვედრებიდან ერთი კვირის შემდეგ მარიამის სახლში ავედი და დედამისი გავიცანი, ოღონდ, ხელი არ მითხოვია (იცინის). უბრალოდ, ავდექით და გავიპარეთ. მეორე დღეს რომ დარეკა მამამისმა და მითხრა, თემური ვარ თათარაშვილი, მარიამის მამაო, დავიბენი, ვერ მივხვდი, რა მეპასუხა. მაგრამ, თავადვე გაანეიტრალა სიტუაცია, მითხრა, როგორც მარი მიყვარს, ისე მეყვარები შენც, შენი სახით კიდევ ერთი შვილი, ბიჭი შევიძინეო. თემურის სიმღერებს ბავშვობიდან ვუსმენ და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მას დიდი ხანია, ვიცნობ. სამწუხაროდ, თავად არ მაქვს სიმღერის ნიჭი და, იმედია, ამასაც გამიგებს (იცინის). თუ ძალიან ჩამაცივდება, მასთან ერთად წავიღიღინებ, აბა, სხვა რა გზა მექნება? მარიამი კი კარგად მღერის, მამის ნიჭი აშკარად გამოჰყვა.

მარიამი: ბავშვობაში ვმღეროდი, მამასთან სიმღერაც კი ჩავწერე. მინდოდა, მომღერალი გამოვსულიყავი, მაგრამ, რატომღაც, გადავიფიქრე. რაც შეეხება გათხოვებას, სხვათა შორის, ყველას გაუკვირდა, არ ელოდნენ, ასე მალე თუ შევქმნიდი ოჯახს. ძალიან ინერვიულეს. თემურმა მოსკოვიდან დამირეკა, მომილოცა და მითხრა, მოულოდნელი იყო ჩემთვის შენი გათხოვებაო. მეც ვუთხარი, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო-მეთქი (იცინის). მერე დათოსაც ესაუბრა და მიულოცა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ინერვიულებდა ჩემს გათხოვებას. თან, ხომ იცით, შორს რომ არის და თავად ვერ ესწრება თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, უფრო ინერვიულებს და განიცდის.

დათო: ხშირად ვსაუბრობთ „სკაიპით“. ასე რომ, ჯერჯერობით ვირტუალურად მიცნობს და, იმედია, მალე პირადადაც გამიცნობს. სხვათა შორის, თემურმა მოსკოვიდან ახლახან გამომიგზავნა ძალიან მაგარი ქურთუკი. ძალიან მომეწონა და გემოვნებაში „ხუთიანს“ ვუწერ. (იცინის).

მარიამი: ჯერჯერობით ვერ ახერხებს თბილისში ჩამოსვლას, ქორწილში კი აუცილებლად ჩვენ გვერდით იქნება.

– როდის გეგმავთ ქორწილს?

– ქორწილი აპრილში გვინდა გადავიხადოთ. ჯერ ესეც არ გვაქვს წესიერად დაგეგმილი. ის კი ვიცი, რომ ძალიან კარგი და ლამაზი ქორწილი გამოვა და ყველა ჩვენი ახლობელი და მეგობარი ჩვენ გვერდით იქნება.

– გავიგე, თემური ახალდაქორწინებულებს სიურპრიზს უმზადებს და თაფლობის თვისთვის უცხოეთში უპირებს გაგზავნასო. მართალია?

მარიამი: უკვე ორსულად ვარ და, გამოგვივა თაფლობის თვის უცხოეთში გატარება ვერ გეტყვით (იცინის). ჯერ იმით გავაოცე ჩემი მშობლები რომ გავიპარე და, ასე მალე ბებია-ბაბუაც თუ გახდებოდნენ, სულ არ ეგონათ. მართალია, თემური შეგვპირდა, თაფლობის თვის გასატარებლად და დასასვენებლად საბერძნეთში გაგიშვებთო. ალბათ, მალე წავალთ, სავარაუდოდ, გაზაფხულზე. ეს თემურის სიურპრიზია და, არც ის ვიცით, რამდენ ხანს მოგვიწევს საბერძნეთში დარჩენა. ახლა იმას ვფიქრობ, ორსულობამ არ შემიშალოს ხელი გამგზავრებაში. თემურს რომ ვუთხარი, ბაბუა ხდები-მეთქი, გაეცინა. ასე რომ, ჩემს შვილს ახალგაზრდა ბებია-ბაბუები ეყოლება და მიხარია.

– ახლა მარტო ცხოვრობთ?

– არა, მარტო არა, ახლა დათოს მშობლებთან ერთად ვცხოვრობთ. ძალიან საყვარელი და თბილი ხალხია. მალე გადავალთ ცალკე საცხოვრებლად. დათოს მამა გვპირდება, სახლს გიყიდითო.

– მარიამ, დათო საჩუქრებით არ განებივრებს?

– როგორ არა, ხან რას მჩუქნის და ხან – რას. სხვათა შორის, დათო სულ მანებივრებდა საჩუქრებით, სულ ცდილობდა, ისეთი რამე მოერთმია, რაც ძალიან მინდოდა და გამიხარდებოდა. ყვავილებზე ალერგია მაქვს, ამიტომ, არც მიყვარს. დათომ ეს იცოდა და ხან სათამაშოებს მჩუქნიდა და ხან – კულონებს. არ დამავიწყდება, ერთხელ, დათოს დასთან ვიყავით. ფანჯარაში ვიყურებოდი. დათო უკნიდან მომეპარა და ყელზე გამიკეთა ძეწკვი თავისი კულონით. ერთხელ კი, ვთქვი, ჭიამაიას კულონი მომეწონა-მეთქი. მეორე დღეს ამოვიდა ჩემთან, ჩემი სამზარეულოს ფანჯარაზე დაუკიდია მალულად და, რომ დავინახე, გადავირიე, კინაღამ გავგიჟდი სიხარულით. ისე, ფანჯრებთან რომანტიკულად რატომ არ მიმღერე?

დათო: რას ამბობ? ჯერ ერთი, სიმღერის ნიჭი არ მაქვს და, მეორეც, ძალიანაც რომ მომენდომებინა, ისე ვიმღერებდი, დაგაფრთხობდი და საერთოდ გადაიფიქრებდი ცოლად გამოყოლას (იცინის). კარგი ვქენი, რომ არ გიმღერე.

მარიამი: სულ ვამბობდი, ჯერ არ გავთხოვდები, რა მეჩქარება-მეთქი. დაქალებს რომ გავუმხილე, დათო მიყვარს და ცოლად უნდა გავყვე მეთქი, არ დამიჯერეს, ეგონათ, ვხუმრობდი.

დათო: არც მარიამის თაყვანისმცემლებთან დამჭირვებია საქმის გარჩევები, ისე სწრაფად და მშვიდად მოვაგვარეთ ჩვენი ერთად ყოფნა.


скачать dle 11.3