კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ინტიმურ დეტალებს ხდის ფარდას ვანო ჯავახიშვილის ცოლი


როდის სჭირდება ყველაზე მეტად ქალს მამაკაცის გვერდით ყოფნა; როდის სწყინს ან უხარია; სად შეიძლება დაედოს ზღვარი მამაკაცების ჩვეული ცხოვრების წესს, ალბათ, ყველაზე უკეთ ისევ ქალმა იცის. როგორც ვანო ჯავახიშვილის ცოლმა, თაკო მურუსიძემ გვითხრა, ქმრის უადგილო ადგილას გამოგლეჯილ შარვალსა და შინ შემოტანილ ჭუჭყიან ფეხსაცმელებს ზოგჯერ ჭკუიდან გადაჰყავს, თუმცა ბოლოს ყველაფერს მაინც მშვიდად და დიდი სიყვარულით აკეთებს.


– თაკო, ამდენი ხნის ურთიერთობამ, ალბათ, უკვე დაგანახა ქმრის ის ნაკლოვანებები, რაც მანამდე არ იცოდი, სანამ ცოლად გაჰყვებოდი.

– ჩვენი შეუღლებიდან დაახლოებით ორ-ნახევარი წელიწადი გავიდა და ამ პერიოდში, უფლის მადლით, ჩვენს ურთიერთობაში განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა. რაც არ მომწონდა მანამდე მასში, ისევ იგივე თვისებები არ მომწონს. ეს წვრილმანია და ალბათ, არც ღირს ამაზე ნერვების მოშლა, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ყურადღება არ მიაქციო. მაგალითად, სახლში შემოვა და იტყვის: ისეთი დაღლილი ვარ ტანსაცმლის გამოცვლაც მეზარებაო. ამას ჭკუიდან გადავყავარ, იმიტომ რომ, ვერ წარმომიდგენია, როგორც ახლა ვზივარ პიჯაკში გამოწყობილი და გესაუბრები, სახლშიც ასე ვიჯდე. საერთოდ არ აწუხებს. ტვინს თუ გავუბურღავ, შეიძლება, მაშინ გამოიცვალოს. რაც შეეხება ფეხსაცმელებს: გაიხდიდა, მაგრამ დიდი ხნის შემდეგ, ყველა ოთახს რომ შემოივლიდა, მერე. ძალიან ბევრჯერ მივეცი ამაზე შენიშვნა. ახლა იცის, კარს რომ გააღებს, ფეხზე მაშინვე უნდა გაიხადოს. საერთოდ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს სამსახურის, ოჯახის წინაშე.

– ტანსაცმელს არ უფრთხილდება?

– უყვარს, როცა სუფთად და მოწესრიგებულად აცვია, მაგრამ არ ოცნებობს იმაზე, რომ რომელიღაც ბუტიკში რომელიმე ფირმის ახალი კოლექციაა და ვიყიდოო, ბოდიში და სულ ფეხებზე ჰკიდია ეს. მე თუ არ შევუჩიჩხინე, გარდერობი გააახლე-მეთქი, შეიძლება, კარგა ხანს არ მიაქციოს ყურადღება. ერთი სეზონი ისე გავიდეს, რომ არც გაახსენდეს ტანსაცმლის ყიდვა.

– ცოლის ჩაცმა-დახურვაზე მაინც თუ ზრუნავს, თუ ესეც ფეხებზე ჰკიდია?

– ამ საკითხში მე იმდენად აქტიური ვარ, რომ მისი აქტიურობისთვის ადგილი აღარ რჩება. კარგად ვიცი, რა, როდის და სად მინდა, რომ ვიყიდო და ამ ყველაფერს არა მორიდებით, არამედ პირდაპირ ვეუბნები. არ ესმის, რაში სჭირდება ქალს ხუთი-ექვსი წყვილი ფეხსაცმელი, მით უმეტეს, სხვადასხვა ზომისა და ფერის ჩანთები. მისთვის წარმოუდგენელია ხელჩანთაში საკმაოდ დიდი თანხის გადახდა. ამ დროს ყველანაირად ვუხსნი, მინდა, რომ გავაგებინო, თითქოს, „ქალის ტყავში“ შევაძვრინო, მაგრამ მაინც ვერაფრით დავიყვანე მის გონებამდე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფულის მოცემა დაენანოს, ამაზე მეჩხუბოს. უბრალოდ, სანამ ფულს მომცემს, კითხვას მისვამს – რად გინდა?

– სხვათა შორის, სულ ახლახან შენმა ქმარმა ჩვენთან ინტერვიუში თქვა, არ ვბრაზდები, როცა ახალ კაბას ყიდულობს, უბრალოდ, ვახსენებ, რომ ახალი სახლისთვისაც ბევრი რამ გვაქვს საყიდელიო.

– უკვე გადავედით ახალ სახლში და სიმართლე გითხრა, მეც მაქსიმალურად ვცდილობ, არ შევაწუხო პირადი ნივთებისთვის. ასე არ დავწვრილმანდები, იმიტომ რომ ჩემი შემოსავალი მაქვს და მსგავსი რაღაცეებისთვის ფული მყოფნის. მართლა ბევრი რამის ყიდვა დაგვჭირდა სახლისთვის, ინტერიერის შესავსებად. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ახალ ნივთს იძენ და ამიტომ მიჭირს ხოლმე არჩევნის გაკეთება: სახლისთვის ვიყიდო რაღაც კარგი თუ ჩემთვის და საკუთარი თავი გავახარო.

– როცა შენს ქმარს პერანგი, შარვალი ან წინდა ეხევა, უკემსავ, თუ აგდებ?

– ტანსაცმლის გაფუჭების ოსტატია. თავისუფლად შეუძლია, აბსოლუტურად წარმოუდგენელ ადგილას გახიოს შარვალი, პერანგი ან სვიტრი და სულ მიკვირს, იმიტომ რომ შეიძლება, ტანსაცმელი გაირღვეს, ღილი მოწყდეს, მაგრამ გაიხეს? აი, ეს არ მესმის, ამას როგორ ახერხებს. რა ვიცი, როგორ გამომეხაო, – მეტყვის. მე რომ ვუთხრა – იცი, ეს არ ჩანს და მოდი, გავკერავ-მეთქი, შეიძლება, დამეთანხმოს. ვიცნობ ისეთ მამაკაცებს, რომლებსაც განსაკუთრებულად უყვართ ჩაცმა, იტარებენ სხვადასხვა გამაჯანსაღებელ თუ ესთეტიკურ პროცედურებს, ფულს ახარჯავენ საკუთარ თავს, მაგრამ ვანო არ მიეკუთვნება ასეთ კატეგორიას და სიმართლე გითხრა, მიხარია, რომ ასეა, იმიტომ რომ ზედმეტად მოწესრიგებული კაცი მაღიზიანებს.

– რატომ? ჩემი აზრით, როცა მამაკაცს მოვლილი თითები აქვს, სასიამოვნოა. როგორც ჩანს, ვერ წარმოგიდგენია, შენი ქმარი სილამაზის სალონში მანიკიურს იკეთებდეს.

– მე მყავს მეგობრები, რომლებიც სალონებში დადიან და ფრჩხილებს იკეთებენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამას კვირაში სამჯერ აკეთებენ. ჩემი ქმარი კვირაში სამჯერ რომ დადიოდეს სალონში და პროცედურებს იტარებდეს, ან ფრჩხილებს იკეთებდეს, გავგიჟდებოდი. ვანო სალონში მხოლოდ თმის შესაჭრელად დადის, სხვა საქმე იქ არ აქვს. ფრჩხილებს სახლში იწესრიგებს, ოღონდ, მე არ ვუკეთებ.

– რამდენად აქცევს ყურადღებას, როგორ გამოიყურება მისი ცოლი, რა აცვია, როგორი მაკიაჟი უკეთია?

– დიდად არ ერევა ჩემს ჩაცმულობაში, იმიტომ რომ იცის ჩემი ჩაცმის სტილი. არასოდეს მაცვია გამომწვევად. რა თქმა უნდა, ეს განმსაზღვრელი ფაქტორია ცოლ-ქმრის ურთიერთობაში, თუმცა არ მივეკუთვნები ქალების იმ კატეგორიას, მხოლოდ კაცისთვის რომ იპრანჭებიან. უპირველესად მინდა, მე მომანიჭოს სიამოვნება.

– ჩემთვის ისიც საინტერესოა, როგორ უყურებს ვანო ჯავახიშვილი ცოლის ღამის სამოსს. როცა ქალი პიჟამათი წვება, არ მგონია, ამით მოხიბლოს მამაკაცი.

– თუ კაცი და ქალი ერთად ცხოვრობენ, ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთს პატივს სცემენ, ახლო მეგობრები არიან, რატომ არის უხერხული? ჩემს ქმართან დასამალი აბსოლუტურად არაფერი მაქვს. თუ მინდა, პიჟამათი დავწვები, თუ მინდა – გამჭვირვალე პენუარით ან ჩოხა-ახალუხით, არაფერსაც არ იფიქრებს და არც იტყვის. დარწმუნებული ვარ, ასეთ ფორმაშიც მოვეწონები.

– შენ რასაც ვერ წარმოიდგენ, ზუსტად ისე შეიძლება იყოს ყველაფერი, ჩემო კარგო. მამაკაცებს ხომ ყველაზე გამჭოლი მზერა და აზრები აქვთ და ქალების ზუსტი შემფასებლები არიან.

– ბევრს უთქვამს, თხოვდებიან და სახლში თმას აღარ ივარცხნიანო. თმის დავარცხნა არ ნიშნავს იმას, რომ სახლში მაღალ ქუსლებზე, წითელი პომადითა და დეკოლტირებული კაბით იარო. ასე რომ ვიყო, უფრო სასაცილო ვიქნები ჩემი ქმრისთვის, ვიდრე ჩვეულებრივ ფორმაში. თვითონ ბევრჯერ უთქვამს, რომ სახლში უფრო მეტად მომწონხარ, იმიტომ რომ უფრო მეტად ბუნებრივი ხარო.

– არაორდინარული რაღაცეების გაკეთების სურვილი თუ ჰქონია? მაგალითად, ერთად მიგეღოთ შხაპი. ესეც ხომ რომანტიკაა?

– იცი, რა არის? ჩვენთან, ეზოში, ჯერ კიდევ მშენებლობაა. ამწე-კრანები დგას. მასზე არ დამდგარა და ყვავილებით არ ამოსულა. რომანტიზმი არსად დაკარგულა, უბრალოდ, სხვა რაღაცეებმა ჩაანაცვლა. ხან კინოში გავიქცევით, როცა ახალი ფილმი გადის, ხან ბავშვს ვასეირნებთ სადმე. რაც შეეხება შხაპს, მაგას ვერ გეტყვი, ერთად ვიღებთ თუ ცალ-ცალკე. არც აბანოში ვყოფილვართ ერთად. ისე, ძალიან კარგია გოგირდის აბანო თავისი მექისით, რატომაც არა? შეიძლება, ესიამოვნოს კიდეც, მაგრამ რაც ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ, ზუსტად ვიცი, რომ ვანო აბანოში არ ყოფილა. მანამდე რას აკეთებდა, არ ვიცი.

– არასდროს გაგჩენია პროტესტის გრძნობა, რატომ უფროსობს ოჯახში ყოველთვის კაცი, როცა შენც მშვენივრად შეგიძლია, უხელმძღვანელო ოჯახს, მით უმეტეს, დღეს, როცა ქალები გავიდნენ გარეთ სამუშაოდ?

– ჩვეულებრივი ცოლი ვარ. თუ რაღაც მომწონს, ამას ხმამაღლა ვამბობ და, თუ რაღაც არ მომწონს, ამასაც ვამბობ ხმამაღლა. პანიკას კი არ ავტეხ, ვიტყვი, რომ არ მომწონს და აღარ მინდა, იგივე განმეორდეს. პროტესტის გრძნობა კი არასდროს გამჩენია, პირიქით, რაც უფრო ძლიერია მამაკაცი, ქალი მით მეტად ბედნიერია ასეთი მამაკაცის გვერდით და თავს დაცულად გრძნობს. ოღონდ სიძლიერეში არ ვგულისხმობ მაგიდაზე მუშტების ბრაგუნს. სხვათა შორის, მაგიდაზე მუშტებს სუსტი მამაკაცი აბრაგუნებს. ნამდვილად არ მინდა, ჩემს ქმარზე წინ ვიყო და ჩემი აზრი წყვეტდეს ყველაფერს. ვანოს ჩემზე ბევრად მეტი შემოსავალიც აქვს და საქმეც. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი შემოსავლით ოჯახს ვარჩენ, მაგრამ შემიძლია, ჩემს თავს, ქმარს, შვილს პატარა სიურპრიზებით სიამოვნება მივანიჭო.

– როგორი სიმთვრალე აქვს შენს ქმარს? ამ დროს რთულია თუ ადვილი მასთან ურთიერთობა?

– ნაბახუსევი რომ არის, ცოტა რთულად გადააქვს. თავი სტკივა, უხასიათოდაა, ცუდი შეგრძნებები აწუხებს, ამიტომ დალევისგან თავს იკავებს ხოლმე. მდგომარეობიდან ბორჯომით გამოდის. თუ რამე საჭმელი სიამოვნებს, იმას ვუმზადებ. საერთოდ, ეკრანზე როგორც ჩანს, ასეთი არ არის. ძალიან სერიოზული და ჩაკეტილია. რეალურ ცხოვრებაში არ არის თამამი, მორიდებული და თავმდაბალია და როცა სვამს, მაშინ იხსნება, „ღადაობს“, მღერის. არ ცეკვავს, თორემ დანარჩენს ყველაფერს აკეთებს. არ ვიცი, როგორი მთვრალი უნდა იყოს, რომ ადგეს და იცეკვოს.


скачать dle 11.3