კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააგროვა როლანდ ახალაიამ 2009 წელს ნაღდ ფულად 95 000 ლარი


მათგან ერთს, როლანდ ახალაიას, სამეგრელოს რაიონის რისხვასაც კი უწოდებენ და ქართული ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მიერ არჩევნების მოგების გარანტი სწორედ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორია. მეორე, კახეთის საოლქო პროკურორი თამაზ ცაბუტაშვილი თავის კოლეგაზე ნაკლებად პოპულარულია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ პოსტზე 2004 წლიდანაა, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც მას უნდა ჰქონდეს ნაკლები წონა ხელისუფლის თვალში. ასეა თუ ისე, ამჯერად ჩვენ ზემოხსენებული საოლქო პროკურორების ქონებას შევავლებთ თვალს.

როლანდ ახალაია

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი, აგერ უკვე 2004 წლიდან, 1950 წელსაა დაბადებული. მან, ტრადიციულად, იურიდიული განათლება თსუ-ში მიიღო (1973-1978 წლებში). მისი სამუშაო ბიოგრაფია კი უფრო ადრე, 1970 წელს დაიწყო, ვლადიმერ ლენინის სახელობის კოლმეურნეობაში, სადაც მან კოლმეურნედ 1971 წლამდე იმუშავა. 1973 წლის მარტ-აგვისტოში კი თბილისის საშენ მასალათა მომარაგება-გასაღების სამმართველოში დაიწყო მუშაობა დამხმარე მუშად. ამის შემდეგ ბ-ნი ახალაიას შრომით ბიოგრაფიაში წყვეტაა (რადგან თსუ-ში სწავლობდა), თუმცა 1978-1979 წლებში ის უკვე ლანჩხუთის რაიონის სტაჟიორი იყო, 1979 წელს კი საქართველოს კომპარტიის საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორადაც გადაიყვანეს. 1981 წელს ზუგდიდის პროკურატურაში დაიწყო სამსახური, სადაც პროკურორის მოადგილედ 1986 წლამდე იმუშავა. 1986 წელს კი ზუგდიდის პროკურორად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 1990 წლამდე დაყო. 1990-1996 წლებში ზუგდიდის სარაიონთაშორისო პროკურატურაში პროკურორის მოადგილედ დაინიშნა, 1996 წელს კი უკვე პროკურორიც გახდა. 2001 წელს იუსტიციის სამინისტროში გადაიყვანეს, სადაც მან რამდენიმე თანამდებობა მოიცვალა. ბოლოს, 2003-2004 წლებში იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურეობრივი მოკვლევის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. 2004 წელს კვლავ მშობლიურ ზუგდიდის რაიონში დააბრუნეს, საოლქო პროკურორადაც დანიშნეს და, როგორც უკვე ვიცით, დღემდეც ამ პოსტზეა.

ბუნებრივია, როლანდ ახალაიამ 2008 წელს ქონებრივი და საფინანსო დეკლარაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის რანგში შეავსო და ოჯახის წევრად მიუთითა მხოლოდ მეუღლე: 1956 წელს დაბადებული ნანი გაბედავა.

უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელი მხოლოდ როლანდ ახალაიაა და მისი ქონება იმით ამოიწურება, რომ აქვს საცხოვრებელი სახლი ეზოთი ზუგდიდში, 80 000 ლარად ღირებული და მიწის ნაკვეთი ხობის რაიონში, 9 000 ლარად ღირებული.

ამ წლების განმავლობაში ბ-ნ ახალაიას დანაზოგის შეგროვებაც მოუხერხებია და ის ამ თავის დანაზოგს, 5 000 აშშ დოლარს, ბანკ „რესპუბლიკაში“ ინახავდა (ანაბარი 2005 წელს გაუხსნია), თუმცა დეკლარაციის შევსების დროს არცთუ მცირე ოდენობის ნაღდი ფულიც ჰქონდა – 45 000 ლარი.

ოჯახში დასაქმებული მხოლოდ ბ-ნი როლანდია და 2007 წლის განმავლობაში მან ხელფასისა და პრემიის სახით ბიუჯეტიდან 77 790 ლარიც აიღო.

თავისი ბოლო დეკლარაცია როლანდ ახალაიამ 2009 წლის აპრილში შეავსო, რა თქმა უნდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ამპლუაში, ოჯახის ერთადერთ წევრად კვლავაც მეუღლე მიუთითა, უძრავ-მოძრავ ქონებად კი მხოლოდ საცხოვრებელი სახლი ეზოთი ზუგდიდში და მიწის ნაკვეთი ხობის რაიონში. თუმცა გაზრდილა მისი დანაზოგის ოდენობაც (6 000 აშშ დოლარამდე) და ნაღდი ფულისაც (95 000 ლარამდე). მოუმატია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის წლიურ სახელფასო შემოსავალსაც: როლანდ ახალაიამ 2008 წლის განმავლობაში 90 860 ლარი მიიღო.

თამაზ ცაბუტაშვილი

კახეთის საოლქო პროკურორი, მიუხედავად იმისა, რომ პოსტზე ისიც 2004 წლიდანაა, თავის კოლეგაზე ახალგაზრდაა: ის 1964 წელს დაიბადა, თუმცა განათლება მანაც თსუ-ში მიიღო (სწავლა-განათლება 1982 წელს ან დაასრულა, ან დაიწყო). მისი შრომითი ბიოგრაფია კი 1981 წელს იწყება გარდაბნის რაიონში, სადაც მან საქსოფდამზადების მუშად 1983 წლამდე იმუშავა. 1992 წელს სტაჟირება თბილისის სატრანსპორტო პროკურატურაში გაიარა. 1992-1993 წლებში კი სტაჟიორად თბილისის პროკურატურაშიც იმუშავა. 1993 წელს მცირე ხნით თბილისის სარაიონთაშორისო პროკურატურის უფროსი გამომძიებელიც იყო, 1993-1994 წლებში კი რესპუბლიკური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი გახდა. 1995-1996 წლებში – გენპროკურორის საგამოძიებო აპარატის პროკურორ-კრიმინალისტი; 1996-2003 წლებში ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურაში მუშაობდა საგამოძიებო განყოფილების პროკურორად; 2003 წელს კვლავ გენპროკურატურაში დაბრუნდა, ხოლო 2004 წელს, როგორც მოგახსენეთ, კახეთის საოლქო პროკურორად დაინიშნა და პოსტს დღემდე ინარჩუნებს.

ბუნებრივია, 2008 წელს თამაზ ცაბუტაშვილმა ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციები კახეთის საოლქო პროკურორის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, 1969 წელს დაბადებული მარიკა ჟღენტი და 2006 წელს დაბადებული ვაჟი ნიკოლოზი.

კახეთის სტაჟიან საოლქო პროკურორს კახეთში არანაირი უძრავი ქონება არ გააჩნია, თუმცა მისი საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა რუსთავში, 80 000 ლარად ღირებული, მის მეუღლეს კი ბინა თბილისში აქვს, მარტყოფის ქუჩაზე, 60 000 ლარად ღირებული.

დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ კახეთის საოლქო პროკურორს ჰქონდა – 2 000 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ უმუშევარია (ყოველ შემთხვევაში, დეკლარაციის მიხედვით) მარიკა ჟღენტს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე 30 000 ლარი ერიცხებოდა.

რაც შეეხება საოლქო პროკურორის სახელფასო შემოსავალს: ის გაცილებით ნაკლები იყო ბ-ნი ახალაიას საპროკურორო შემოსავალზე, კერძოდ, თამაზ ცაბუტაშვილმა 2007 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, 45 056 ლარი აიღო.

2009 წლის დეკლარაციაში სიახლე ისაა, რომ თამაზ ცაბუტაშვილს უკვე აქვს ბინა თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე (საერთო ფართით: 81,89 კვადრატული მეტრი), მარიკა ჟღენტს კი ჰყავს ახალი ავტომანქანა: 2008 წლის „ნისან ტიდა“. მარიკა ჟღენტის ფინანსურ ნაწილში სიახლეა ისიც, რომ მას ანაბარი გაუხსნია „საქართველოს ბანკში“, რომელზეც უკვე 30 000 აშშ დოლარს ინახავს.

ამას გარდა, სამართლიანობასაც უზეიმია და კახეთის საოლქო პროკურორის წლიური ხელფასი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ხელფასს დასწევია. შესაბამისად, 2008 წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტს თამაზ ცაბუტაშვილის წლიური სახელფასო ანაზღაურება 90 860 ლარიც დასჯდომია.

2009 წლის დეკლარაცია იმის შესახებაც გვაწვდის ინფორმაციას, რომ ბ-ნ ცაბუტაშვილს თავისი ბინა რუსთავში 50 000 აშშ დოლარად გაუყიდია, მის მეუღლეს კი 2008 წლის „ნისან ტიდა“ 25 000 ლარად უყიდია.


скачать dle 11.3