კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცდილობდა ფილიპინებზე ყოფნისას დედამიწის გადარჩენას ნონა დიაკონიძე და ვისთან ერთად ცხოვრობდა ის აპარტამენტებში


რამდენიმე ხნის წინ მშვენიერი ნონა დიაკონიძე, რომელიც სილამაზის ყველა კონკურსიდან სერიოზული წარმატებებით ბრუნდება, ამჯერად იმყოფებოდა კონკურსზე „მის დედამიწა“, რომელიც ფილიპინებზე, მანილაში ჩატარდა. ნონამ ამ კონკურსზეც საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია – ის ტოპ-ათეულში შევიდა.


ნონა: უკვე რვა წელია, რაც ეს კონკურსი მანილაში ტარდება. აქ არა მხოლოდ გოგონას გარეგნობას აქცევენ ყურადღებას, არამედ იმასაც, თუ რას ფიქრობს მონაწილე ეკოლოგიურ საკითხებზე, დედამიწის გადარჩენაზე. ინგლისური ენა ვიცი, მაგრამ იმ დონეზე, არა, რომ პრესისთვის ამეხსნა, რას ვფიქრობ ეკოლოგიაზე და ყველაზე მეტად ამაში გავიჭედე. თუმცა, ვცდილობდი, ამეხსნა ჩემი დამოკიდებულება, რომ ვფიქრობ, ამ კუთხით რაღაც შევცვალო. „მის დედამიწა“, მსოფლიოს კონკურსების სამეულში შედის. კმაყოფილი ვარ, რომ ასეთი ტიპის კონკურსში მივიღე მონაწილეობა. თანაც, არ არის იოლი, იმ კონკურსში, სადაც 90 გოგონა მონაწილეობს, ტოპ-ათეულში მოხვდე.

– ალბათ, საკმაოდ დატვირთულები იყავით.

– დიახ, დაახლოებით ერთი თვე ვიყავით ფილიპინებზე, გვიტარებდნენ ლექციებს, გვქონდა ჩვენებები, გადაღებები. დღე-ღამის განმავლობაში სულ ოთხი საათი გვეძინა, ერთი წუთიც კი არ გვრჩებოდა თავისუფალი, სააბაზანოში შესვლის დროც კი გათვლილი იყო. ძალიან ძნელი იყო იქ ყოფნა, მაგრამ ახლა სასიამოვნოდ მახსენდება. იქიდან დუბაიში გავემგზავრე, ძალიან მომეწონა ეს ქალაქი, ასე მეგონა, ოცდამეორე საუკუნეში აღმოვჩნდი. დილით გავემგზავრე ფილიპინებზე და, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან დავიღალე, რადგან ორივე რეისმა დაიგვიანა. დაახლოებით 15 საათი ვიყავი ცაში. თავიდან მეშინოდა ფრენის, მაგრამ მერე იმდენჯერ მოგვიწია სხვადასხვა კუნძულზე გადაფრენა, რომ შევეჩვიე. ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ შემიძლია ტრანსპორტში დაძინება და ეს ჩემთვის ძალიან დიდი წვალება და წამება იყო.

როდესაც ჩავფრინდი, „ვიაიპი“ დახვედრა მომიწყვეს, ძალიან თბილად, კარგად დამხვდნენ, მაგრამ იქაური კლიმატი ჩემთვის საშინელება იყო. როგორც კი აეროპორტში გამოვედი, ასე მეგონა, ვიხრჩობოდი. იქ ძალიან ცხელა და თან საშინლად ნესტიანი ჰავაა. პირველი ერთი კვირა ჩემთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, თან, იმდენი მუშაობა გვიწევდა, – დილის 4 საათზე ვდგებოდით და გვიან შემოვდიოდით, აბსოლუტურად ყველა წუთი გათვლილი იყო. მაგრამ იქ არავინ არაფერს გაძალებს, შეგიძლია, არ წახვიდე ამა თუ იმ შეხვედრაზე, დარჩე ნომერში. სამაგიეროდ, ყოველ ათ გოგონას თითო კაცი დაჰყვებოდა, რომელიც ყველაფერს იწერდა. ოთახში საწოლი რომ უწესრიგოდ დახვედროდათ, იმასაც ინიშნავდნენ.

– კატორღასავით ყოფილა – მთელი დღე მუშაობა, კონტროლი...

– დიახ და, ამ ყველაფრის მიხედვით გიგროვდებოდა ქულები. კონკურსი მთელი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, შეიძლება ითქვას, რომ საფინალო შოუ არაფერი იყო. ანუ, ქულები ფინალამდე უნდა მოგეგროვებინა, პატარა ნიუანსსაც ითვალისწინებდნენ. თუმცა, ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო, არავინ გვეუბნებოდა, რა შენიშვნა დავიმსახურეთ.

– სად გიწევდათ წასვლა?

– ძალიან ხშირად მივდიოდით სოფლებში, ან იმ კომპანიაში, რომელიც ჩვენი სპონსორი იყო. ჩვენი ოთახების გარდა, ყველგან ჟურნალისტები იყვნენ ჩასაფრებულები და ყველაფერს იღებდნენ. ცდილობდნენ, ცუდ მომენტში დაეჭირე და მერე ის ფოტობი კრიტიკულ პრესაში იბეჭდებოდა. ამიტომ, ამ ხნის განმავლობაში სულ დაძაბულები ვიყავით. ჩვენი ერთ-ერთი დანიშნულება ის იყო, ხალხი დაგვერწმუნებინა, რომ ყველაფერი კარგად არის და თითოეულმა მათგანმა უნდა იზრუნოს ეკოლოგიაზე. იქ, სოფლებში ძალიან ცხელა და არც არის ბევრი რამ განვითარებული. იქაური მოსახლეობა საოცარი რეაქციით გვხვდებოდა, იყო წივილ-კივილი, ხელზე რომ შეგვეხებოდნენ, იმაზეც ცუდად ხდებოდნენ და კივილს იწყებდნენ. დარწმუნებული ვარ, მთელი დღის განმავლობაში ხელს აღარ იბანდნენ. ეს, ერთი მხრივ, სასიამოვნო იყო, მაგრამ, მეორე მხრივ – ცოტა დამთრგუნველი. ყველანაირად ვცდილობდი, რომ მათ კარგად მოვქცეოდი, კანფეტებს ვურიგებდი ბავშვებს. სხვათა შორის, ძალიან ბევრ გოგონას გაუჭირდა იქ ყოფნა, ვერ გაუძლო და ბოლო კვირაში ისტერიკები მოაწყვეს, სახლში უნდოდათ წასვლა. ერთი გოგონა ისეთ დღეში ჩავარდა, რომ ყველაფერი დაამტვრია, საშინელი ისტერიკა დაემართა, ვეღარ გაუძლო. ორგანიზატორებისთვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ ვიღაც გაგიჟდეს, იმიტომ რომ, უკვე წლებია, რაც ამ რეჟიმში ატარებენ კონკურსს. რკინასავით უნდა ყოფილიყავი, რომ ამ ყველაფრისთვის გაგეძლო. მეც ძალიან ბევრჯერ გადავიწვი, მაგრამ ეს არავის შეუმჩნევია. ყველაზე ძნელი ის იყო, რომ ნებისმიერ სიტუაციაში სულ ფორმაში უნდა ვყოფილიყავით. დუბაიში რეისზე დამაგვინდა და მთელი ღამე მარტო დავრბოდი ბილეთის გადასაცვლელად, მაშინ არ მაინტერესებდა, როგორ მქონდა თმა, როგორ გამოვიყურებოდი, მაგრამ, კონკურსზე, როდესაც ყველაფერს გიკონტროლებენ, ფოტოგრაფები ჩასაფრებულები არიან, შენ აუცილებლად უნდა გაიღიმო, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი ღამე არ გძინებია. დღესაც ვერ წარმომიდგენია, ამ ყველაფერს როგორ გავუძელი, თან ჭირვეული ორგანიზმი მაქვს, ვერ ვუძლებ სიცხეს. პირველი ათი დღე გამიჭირდა: ვერ დავდიოდი, არც ერთი ფეხსაცმელი არ მეტეოდა, ხელები და ფეხები დამისივდა, რაღაც საშინელება იყო.

– ვისთან ერთად ცხოვრობდი სასტუმროში?

– მანილაში ძალიან დიდ აპარტამენტებში ვცხოვრობდი – ოთხი ოთახი მქონდა თავისი სამზარეულოთი. თავიდან მე და ერთი გოგონა ვცხოვრობდით, რომელიც გვადალუპედან იყო. არც ინგლისური იცოდა, არც რუსული, მხოლოდ ფრანგულს ფლობდა და დავიტანჯე, მაგრამ მაინც დავმეგობრდით. შემდეგ ის ერთ გოგონას დაუმეგობრდა, რომელმაც კარგად იცოდა ფრანგული და მთხოვა, ხომ არ გეწყინება, მასთან რომ გადავიდეო. გადავიდა და მე მარტო დავრჩი ამხელა აპარტამენტში. ყველა გიჟდებოდა, ისე უნდოდათ მარტო ცხოვრება, მაგრამ ვერ უბედავდნენ ორგანიზატორებს ამის თქმას, თეთრი შურით სკდებოდნენ. სულ დავდიოდით და სასტუმროებს ხშირად ვიცვლიდით. ჩვენთან ერთად სულ ცნობილი ადამიანები დადიოდნენ, თუმცა მათი სახელების დამახსოვრება ძალიან ძნელი იყო.

– სად ჩატარდა საფინალო შოუ?

– ფინალი გაიმართა ულამაზეს კუნძულ ბოროკაიზე. ფინალამდე სამი დღით ადრე, 16 გოგონა აარჩიეს, მაგრამ ვინ – არ ვიცოდით. სცენა პარკებისა და პლასტმასის ყუთების ნარჩენებისგან იყო აწყობილი და ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. ყველა მონაწილეს თავისი გულშემატკივარი ჰყავდა. სამწუხაროდ, საქართველოდან ვერავინ ჩამოვიდა, მაგრამ, მაყურებლებს შორის დავინახე, რომ ვიღაცას ჩვენი დროშა ეჭირა და აფრიალებდა. ქართველი ნამდვილად არ იყო, მაგრამ მაინც ძალიან გამიხარდა. 90 გოგონა გამოვედით და 16 აგვარჩიეს, რაც ჩემთვის ისეთი შოკი იყო, რომ თავიდან ვერც კი დავიჯერე. აღმოჩნდა, რომ მე ინტერნეტისა და სატელევიზიო რეიტინგებშიც ტოპ-ათეულში მოვხვდი. შემდეგ ოთხი გოგონა აარჩიეს და „მის დედამიწა“ ბრაზილიელი გოგონა გახდა. თუმცა, ოთხივე ძალიან კარგი იყო, მაგრამ, როგორც ამბობენ, გემოვნებაზე არ დავობენო. სხვათა შორის, გავიმარჯვე ნომინაციაში „მის სპორტი“ ამისთვის სპეციალური კონკურსი გაიმართა.

– დარწმუნებული ვარ, შენით ბევრი სააგენტო დაინტერესდებოდა.

– დიახ, ბევრი დაინტერესდა ჩემით, მაიამის სამოდელო სააგენტოდან იყო წარმომადგენლობა, შემპირდნენ, რომ შემოთავაზებას გამომიგზავნიან ელექტრონულ მისამართზე. ასევე ერთერთ კოსმეტიკურ ფირმას მოვეწონე და შემომთავაზეს, რომ მათი სახე გავმხდარიყავი.

– გართობასაც ახერხებდით?

– დიახ, ყველაფერი იყო, კარაოკეზეც დავყავდით, პატარ-პატარა კონკურსებიც იმართებოდა, მაგრამ ამ ყველაფერს უფრო სამუშაო სახე ჰქონდა, ასე მეგონა, ფილმში მიღებდნენ. ღამით, რომ გამაღვიძონ და მითხრან „ფიქჩერო“, მაშინვე პოზას მივიღებ, იმიტომ, რომ მთელი დღე ეს გვესმოდა. ხალხი, სადაც გამოგვიჭერდა, მაშინვე ფოტოების გადაღებას იწყებდა. შეიძლება, ნახევარი საათის განმავლობაში ვერ მივსულიყავით ნომრამდე. თან, ერთს რომ თანხმობას ეუბნებოდი, მერე ათასი მორბოდა და ვეღარ ამბობდი უარს. მანამდე იღებდნენ, სანამ დაცვა არ მოვიდოდა.


скачать dle 11.3