კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოქტომბრის სოციალისტური თუ ვარდების დემოკრატიული


რათა ხუთი? მაშ რამდენი?


2010 წელიც დადგა (აბა, სად წავიდოდა?!) და ქართულმა ელმედიამ არც იმის აღნიშვნა დაივიწყა, რომ ამა წლის 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობას 6 წელიც შეუსრულდა (აბა, რა გული გაუძლებდა საქართველოს პატიოსან მოქალაქეს, ეს მრგვალი თარიღი რომ გამოეტოვებინა?! ჰოდა, არც გამოტოვა!). მოკლედ, ახალი წლის სადღესასწაულო განწყობაც მიინავლა, თუმცა 2010 წლის შემობრძანება მაინც გამორჩეული იყო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დღესასწაული ბათუმს კლასიკურად, თბილისი კი სექსზე ორიენტირებულად აზეიმეს (როგორც ჩანს, იფიქრეს, გარღვევა აქვთ დეფიციტშიო): რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ 2009 წელს „ტელეიმედში“ შობილი ახალქართული სექსსიმბოლოთი, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები, თვით ჯაკომო კაზანოვას მოტრფიალე დათო ლომიძე აპარტნიორეს. ამ უკანასკნელმა საახალწლო ზეიმზე მცირეწლოვანი ბავშვებით მისული თბილისელები დააიმედა, ხუთ ქალს ვუძლებო (თუმცა, ვფიქრობ, მან თავისი მონაცემები უეჭველად უნდა გააუმჯობესოს, რადგან ჩვენ ვერ დავჯერდებით ასეთ მინიმალისტურ შედეგს ამ გაქანებული სექსუალური რევოლუციის პროცესში!). რაც ყველაზე საინტერესოა – ეს ყოველივე წმიდა გიორგის ქანდაკების ქვეშ ხდებოდა (ალბათ, მეტი სიმძაფრისთვის!). მეორე მხრივ, როდესაც თბილისელები „სხეულებს ათრთოლებდნენ“, ბათუმელ მშრომელებს (სიტყვასიტყვით ვიმეორებ: მშრომელებს!) თავიანთი ხელმძღვანელებისთვის, თურმე, უთხოვიათ, 31 დეკემბერსაც ვიმუშავებთო (ამის შესახებ იმ ბატონმა გვაუწყა, რომელიც ბათუმიდან ახალი წლის ღამის პირდაპირ ტრანსლაციას უძღვებოდა და, რატომღაც, ძალისხმევას არ იშურებდა, ხოსე კარერასის ხმა ჩაეხშო).

ასეა თუ ისე, ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც ეს პოსტრევოლუციურ საქართველოს მოუხდებოდა, ხოლო, თუ ბათუმელი მშრომელების თხოვნასაც დავამატებდით, ვერც გაარჩევდი, რომელ „პოსტზე“ იყო ლაპარაკი: ოქტომბრის სოციალისტურ თუ ვარდების დემოკრატიულზე.


скачать dle 11.3