კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პროფესია – რექტორი


გზააბნეული მკვლევრები


როგორც გაირკვა, საგანმანათლებლო მიღწევების მსოფლიო ასოციაციას 17 ქვეყანა გამოუკვლევია, კვლევის საგნად მეტად საჭირბოროტო მიზანიც დაუსახავს: რა ხარისხის პედაგოგებს ამზადებენ გამოკვლეული ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლები, და ჩვენთვის გულისმომკვლელი წინასწარი მონაცემებიც გამოუქვეყნებია: საქართველომ ბოლო საპატიო ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ განათლების რეფორმის მეხუთე წლისთავზე იქაც კი არ ვართ, სადაც 15 წლის წინათ ვიყავით. თავის დროზე, ჩვენი გამორეფორმირებულობის პირველი მამა, ბ-ნი ლომაია, გვარწმუნებდა, მათ შორის, იერიში ძველ ქართულ მწერლობაზე და ასაკოვანი პედაგოგების სკოლებიდან მიბრძანება პირველი ნაბიჯია ქართული საუნივერსიტეტო დიპლომის ევროპულთან გასატოლებლადო; ამას მოჰყვა საუნივერსიტეტო რეფორმაც. რეფორმას ვამბობ, თორემ, რეალურად ასაკოვანი პროფესორ-მასწავლებლები, როგორც პოსტრევოლუციური საქართველოს განათლებისთვის შეუფერებლები, უმაღლესი სასწავლებლებიდან მიაბრძანეს და ახლა იქ უკვე ისეთი იდილიაა, ასოცირებულ პროფესორს პირველკურსელი სტუდენტისგან ვერ გაარჩევ, მაშინაც კი, თუ კარგად დააკვირდები. აღარაფერს ვიტყვი სამეცნიერო ინსტიტუტების დაწიოკებაზე. მართალია, ჩვენს განმანათლებლებს განათლების პროგრამები ახლა უკვე საგანმანათლებლო მიღწევების მსოფლიო ასოციაციამ დაუწუნა (სავარაუდოდ, ანალოგიური ვითარებაა ყველა სხვა პროფესიის სწავლების მიმართულებებითაც), მაგრამ დაწუნებულები იხტიბარს მაინც არ იტეხენ. სახელდობრ, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბ-ნი თევზაძე (მისი უნივერსიტეტი ქუთაისის უნივერსიტეტმა უკან ჩამოიტოვა) შეგვაგონებს, სანამ პედაგოგის პროფესია მომხიბვლელი არ იქნება, ამ პრობლემას ვერ მოვერევითო, თუმცა, თუ გავიხსენებდით, რომ ამ პრობლემას ერეოდნენ, მაგალითად, რექტორები: ნიკო კეცხოველი და ივანე ჯავახიშვილი, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე მხოლოდ ფინანსებში არ ყოფილა. ხოლო, თუ დავამატებთ, რომ ჩვენს ერთ მინისტრს გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის სახელისთვის ყურიც კი არ მოეკრა; მეოთხემ სასწავლებლად წასვლა მინისტრობის შემდეგ გადაწყვიტა, მეხუთე კი ქვემდებარეს შემასმენელს ვერ უწყობს, საგანმანათლებლო მიღწევების მსოფლიო ასოციაციის ადგილას ასეთ ქვეყანაში პირადად მე კვლევისთვის არ მოვცდებოდი.


скачать dle 11.3